ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calio-მიმოხილვა:”6 ქულიან რადიუსში მყოფნი”..

სერია ა-ს მე-15 ტურს სტადიო ოლიმპიკოზე დაგეგმილი მატჩი ხსნიდა.. იუვენტუსის ცუდმა სტარტმა ჩვენი მდგომარეობა “მდევრის” როლში აღმოაჩინა და შედეგად კონცენტრირებას არა მხოლოდ საკუთარ მატჩებზე ვახდენთ.. მითუმეტეს, როდესაც წლევანდელი სეზონი ასეთი დაბალანსებული გვაქვს. იუვესთვის საბედნიეროდ, გუნდმა დასძლია კრიზისი და ზედიზედ ხუთი გამარჯვებით იწონებს თავს. ბუნებრივია შედეგი სატურნირო ცხრილზეც პოზიტიურად აისახა და ლიდერები ტურინულ სუნთქვას სულ უფრო და ახლოს და მკაფიოდ გრძნობენ. საინტერესოა რომელი მათგანი გაუძლებს ასეთ ზეწოლას? აგერ მაგალითად რომამ ვერ გაუძლო და ტურინში, ტორინოსთან ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება..

აპენინებზე გარსიას საქმეს მოათავებულად მიიჩნევენ და თუ მან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა, მაშინ მიმდინარე სეზონის დასრულებას არავინ დაელოდება და უკვე იანვარშივე დაემშვიდობებიან. ტურინელებთან ფრემ ამ არგუმენტს მეტი ოპტიმიზმი შემატა. საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქელები სულ უფრო და უფრო ცუდი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ. სხვთაშორის ჩვენ ვპროგნოზირებდით ასეთ სურათს.. საკმარისი იყო ტოტის და კომპანიას ოდნავ დასცდენოდათ ფეხი, რომ მომენტალურად “აირეოდნენ” ფსიქოლოგიური კუთხით. რამდენად შეძლებენ ისინი რეაბილიტირებას? ეს არავინ იცის.. გარსიას კრებული სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე მყოფთაგან ყველაზე არაპროგნოზირებადია.. პალოტასთვის მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა თავისუფლად ჩაითვლება კატასტროფად, რადგან რომას ისედაც ფინანსური კრიზისი აქვს და ევროპის გარეშე დარჩენა მეტ საფიქრალს და სანერვიულოს შემატებს..

გუნდი, რომელმაც 15 თამაშიდან 8 1-0 მოიგო.. მათთვის ლამაზი ფეხბურთი, დინამიური შეტევები, კომბინირება და სხვა საინტერესო ელემენტები არ არის მნიშვნელოვანი.. მთავარი არის შედეგი და სანუკვარი მიზნისკენ სწრაფვა. ჩვენი დამოკიდებულება ნერაძურისტების მიმართ გასაგებია, თუმცა უნდა ვაღიაროთ მანჩინი პრაგმატულად მიუდგა საქმეს და იმ კადრებით რაც გააჩნია მაქსიმუმს იღებს. ერთადერთი ხეირიანი ეპიზოდი, რომელიც შეიქმნა, წარმატებულად გარდაისახა გოლში.. პრინციპში სტანდარტული მდგომარეობა რამდენად შეიძლება ხეირიან ეპიზოდად ჩაითვალოს? დიდხანს, ამაზე არ ვიდაოთ უბრალოდ აღვნიშნოთ მთავარი.. ძალზედ უინტერესო და მდორე ტემპში მიმდინარე თამაში, სადაც გამოსარჩევი ალბათ ფელიპე მელოს მოედნიდან გასვლა-შემოსვლა იყო.. ბრაზილიელმა ძლიერი დარტყმა მიიღო თავის არეში, მაგრამ ბოლო წამამდე ცდილობდა თამაში ყოფნას.. შედეგად საბოლოოდ მაინც საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. სხვა მხრივ კი.. ინტერი ჩემპიონატის ლიდერია.. მოგვწონს თუ არა მოგვწონს საშუალო დონის გუნდებს პრაგმატულად ამარცხებენ.. თუმცა, გაჭრის კი ლიდერებთან ეს? ნაპოლისთან არ გაჭრა.. ცუდ ფორმაში მყოფმა იუვემ თავის თავზე დააბრალოს რომ ვერ მოუგო სან სიროზე.. მილანი.. მილანი ისეთ დღეშია რომ.. რომა დაამარცხეს, მაგრამ ცოტახნის წინ მაგ გუნდს ლევერკუზენმა უთავაზა ოთხჯერ.. ჩემი არგუმენტის სასარგებლოდ ფიორეს მოვიყვან, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა მანჩინის კრებულისგან მისსავე არენაზე.. ასე რომ..

