ბორხა ვალერო:”ტურინში, გამარჯვებისთვის”
ფიორეს შუახაზელი ბორხა ვალერო ბედნიერია საკუთარი გუნდის წარმატებით, რომელმაც შინაურ არენაზე ბელენენსეში დაამარცხა 1-0.. შედეგად იებმა მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს:“დღეს, მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ ფასად.. ამიტომაც ჩვენი თამაშის ხარისხი არ არის მთავარი განსახილველი საკითხი. უკვე ამ წამიდან კი ტურინელებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ვიწყებთ ფიქრს.. გულშემატკივრები იუვენტუსთან მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელიან. ნამდვილად არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ მიმდინარე ეტაპზე იგი წლის მატჩია. ბუნებრივია გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ.. გვსურს როგორც გულშემატკივარი ასევე საკუთარი თავიც გავახაროთ და შევინარჩუნოთ სატურნირო ცხრილში მაღალი საფეხური. ნამდვილად არ გვეშინია ტურინის და კონკრეტულად იუვე არენის.. იქ მივდივართ საკუთარი თამაშის სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე არც მეტი არც ნაკლები ძლიერი და მრისხანე იუვენტუსია”.
წყარო: football-italia
ბორხა ვალერო არ ვინი-პუხი,გამარჯვებისთვის..