იუვე გუარინის შეძენას იანვარშივე ეცდება
ფრედი გუარინი ისევ დაუკავშირეს ტურინულ გრანდს.. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პირველად კოლუმბიელი ნახევარმცველი ბიანკონერიში გადასვლასთან ზუსტად ორი წლის წინ იყო.. მაშინ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იგეგმებოდა ვუჩინიჩი-გუარინის ტრანსფერი.. გარიგება არ შედგა, მაგრამ იტალიის მოქმედი ჩემპიონები ეტაპობრივად მაინც ცდილობდნენ სამხრეთ ამერიკელის ხელში ჩაგდებას. Corriere Dello Sport-ი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მაროტა კვლავ ცდილობს ინტერის შუახაზელის გაფორმებას. მის ხელშეკრულებას ნერიაძურისთან ძალა 2017 წელს ეწურება, ხოლო ანაზღაურება, რომელიც 2.8 მილიონს შეადგენს ნამდვილად არ არის ტურინელთათვის მიუღწეველი. კულუარებში არსებული ინფორმაციის თანახმად, მანჩინი არ არის მის გასხვისებაზე უარს, თუმცა მსურველ კლუბს 11 მილიონის გადახდა მოუწევს, რაზეც როგორც ჩანს ტურინში თანახმანი არიან.
წყარო: Corriere Dello Sport
კარგი ბიჭია მაგრამ ასამოა მე მირჩევნია და აღარაა საჭირო მეტის მოყვანა ნახევარ დაცვაში.. თU მოიყვან ვინემს ისკო ვერატოზე ნაკლები არ უნდა მოიყვანო უკვე
ჭორია! ზამთარში მაქსიმუმ ლავეცი მოვიდეს და ვინმე ფლანგზე.
კიდე ერთი ინტერის ფეხბურთელი რომელიც სკამს ხეხავს და რომელშიც 11 მილიონს იხდიან

წავა პივაზე