მაროტა:”ალეგრი? მას ჩვენთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული”
ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას მასიმილიანო ალეგრის და ალვარო მორატას შესახებ მოუხდა კომენტარის გაკეთება:“ფეხბურთი ფრიად დინამიური სამაყაროა, რომელშიც სწრაფად იცვლება მოვლენები. მთავარია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ისტორია კარგად დასრულდეს. კლოზეს ეპიზოდი? ვფიქრობ, მსაჯების თემაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია. ყოველთვის არსებობს და მომავალშიც იქნება ეპიზოდები, როდესაც არბიტრი ან ერთ მხარეს შეცდება ან მეორე მხარეს. თუმცა, საერთო ჯამში სიტუაცია დაბალანსებულია. დაბრუნება? ჩვენი პრობლემა იყო ტრავმები, რის გამოც ალეგრის შემადგენლობის შერჩევისას პრობლემები ჰქონდა. საკმარისი იყო შავი დღეები გაგვეარა, რომ ვითარება თავისთავად დასტაბილურდა. მორატა? იგი მნიშვნელოვანი წევრია, თუმცა თავდასხმაში ბევრი მაღალი დონის ფორვარდი გვყავს და ერთბაშად ყველას ვერ ვათამაშებთ. ალეგრი და იუნაიტედი? ეს უბრალოდ ჭორებია.. მას ჩვენთან პროფესიონალური კონტრაქტი აქვს გაფორმებული”.
წყარო: football-italia
სტურაროს ძირითადი თუ უნდა მეტის გაკეთება მოუწევს თორე კვადვო ადვილად ამოაგდებს
ჩემი აზრით ამ ბოლო მატჩების შედეგები დატვირთული და რთული კალენდარის გამოა.კარგ გუნდებთან ყოველთვის სერიოზულად გადიან მოედანზე
შეფასებები რა თქმა უნდა დაიდება :) როგორც ყოველთვის, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა :)
shefasebebi dadet raa :)