ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“მიმდინარე სეზონში ეს არის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი”- საუბრობს წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი:“წარმატების შემთხვევაში ჩვენ შევინარჩუნებთ პირველ პოზიციას, რომელიც 1/8 ფინალში გამორიცხავს ბარსელონასთან, რეალთან და ბაიერნთან მატჩებს.. ჩვენ წარმატებულად ვაგრძელებთ გზას, რომელმაც შარშან ბერლინის ფინალამდე მიგვიყვანა. წლევანდელ გათამაშებაში ურთულესი ჯგუფიდან გავედით და ჯერჯერობით მხოლოდ ორი ბურთი გვაქვს გაშვებული.. ისიც გასვლით მატჩებში”..

“მანჯუკიჩი ბაზაზე სიცხიანი მოვიდა და შესაბამისად მისი ჩვენთან ერთად წამოსვლა სარისკო გადაწყვეტილება იქნებოდა. ევრამ, პარასკევს გამართულ შეხვედრაში მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც ორი სამწვრთნელო გაუცდა.. დღეს, იგი ცდილობდა დაბრუნებას, მაგრამ მისი სახლში დატოვება ვამჯობინე. ხედირამ სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა და ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. ლემინას კვლავ აწუხებს უწიდენური დაზიანება, ხოლო კასერეს მუშაობა მოუწევს. ვფიქრობ, საკადრო პრობლემების გათვალისწინებით ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ არ ვაპირებ ფლორენციელებთან შეხვედრაზე ფიქრს და შემადგენლობის როტაციას. სევილიელებთან დაპირისპირება ჩვენთვის სატურნირო კუთხით ძალზედ პრინციპულია.

დიბალა? მის შესაძლებლობებში ეჭვი წამითაც არ შემიტანია. მან სერია ა-ში პირველი სეზონი შარშან გამართა, რომლის მეორე ნახევარი ფაქტობრივად არც კი ჩაუტარებია. დღეისათვის, კარგ ფორმაშია და პროდუქტიულად ასპარეზობს, თუმცა დადგება დრო როდესაც დასვენება მოუწევს. იმისათვის, რომ გახდე ერთ-ერთი საუკეთესო და მას ნამდვილად გააჩნია ამის მახასიათებლები, აუცილებელია პროგრესის გაგრძელება. პაულო მიზანდასახულია ბიჭია, რაც განვითარებას ხელს უწყობს. მსგავსი კუთხით შევაფასებდი მორატასაც.. ესპანელში თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრ ფორვარდს ვხედავ, მაგრამ პროგრესი უნდა განაგრძოს”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
8 years ago

1-1 მგონია :chuvak:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x