ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეალის გულშემატკივრებს 1/8 ფინალში “იუვენტუსთან” სურთ დაპირისპირება

მართალია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სტადიის წილისყრა მხოლოდ ორშაბათს გაიმართება, თუმცა გულშემატკივრები უკვე ფიქრობენ სავარაუდო მეტოქეზე. ამ მხრივ საინტერესო სიახლე ვრცელდება მადრიდიდან…. გამომცემლობა Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, დადგინდა რომ ესპანური კლუბის ინჩასებს არც მეტი არც ნაკლები, მეტოქედ ტურინის “იუვენტუსი” სურთ.. მათი გაგება პრინციპში არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან შარშანდელი ფიასკოს შემდეგ რეაბილიტირების სურვილი აქვთ. გამოკითხვაში პროცენტულად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა – 1. იუვენტუსი (40%), 2. გენტი (28.2 %), 3. პსვ (7.5 %), 4. დინამო კიევი (4.2 %), 5. რომა (4 %)

წყარო: TuttoSport

19 thoughts on “რეალის გულშემატკივრებს 1/8 ფინალში “იუვენტუსთან” სურთ დაპირისპირება

  1. მაგრად გამეცინა :))) არ გვეაშვებიან ხომ? მაგათ ხომ არ ავიწყდებათ ვინაა მათი თავკაცი? :))) მოვიდნენ, დავხვდებით. ისე, ვფიქრობ, ზენიტი იქნება შემდეგი :)

  2. კარგია რომ მორატამ გაახანგრძლივა კონტრაქტი,ესე იგი იუვეში დარჩენა გადაწყვიტა… ეტყობა მაგიტომაც დააფრთხო რეალის სკაუტები სევილიაში)) სამაგიეროდ გადამწყვეტი გოლები ეხერხება ალვაროს,განსაკუთრებით ერთ გუნდთან)) :juvee: :juvee:

  3. ჰოდა ეგ იუვენტუსი იქნება, რომ ,,მიჯირყვნის” კიდევ რეალს..ისე მე ვიცი ერთერთ ქართველ ფანს ბარსელონას მხოლოდ, არ უნდა იუვე..ასე თქვა აუ ოღონდ ეგენი არაო…

  4. რეალის ფან-კლუბის საიტზე დევს სტატია რო იუვე რეალს პოგბას სთავაზობსო და კომენტარებში უმეტესობამ გადაწყვიტა რო რეალს არ უნდა პოგბა,კოვაჩიჩი და ეგენი გვყავს და ჯობია მაგ ზანგსო ჩვენი ნახევარმცველებიო :lool:

  5. ბავარია ჯობია,ყელტიტველა ვიდალს და კომანს მინდა ტურინში მაგრად აგინონ და უსტვინონ თან ისე რო ტურინში გაირკვეს გამსვლელის ვინაობა და რათქმაუნდა იუვე გავიდეს

  6. ისე მართლა რო დავეჯახოთ და ტრადიციულად რო გავუფამფალოთ, ფსიქოლოგიურად მაგარ ხოდზე მოვა გუნდი)) მარა რეალურად ზედინიტი გაასწორებს))) მთავარია ბარსას და ბაიერნს ავცდეთ, თორე დანარცენებთან ყველასთან მინიმუმ თანაბარი შანსი გვექნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »