ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანავარო:”პოგბა? ერთი კარგად ჩატარებული სეზონი არაფერს ნიშნავს”

ფაბიო კანავაროს მოსაზრებით პოლ პოგბასთვის მიმდინარე სეზონი არ იქნება იოლი:“ჯერჯერობით ფრანგი ვერ აჩვენებს შესაფერისი დონის თამაშს. ეს სავარაუდოდ იმის ბრალიც არის, რომ ზაფხულში ტურინი ერთბაშად რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.. პოგბასთვის კი განსაკუთრებით მტკივნეული ვიდალის და პირლოს არ ყოფნაა.. საერთოდაც, ვარსკვლავია ის ვინც 10-15 წლის მანძილზე ერთ დონეზე თამაშობს.. ერთი ხეირიანი წელიწადი არაფერს ნიშნავს. შეხედეთ თუნდაც ინიესტას, რომელმაც 10 წელი მაღალ დონეზე იასპარეზა.. აი ეს არის ფენომენალური! ოქროს ბურთი? დიახ, მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე, მაგრამ ნამდვილად გამიკვირდა მათი მხრიდან ეს ნაბიჯი.. ტრადიციულად უმაღლეს ჯილდოს თავდამსხმელს აძლევენ.. პირველად ტელეფონზე, რომ ვუპასხე არც კი დავიჯერე, რომ France Football-დან იყვნენ. სხვათაშორის იტალიში ისეთ დიდებულ ფიგურებს, როგორებიც არიან ბუფონი, ბარეზი და მალდინი არ მოუგიათ ოქროს ბურთი.. საერთოდაც, ძნელია დღევანდელ პირობებში, როდესაც მესი და რონალდო სეზონში 50-60 გოლს გაიტანენ რამეზე იფიქრო.. თუ ასე გააგრძელეს, გამოდის რომ ოქროს ბურთს კარიერის დასრულებამდე ისინი მოიპოვებენ”.

წყარო: Football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

კანავარომ იუვე რა ნამუსით უნდა ახსენოს :mad:

lexo doreuli
8 years ago

ერთი ნუ გაუხურეს ამათმა პოგბას რა, ძაანაც კარგად თამაშობს :forza:

LB19
8 years ago

Tviton gegoneba dzalian didxans tamashobda ert doneze :lool: xo tan pogba 3 welia ukve sakmaod magal doneze tamashobs :roll:

jjj jjj
8 years ago

წავიდეს ამის მოღალატე დედა ვატირე რა! ვაშე ვინაა იუვესთვის ამდენს რო ტლიკინებს :mad: გამომივიდა აქ იუვეს გულშემატკივარი

gocha gabunia
8 years ago

martals bazrobs iniestastvis heidzleboda micema

Di Francesco # 1
8 years ago

ხალხი რო არ ჩანს :chuvak:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x