ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბეკენბაუერი:”იუვე, ტოპ კლუბია”

ფრანც ბეკენბაუერის განცხადებით:“იუვენტუსი ტოპ კლუბია! ჩვენ ორი უაღრესად საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდებით. ბუნებრივია, პირველი მატჩის სტუმრად გამართვა გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს”. მცირე კომენტარი გააკეთა სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმაც:“იუვეს ყველანი კარგად ვიცნობთ.. ეს არის ძლიერი და სახიფათო მეტოქე.. უახლოესი წარსულიდან შემიძლია 2012/13 სეზონი გავიხსენო, როდესაც 1/4 ფინალში შევძელით მათი დამარცხება და საბოლოოდ მოვიპოვეთ კიდევაც ჩემპიონთა ლიგის თასი. მიმდინარე სეზონის სტარტზე მათ გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, თუმცა დღეისათვის ყველანაირი ხარვეზი აღმოფხვრეს. თუ რეალურად გვსურს რვა საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის მოხვედრა, ტურინელებთან დაპირისპირებას საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ”.

წყარო: football-italia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.