მაროტა:”დიბალა? იგი არ იყიდება”
ჯუზეპე მაროტას განცხადებით კლუბი არ აპირებს პაულო დიბალას გასხვისებას არც მიმდინარე სეზონის მიწურულს და არც მომავალში (ინტერვიუ ჩაწერილია ფლორენციელებთან მატჩამდე):“მორატასთან ახალი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმეთ, რომ თავდამსხმელი ტურინში შევინარჩუნოთ. იმ შემთხვევაში თუ თავიდან ავიცილებთ კონტრაქტის პუნქტს, რომლის თანახმადაც რეალს მისი გამოსყიდვა შეუძლია, მაშინ ალვარო ჩვენთან დარჩება. ნაპოლი და რომა? ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს მივუახლოვდეთ ლიდერებს”..
“დიბალა? დარწმუნებული ვარ მას ყველაფერი ჯერ არ უჩვენებია. კვირიდან კვირამდე გვაოცებს საკუთარი შრომისუნარიანობით. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კლუბი არაფრის დიდებით არ აპირებს მასთან განშორებას. დიბალა არის შეძენილი იმ მიზნით, რომ იუვემ შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის.. არც მიმდინარე სეზონის ბოლოს და არც მომავალში არ ვაპირებთ მასთან განშორებას.
ვისთან არ ვისურვებდი ლიგაზე შეხვედრას? რამდენიმე ასეთი კლუბი მართლაც არსებობს.. ესპანური გრანდები და ბაიერნი.. ფაქტია, ჯერჯერობით ეს სამი გუნდი ოდნავ მაღალ საფეხურზე იმყოფებიან. ჩემპიონთა ლიგა საერთოდ ისეთი სახის ტურნირია, სადაც წილისყრას გაცილებით მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ვიდრე ჩემპიონატში.
აპირებს თუ არა რეალი მორატას გამოსყიდვას? ისინი დიდი ყურადღებით აკვირდებიან მას.. ბუნებრივია ვგრძნობდით რაოდენ დიდ რისკზე მივდიოდით, მაგრამ მადრიდელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჯერჯერობით მათ რაიმე სახის წინაღობა არ შეუქმნიათ. გვაქვს საშუალება, როდესაც დადგება შესაფერისი დრო გამჭირვალე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. საერთოდაც, ფეხბურთელის სურვილი მუდამ არის და იქნება გადამწყვეტი ნებისმიერი ხელშეკრულების დროს.”
წყარო: TuttoJuve
vaxtang
ბარსას პსჯ უფრო გააგდებს, მე მაინც არ მჯერა რო ბარსა მერვედფინალიდან გავარდება ამიტო არ მინდა რო შეგვხვდეს ამ ეტაპზე.
იუვე – ბავარია იქნება ლოგიკური
კაი მაგრე იყოს))) აბა მაიტა ბავარია))
ჩვენი მთავარი კონკურენტები ევროპაში მაინც გერმანელები არიან + რეალი
vaxtang ყველაზე ცუდი ისაა ალეგრიმ რო სახელის გამო ხედირა დაა ყენა და არა სტურარო, თუ გჯერა ხედირასი და გინდა ფორმაში შეიყვანო მაშინ დატოვე ბოლომდე მოედანზე და დაანახე რო ენდობი, თუ არ გჯერა და თუ გამოსაცდელათ უშვებ მოედანზე მაშინ შენ ვერ ხარ იმ დონის შემფასებელი რო ტრავმიან კაცს შეატყო რისი თავი ექნება მოედანზე, გუშინ ხედირა რო ვერ ითამაშებდა კარგად მემგონი ყველამ ვიცოდით ალგერის გარდა, მიტუმეტეს სტურარო მაგარ ფორმაში იყო და ხელი უნდა შეეწყო ახალგაზრდა იტალიელისთვის და არა ბებერი გერმანელისთვის. კი ხედირა მეც მომწონს მარა უფრო მომწონს როცა ტრეინერი სამართლიანად იქცევა როსი რო სკამზე ზის და კალინიჩის იმედზეა ფიორე მაგიც მაგარი უაზრობაა,… Read more »
ფიორენტინა მართლაც მაგარი გუნდი ყოფილა,ბრავო სოუზა! თუმცა ბრავო ალეგრისაც,მაინც აჯობა კოლეგას))
დღეს 3 საათზეა ხომ წილისყრა?
ki
ბარსა ხომ არ ჯობია ვითომ? თუ გაგვიმართლა და გავცდით,რა იცი რა ხდება მაგ დროს შეიძლება არ იყოს იდეალურ ფორმაში,მერე ხომ ვერავინ წაგვართმევს თასს)))
bavaრია ჯობია თან გერმანიის ცემპიონატი გვიან იწყება და ნაკლებად იქნებიან ფორმაში
ეგ კი,მაგრამ ბარსას რაც უფრო შორს შეხვდები მით ძნელი იქნება მათი დამარცხება,ფინალში კი ბარსას მომგები ხომ საერთოდ არავინაა.
vaxtang
მარკიზიოს სტატისტიკა ვნახე 100%იანი სიზუსტით გაუკეთებია პასები, არ იყო ერთერთი საუკეთესო?
ზოგადად ყველამ კარგად ითამაშა,დაცვამ განსაკუთრებით-ერთი მომენტი არ ჰქონია ფიოს,მიუხედავად ბურთის ფლობის აშკარა უპირატესობისა.მარკიზიო მართლაც გამორჩეული იყო,თითქოს არ ჩანდა,მაგრამ დიდი შავი სამუშაო გააკეთა. თუმცა ვინც ვახსენე შედეგი გააკეთეს.
ხო მარა შემტევები რო შედეგს დებენ მაგაში დიდი წვლილაი საყრდენების, ბევრი ფეხბურთელისგან მომისმენია რო დღევანდელ ფეხბურთში საყრდენ ნახევარმცველებს ყველაზე დიდი როლი აქვთ მოედანზე, მეც ასე ვფიქრობ. ამათი კარგი თამაშია პირველრიგში შემტევების კარგი თამაშის წინაპირობა
გეთანხმები,საყრდენებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.ისე ხედირა არ მომეწონა წუხელ,არ არის ჯერ ფორმაში,სტურარო კი მაგრად შემოვიდა კარგია რომ აკრიფა ფორმა,არადა რა ცუდად დაიწყო სეზონი)) საერთოდ კი გუშინ სათამაშო უპირატესობა არ გვქონია,ალბათ ალეგრის ჩანაფიქრი იყო ასეთი რომ ფიოს სახიფათო შეტევები ჩაეხშო,შედეგი კი თავდამსხმელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოიტანა.
ამ კაცს ბევრი აგინებს მის საქმეს თავს ვერ ართმევსო,მაგრამ აშკარად მაგარი მენეჯერია ჩემის აზრით,ხუთიანზე აკეთებს მის საქმეს,პატარა ბიუჯეტით უკვე გუნდმა ბევრს მიაღწია.ბავარია,რეალი,ბარსა ამხელა ფულებს იხდიან ფეღბურთელებში და თავისთავად აქვთ შედეგი და იუვე კი პირიქით დიდ თანხებს არ ხარჯავს ტრანსფერებში და უკვე თითქმის მაგათ დონეს მიუახლოვდა სწორი და გააზრებული საკადრო პოლიტიკით
წუხელ საუკეთესოები იყვნენ დიბალა,მანჯუ,კუადრადო,სანდრო… საღოლ მაროტა))
წუხელ საუკეთესოები იყვნენ დიბალა,მანჯუ,კუადრადო,სანდრო… საღოლ მაროტა))