ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”ტორინოსთან მატჩი გარდამტეხი გახდა”

ლეონარდო ბონუჩიმ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მისი გუნდის გარდამტეხ მომენტზე ისაუბრა.. ტურინელთა უკანახაზელის მოსაზრებით გადამწყვეტი იყო ტორინოსთან ბოლო წამზე მოპოვებული გამაჯვება:“რამდენიმე უსახური მატჩის შემდეგ ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.. ჩვენ იუვენტუსის ფეხბურთელებს არ გვქონდა უფლება მსგავს სტილში გვეასპარეზა. ტორინოსთან ბოლო წამზე მიღწეული წარმატება, გამარჯვების დაუოკებელმა წყურვილმა გამოიწვია.. ახალგაზრდებმა გაათვითცნობიერეს, რომ არ გვქონდა მარცხის დრო. დერბიმ განსხვავებული მუხტი შეგვმატა და გვაგრძნობა თითოეულს, რომ შეგვწევს დაბრუნების ძალა.. ეხლა უკვე მთავარია აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ”..

“დაცვის საიმედო ასპარეზობა? შექებას, როგორც ფეხბურთელები ასევე მწვრთნელიც იმსახურებს. შევქმენით სისტემა, რომელიც საათივით მუშაობს.. მთავარია თითოეულმა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და რწმენა.. ასეთ შემთხვევაში კი დიდი მიზნების მიღწევა უფრო სასიამოვნო და ადვილი გახდება. ნამდვილად კარგად გამოვიყურებით, მაგრამ ღრუბლებში ფრენა დაუშვებელია.. თითოეულ მატჩს როგორც ფინალს ისე უნდა მივუდგეთ.

ნაპოლი? არ არის ადვილი ყოველ მესამე დღეს მოედანზე გასვლა და მსგავს სიჩქარეზე 90 წუთის ჩვენება. მსგავსი რამ უნდა გადაგვხდენია თავს. ინტერი? მათი სიმტკიცე მაოცებს.. ნამდვილად არ არის იოლი რამდენიმე მატჩის 1-0-ზე დასრულება. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ დიდ მარათონზე საკუთარი სიტყვის თქმა”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x