ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებელია მცირეოდენი იღბალი”

ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ მცირე კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ის წილისყრის შედეგზე:“ნიონში ამ ეტაპზე იმყოფება პაველ ნედვედი და უმჯობესი იქნება თუ მსგავსი კითხვებით მას მიმართავთ. ბაიერნი.. ბაიერნია.. ჩემპიონატში წარმატებისთვის აუცილებელია ხარისხი.. და სტაბილურობა, ხოლო ევროპაში მთავარი არის იღბალი. თუმცა, ეხლა უკვე არაფერი გაეწყობა. ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი ფერების დასაცავად გადიან მოედანზე, ასახავენ კლუბის იერარქიას. სეზონის წინ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე.. საერთოდაც, როდესაც დირექტორის პოზიცია გიკავია ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზო და საჭირო დროს ხისტი გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. გადავწყვიტეთ ახალი ციკლი დაგვეწყო, რამაც 24-დან 10 ფეხბურთელის გაშვება გამოიწვია.. ეს ნამდვილად არ არის იოლი. ხოლო მათ ვინც ახალი მოსული იყო, მაგალითად პაულო დიბალა – არ იცოდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იუვენტუსში.. თუმცა, თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმუმს იღებს, რათა ყველა ის ბარიერი, რომელიც წინ ხვდებათ ადვილად იქნას გადალახული”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
8 years ago

რაც მოგივა დავითაო ჰქვია ამას, გლადბახს რო ვერ მოუგებ ვერცერთ თამაშს და მერე სევილიასთან წააგებ პირველი ადგილისთვის თამაშს, ბავარიასთან თამაშის კი არა უარესის ღირსი ხარ, შეხვდა სიტი დინამო კიევს და გაისეირნებს 1/4 ფინალში ისე გავა, ჩვენ ვეჭიდავოთ ბავარიას )) ბოლომდე ბრძოლას და თავდადებას ველი ჩვენი ბიჭებისგან, იმედია საკუთარ სიტყვას იტყვიან ევროპაში, წარმატებები

juve-10
8 years ago

აუუ ტიპმა ისეთი კომენტარი გააკეთა იმენა ჩასვრილი აქვს ტო)) ამის მენეჯერობაზე ხო აღარაფერს ვამბობ… რა გახდა 1-2 ნორმალური ტრანსფერი რაა. თუ მოვესწრებით ნეტა იმ დროს რო ისევ იუვე იქნება ფავორიტი და არა სხვა

lasha naxucrishvili
8 years ago

სერია აში მაგრად უნდა ავიაბგონოთ ყველა თორე ზამენა ხალხს შანსი არ მიეცემათ არასდროს.კიდევ კაი იტალიის თასი არსებობს რა.ტორინოსთან ისევ მაგარი ბათქი გვექნება ნახავთ.

lasha naxucrishvili
8 years ago

ხო ეს პრობლემა მართლაც მოსახსნელია სუსტ გუნდებთან ძაან არასერიოზულად თამაშობენ მხოლოდ სუსტებთან! გინდ ლიგაზე გინდ სერია ა-ში, ან გოლი პირველებმა უნდა ყლაპონ რო გამოფხიზლდნენ.

delpieronedved
8 years ago

ტევესი დიბალა მორატა რო გვყავდეს მეტი შანსი გვექნება ბაიერნთან. კუადრადო უნდა ათამაშოს ბაიერნთან

delpieronedved
8 years ago

მაროტა ამ შემთხვევაში რა შუაშია ხო არ იტყვის ალეგრიზე იდიოტია და მეორეზე მაგის გამო გავედითო. რა დღეშიც არიან ალეგრის და ფეხბურთელების უმეტესობის არაპროფესიონალიზმის ბრალია. დიახაც ბაიერნი უპირობო ფავორიტია და მანამდე იქნება სანამ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან და ყველა თამაშს სერიოზულად არ მოეკიდებიან :blin: :blin:

zuriko vacheishvili
8 years ago

berardi unda davimatot ianvarshi gavzlierdet unda tore baierni dzan zlieria wels.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x