ტურინელები ვიდმერის კანდიდატურას დაუბრუნდნენ
Tuttojuve-ს ინფორმაციით ბიანკონერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სტეფან ლიხტშტაინერის კვალიფიციური შემცვლელის ძიებას იწყებს. ამ ეტაპზე შვეიცარიელი ფაქტიურად უკონკურენტოა საკუთარ პოზიციაზე და თუ გავითვალისწინებთ ბიანკონერის ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე ასპარეზობს, მაშინ ნათელი ხდება მაროტას გადაწყვეტილების მიზეზი. იტალიური პრესის ფურცლებზე კვლავ გამოჩნდა სილვან ვიდმერის ფიგურა, რომელიც სხვათაშორის ლიხტშტაინერის თანამემულე და თანაგუნდელია შვეიცარიის ნაკრებში. თუმცა, ტურინელებს ამ მხრივ სერიოზული კონკრენციის გაწევა მოუწევთ ნაპოლისთან და ფიორენტინასთან.
წყარო: tuttojuve