ფიორენტინა და პაულო სოუზა.. ბრავო ექს იუვენტინოს.. ძალზედ ელეგანტური და უშუშიარი გუნდი, რომელიც დასახული მიზნისკენ ჯიუტად მიიწევს. სოუზას მოსვლა აშკარად პოზიტიური იყო და ფიორე წელს ერთ-ერთი საუკეთესოა.. ორგანიზებული და ხარისხიანი ფეხბურთით იგი აშკარად იმსახურებს ნეიტრალური გულშემატკივრის მოწონებას. საინტერესოა რამდენად ეყოფათ ძალები ბოლომდე საბრძოლველად? იმ შემთხვევაში თუ ფლორენციელები შეინარჩუნებენ აღებულ ტემპს მარტის ბოლომდე, მაშინ.. ვინ იცის.. უსახური ინტერის ფონზე, იები გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურებიან და თან მათზე რაიმე ზეწოლა ფსიქოლოგიური კუთხით აშკარად არ არის.. არავინ ელოდა პირველსავე სეზონშო სოუზასგან ასეთ გამართულ გუნდს. ერთი ის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვრთნელი მოკრძალებული მაგრამ ამბიციურია.. მან ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერებისკენ მოუწოდა.. რამდენად დაუგდებენ ახალგაზრდა სპეციალისტს დელა ვალეს ოჯახის წევრები ყურს მეორე საქმეა.. გუშინდელ მატჩში კი ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე სძლიეს მეტოქეს და დამსახურებულად იკავებენ მეორე პოზიციას. ბრავო სოუზა!

საინტერესოა ვადაზე ადრე ხომ არ იზეიმეს ნეაპოლიტანელებმა ჩემპიონობა? თავდაპირველი წუთები აშკარად გეგონებოდათ, რომ 11 ნაპოლის მაისურში გამოწყობილი მოყვარული იმყოფებოდა. შესაძლოა ზედმეტმა შექებამ და იმ ფაქტმა, რომ კლუბი ათწლეულებია უკვე პირველ ადგილს არც კი გაჰკარებია თავისი ქმნა.. ფსიქოლოგიური წნეხი არის ისეთი “იარაღი”, რომლის მიმართ რამდენიმე წელია პრობლემა აქვს რომას.. სწორედ ეს გარემობაა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ხელისშემშლელი.. როდესაც შენ იბრძვი სკუდეტოსთვის ბოლონიას დარი გუნდები არ უნდა გახდნენ პრობლემა.. დიდი პატივისცემის და მიუხედავად დონადონის გუნდის მიმართ, თუმცა რეალობა სხვაა..
გვიან გამოფხიზლდნენ.. მომენტები მართალია ჰქონდათ და თან ძალზედ რეალური, მაგრამ ხან მირანტე და ხან საფეხბურთო იღბალი აკლდებოდათ.. შედეგად უმნიშვნელოვანესი ქულები გაატანეს ქარს, რომელმაც პირველი ადგილიდან უმალ დააბრუნა მესამეზე..

სასუოლო შეიძლება ჩემპიონობისთვის მაძიებელი არ იყოს, მაგრამ დღევანდელ მიმოხილვაში მხოლოდ იმიტომ იმსახურებს ორიოდე სიტყვას, რასაც დი ფრანჩესკოს მიერ გაწეული შრომა ჰქვია. რა თქმა უნდა შექებას არამარტო მწვრთნელი არამედ კლუბის მენეჯმენტის იმსახურებს, რომელთა მუშაობა ნამდვილად აპლოდისმენტების ქვეშ უნდა მიდიოდეს. მოკრძალებული გუნდი სულ ცოტახნის წინ დაბრუნდა ელიტაში და ამ ხნის განმავლობაში დასახულ მიზანს ეტაპობრივად აღწევს. პროგრამა აქვთ ძალზედ საღი და ამბიციური.. შედეგად სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენს თვალწინ აღმოცენდა გუნდი, რომელიც თამაშობს ლამაზ, დინამიურ და შემტევ ფეხბურთს. მიმდინარე სეზონში ყურადღება მიაქციეთ, რომ მათ არ ჰყავთ ძაძა და უმეტეს მატჩებში ბერარდიც! დომენიკოს ხან ტრავმა აქვს, ხან დისკვალიფიცირებულია.. ასე იყო გენუაში სამპდორიასთან, თუმცა დი ფრანჩესკომ მონტელას სამპასგან ქვა ქვაზე არ დატოვა.. ბრავო სასუოლო!

საკმარისი იყო პრესასთან საუბარში მიხაელოვიჩს მკვეთრი განცხადებები გაეკეთებინა, რომ გუნდს უმალ შეეტყო ფსიქოლოგიური კუთხით :”ჩვენ იუვეზე არაფრით ნაკლებნი არ ვართ. თუმცა, პრესაში მუდამ ჩვენ გვაკრიტიკებენ და მიწასთან გვასწორებენ. დროა, ეს ყოველივე შეწყდეს. გვაცალეთ მშვიდ გარემოში მუშაობა!”.. მათ უკანასკნელ მეტოქეს, რომელსაც სტუმრობდნენ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა ჰყავთ.. თუმცა, 0 გატანილი ბურთი მილანის ანგარიშზე და პირიქით, რომ არა ახალგაზრდა დონარუმა მაშინ ვინ იცის რა მოხდებოდა.. მილანის საქმე ცუდად არის, ისევე როგორც თავად მიხაელოვიჩის..

