ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”აღებული ტემპი უნდა შევინარჩუნოთ”

პაულო დიბალა განაგრძობს გოლების გატანას.. გუშინ, მან მორიგი ეფექტური ბურთი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ბუნებრივია ეს ეპიზოდი არ დარჩენილა ჟურნალისტების ყურადღების მიღმა:“ვხედავდი თუ რაოდენ დიდი სისწრაფით მიახლოვდებოდა მცველი და ამიტომაც გადავწყვიტე ცრუ-მანევრის გაკეთება.. საბედნიეროდ ბურთი სხვა მხარეს წავიდა და იგი სხვა მხარეს.. ბუნებრივია გოლს ფეხბურთელისთვის გამორჩეული სიამოვნების მინიჭება შეუძლია, თუმცა როდესაც ასეთ რანგში იჩენ თავს, მაშინ ემოცია მეტად მატულობს. აუცილებელია ტემპი შევინარჩუნოთ, რადგან წინ უამრავი მძიმე ბრძოლა გველის. სხვათაშორის, როდესაც ცხრილის ქვედა ნაწილში ვიმყოფებოდით, მწვრთნელმა გვითხრა, რომ ლიდერებს არცთუ დიდი სხვაობით ჩამოვრჩებოდით.. იგი მართალი აღმოჩნდა. შობამდე ერთი მატჩი დაგვრჩა გასამართი და საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაციის მოხდენა. ფიორენტინა არის ძლიერი გუნდი, რომელიც წლევანდელ სეზონში ბრწყნვალე ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ჩვენმა შუედრეკელმა ხასიათმა სასურველ მიზანთან მეტად დაგვაახლოვა”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zuriko vacheishvili
8 years ago

seviliastan ar unda wagvego mogviwevs dges nerviulobaa

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x