ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელებს ბარძალის და ევრას შენარჩუნება სურთ

ტურინული პრესის ინფორმაციით ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ იუვეს ხელმძღვანელობა ერთბაშად სამ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. იგი მიძღნილი იქნება საკუთარ მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელების მომავალს. საუბარი ეხებათ ბარძალის, ევრას და კასერესს.. პირველი ორის შემთხვევაში კლუბის პოზიცია ურყევია.. მაროტას მათთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ანდრეას მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლის ივნისს ეწურება და უკვე ამ ეტაპზე აქვს რამდენიმე წინადადება მიღებული. თუმცა, თუ იგი დათანხმდება ანაზღაურების მცირედით შემცირებას, რომელიც დღეისათვის 2.5 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ კლუბი გაუხანგძლივებს კონტრაქტს. რაც შეეხება ევრას, მას უკვე შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, მაგრამ ფრანგს არა აქვს გადაწყვეტილი დარჩება თუ არა გუნდში. პატრის შტატებში ეპატიჟებიან და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. მარტინ კასერესის გუნდიდან წასვლა კი ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია. მაროტა მის გასხვისებას იანვარშივე ეცდება, რადგან გარკვეული თანხა მაინც გამოიმუშავოს და უფასოდ არ შეელიოს სამხრეთ ამერიკელ უკანახაზელს.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x