ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Forza ნანდო! ჩვენ შენ არასოდეს დაგივიწყებთ!

ფერნანდო ლორენტე.. ესპანელი ფორვარდი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ბილბაოს ატლეტიკის ღირსებას.. იცავდა, ალბათ რბილად ნათქვამია, რადგან “მეფე ლომი” საკუთარი გუნდის უდაო ლიდერი და მთავარი გოლეადორი იყო.. თუმცა, აშკარად ჩანდა ატლეტიკი მის შესაძლებლობებს ვეღარ აკმაყოფილებდა და ტანმაღალ ფორვარდს სხვა, ძლიერ გუნდში მოუნდა ძალების მოსინჯვა.. არჩევანი როგორც თავად აღნიშნა გულით მიიღო.. ეს არჩევანი ტურინს უკავშირდებოდა.. სამწუხაროდ მის გადაწყვეტილებას მშობლიურ მხარეში ნეგატიურად შეხვდნენ.. მთელი ნახევარი სეზონი ლორენტე სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალყურს თანაგუნდელების თამაშს, მხოლოდ იმიტომ რომ გადაწყვეტილება იუვეს სასარგებლოდ მიიღო..

კოშმარი დასრულდა და ახალი თავგადასავალიც დაიწყო.. კონტეს ეპოქაში მას მნიშვნელოვანი როლი ელოდა.. კარლიტოსის ტევესსთან ერთად მრისხანე დუეტის შექმნა.. თავდაპირველად ესპანელი იშვიათად ჩნდებოდა მინდორზე, რადგან ადაპტაციის პერიოდს გადიოდა, თუმცა შემდეგ მოუმატა და ძირითადის უცვლელი წევრი გახდა.

გარდა იმისა, რომ ჩვენს გუნდში მართლაც დიდი პროფესიონალი ასპარეზობდა, რომელიც გუნდის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა და მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა, ნანდო სხვა მხრივაც გამორჩეული იყო.. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მორატამ ადაპტაცია მალე გაიარა.. გასახდელშიც მას თანაკლუბელები დადებითად ახასიათებდნენ.. განსაკუთრებით მეგობრობდა იტალიელებთან.. მარკიზიო, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, ბუფონი..

წასვლის შემდეგაც კი მას არ დავიწყებია ის თუ სად თამაშობდა, როგორ სიყვარულს ეზიარა და რა ოჯახის ნაწილი იყო.. ამის გამო ტურინელ ტიფოზერიას იგი მუდამ, განსაკუთრებულად ეყვარება.. მის მიმართ პატივისცემა არავის დავიწყებია.. ეს არის ფეხბურთელი და პიროვნება, რომელიც ნებისმიერისთვის მისაბაძია. Forza Nando!!! ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
8 years ago

რო ვამბობდი ვიდალი და კომანი ნაგვები არიან-თქო აქ ზოგიერთი გამოესარჩლა,არ მახსოვს ვინ მარა მახსოვს რო გაამართლეს ვიდალი და კომანი მარა გამოჩნდა რო ადამიანობა აი ეს არის რაც ლორენტემ გააკეთა,იმედია მალე დიდ სტატიას მიუძღნით მაგ არასწორებს და კიდე გულით და სულით ვნატრულობ ლიგაზე ბავარიას დავეჯახოთ და სწორედ იუვემ გამოაგდოს ბავარია,თან ისე რო ტურინში გაირკვეს ეგ ამბავი და ვიდალს და კომანს რო მთელი სტადიონი დაუსტვენს და აგინებს,აი მაშინ მე სერიოზულ მაღარიჩს ვიკისრებ :forza:

osvaldo ardiles
8 years ago

ღირსეული ადამიანი და მაგარი ფეხბურთელი. ლაციოსთან თავით რო მოჭრა ბურთი, 10 კაცით ვიყავით მაშინ, ლამის ტელევიზორში შევვარდი სიხარულისგან. ვიდალმა და იმ ლოკოკინაჭამია ლაწირაკმა შორიდან გვიყურონ. ისინი ვერასოდეს იქნებიან ნამდვილი იუვენტინოები.

forza-iuve
8 years ago

Pirveli sezoni magari kinda lorentes Tu kargad maxsovs 15 sheagdo seria ashi da plius ligazec sheagdo

irakli morchadze
8 years ago

ნანდო შე მაგარო

vaxo turqadze
8 years ago

Ise vidalzec gageketebinat eseti statia,magasac ar daviwyebია sad tamashobda da rogor eქცეოდნენ :blin: :blin: ,kargi kaci xar nando,pirvel rigshi vajkaci da mere kargi fexburteli, :love:

vaxo turqadze
8 years ago
Reply to  Dutch

Sagol,chagetvala :lool: :up:

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  vaxo turqadze

Jer adrea vidalze statia, ligis mervedfinalis an meotxedfinalis mere iqneba tematuri. Daaxlovdbit mag periodshi maq dagegmili vidalis ligidan gamobunzuleba :chuvak:

ალეკო კოკაია

ნანდო :love:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x