მოკლედ საერთო ჯამში იუვესთვის აწ უკვე დასრულებული ტური პროდუქტიული იყო. მეხუთე ადგილი და პირველ ადგილოსანთან შემცირებული სხვაობა.. ამ ეტაპზე იგი 6 ქულამდეა დასული.. მომდევნო ტურში კი ერთ-ერთ კონკურენტს ვმასპინძლობთ და ეს პაულო სოუზას სიმპატიური ფიორენტინაა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha gabunia
8 years ago

მანდზუკიცჰის შემცვლელი ტუარაკავს იტალიას მასინ დაქცეულია იტალიის საქმე.მანდზუკიცჰი მაგარია საჯარიმოში. ერტი მომენტი მიტხრას ვინმემ რომ ბურტი საჯარიმოსმდე მიეტანოს არვამბობ საჯარიმოსი შესვლას ბურტიტ. მორატა მეტად დზლიერია ბურტიტ შეუდზლია შესვლა და გოლის გატანა როგორც კომანს. და როგორც კომანი გ-ცავიდა ისე ცავა მორატაც ტამაშები ტუარ მიცა, ესე ექცეოდა ზუსტად კომანს ერტი ტაიმი ხომმაინც უნდა მისცეს, რატომგაც ავიცკდებატ კველას რამდენი სიხარული მოგვცა მორატამ. ეგ სემტხვევიტ არ კოფილა. სეუდზლია ამკაცს ტამაში. მაგრამ ალეგრია შიბაქი ბევრჯერ ვტკვი. ხოლო რაც შეეხება მანდზუკას ეგარა ტოპ კლასის ტავდამხს. ტორე ატლეტიკო არ გამოუშობდა. ხოლო იტალიელი პელე ატი ტავიდ ჯობს

gocha gabunia
8 years ago

სამცუხაროა რომ იტალიაში ტამასის კლასმა იკლო. სიმარტლე ტუ გინდატ ისაა რომ. არ ც იუვეა საცჰემპიონო ამ ცუტას მაგრამ კველა სხვა დანარცჰენტან სედარებიტ დზლიერია. იმიტორომ სხვა გუნდები ცვალობენ კიარ ტამასობენ. ერტი ფიორე და სასუელო რასაც მე ვუკურებ. რომ სედარებიტ ტამასობენ. და ეს ცუდია საერტოდ სერია ასტვის. და იუვესტვისაც. დზლიერი კონკურენტებტან კოველტვის ჯობს ტამასი იგივე დიბალაზა პოგბაზა სანდროზე სტურაროზე. რომ განვიტარდენ უფრო. და გამოცდილება მიიგონ დზლიერებტან ბრდზოლასი და არა სოფლის გუნდებტან. ეს იუვესტვისაა ცუდი ამიტომ მიდიან ფეხბურტელები. ამატმა ტუ ხელფასები არ მოუმატეს და კლასნი და სემკმნელი ფეხბურტელები არ მოიკვანეს ისე ევროპაში არაგამოვა რა. ტან 2-3 ტატიკა მაინც უნდა კონდეს გუნდს.

jek17
8 years ago

პოგბას,სანდრო,დიბალა,მანჯუკიჩი,მორატა,ლიხშტა რომელი იტალიელით უნდა შეცვალო,სხვა თემაა ვერატი რო სხვაგან თამაშობს,ეს შEცდომაა

Di Francesco # 1
8 years ago

იუვენტუსს ჩემპიონობას პირველად წაართმევს დი ფრანჩესკო, სანამ მაგი არ გადავა საჩემპიონო გუნდში მანამდე სულ იუვე მოიგებს სკუდეტოს.

Di Francesco # 1
8 years ago

სასუოლოზე ისიც რო გეხსენებიათ რო ყველაზე იტალიური კლუბია და 25 დან 22 იტალიელი ფეხბურთელი რო ყავთ ესეც კაი იქნებოდა :chuvak:
დაბალი დონის ლეგიონერების მოყვანას ჯობია ახალგაზრდა იტალიელები აიყვანო გუნდში და 2-3 წელი გაზარდო, ის პრეზიდენტი კიდე იძახოდა ლიმიტს დავაწესებთ ლეგიონერებზეო მარა გავიდა 2 წელი და არ ჩანს ჯერ, 7 იტალიელის სასტავში ყოფნა უნდა დაავალოს ყველა გუნდს

Di Francesco # 1
8 years ago

30დან 26 იტალიელი ყავთ და იმ ოთხიდანაც მარტო 2 თამაშობს ასეთუისე სტაბილურად

Di Francesco # 1
8 years ago

სახელი შევიცვალე დღეიდან ბერარდის ფანი ვარ :chuvak:

Di Francesco # 1
8 years ago

მარკიზიო გამახსენდა უცებ და :chuvak:

jjj jjj
8 years ago

:forza: :forza: :forza:

ika_2488
8 years ago

MSvenieri statia :juvee:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x