ლავეცის აგენტი:”ჩემი კლიენტი მიმდინარე სეზონს “პსჟ”-ში დაასრულებს”
ეიზიკელ ლავეცის გარშემო არ ცხრება აჟიოტაჟი. ამ ეტაპზე პრესის წინაშე ისევ მისი აგენტი ალეხანდრო მაცონი წარსდგა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა უშუალო კონტაქტი ბიანკონერის წარმომადგენლებთან:“იუვე და ინტერი? დიახ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მათთან მჭიდრო კონტაქტს. ხელმძღვანელები ჩემგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ. ვფიქრობ, ლავეცი მიმდინარე სეზონს პსჟ-ში დაასრულებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება რომელიმე გუნდს. პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ნაკლებად მგონია, მაგრამ საფეხბურთო სამყარო იმდენად წარმოუდგენელია წინასწარ რაიმეს გადაჭრით მტკიცება სისულელეა. ფაქტია, პროფესიონალური ეთიკიდან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ ხელშეკრულების დასრულებას და უკვე ამის შემდეგ შევხედავთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები”.
წყარო: football-italia
ლავესის სავარაუდო მოსვლა იმ ქმედებას ჰგავს,როცა უბრალოდ სხვა გზა აღარ გაქვს ვინმეს შეძენისა..
Gaa.vit orivem
არ ღირს ამაში ფულის გადახდა! თვითონ არ იცის რა უნდა და იყის იქ სადაც არის ტბილად მოკალათებული
თუ მაინც ამ ზამტარს ვინმეს მოყვანა უნდათ და პრიორიტეტი შემტევს ენიჭება დიდი სიამოვნებით ვიხილავდი საპონარას ან ბერარდის, კარგი იქნებოდა ორივე მარა ბერარდი მეეჭვება და გზას გავუყენები ჰერნანეშს და კუადრადოს თუ ის ორივე მოვიდა გუნდში 
აუ რა გაახურეს რა დაგვეხიეთ ზებრაზე შენც და ლავეციც
შენც და შენმა კლიენტმაც გაკუკეთ აქედან
aba mere ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