ალეგრი:”ჩვენ მეტი შეგვიძლია”
“კმაყოფილი ვარ შეგირდების ასპარეზობით, რომლებმაც ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი რთულ მეტოქესთან. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თანაქალაქელებს გასული ტური გაუცდათ, წესით მეტად დასვენებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რაც დამატებით თავსატეხს შეგვიქმნიდა. გამორჩეულად კარგი იყო ჩვენი შესრულებით ბურთის კონტროლი.. გადაცემებს სწრაფ-სწრაფად ვახდენდით და ვგრძნობდით თამაშის რიტმს.. საჭიროებისამებრ ვუტამებდით, ან პირიქით მშვიდად ვმოქმედებდით. ზუსტად ასე იქცევიან დიდი კლუბები! ვგრძნობ, გაცილებით მეტი შეგვიძლია”– საუბრობს ტორინოსთან მატჩისშემდეგ მასიმილიანო ალეგრი..
“რუგანი? მისთვის ეს არ იყო იოლი გამოცდა.. ტურინული დერბი და თან სათასო დაპირისპირება.. თუმცა, დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა.
3-5-2? დღეისათვის სამწუხაროდ არ გვყავს იდეალურ ფორმაში მყოფი ტრეკუარტისტა. როდესაც გუნდს პერეირა დაუბრუნდა, შემდგომ უკვე მოგვეცემა ალტერნატიული გადაწყვეტილების საშუალება. მიმდინარე მოდულთან კი ბიჭებს ყველაფერი კარგად აქვთ გათავისებული.. მშვენივრად ესმით თუ როგორ უნდა დახურონ სივრცეები. ვფიქრობ, კვირასთან შედარებით როდესაც ფლორენციელებთან გავმართეთ მატჩი, გუნდმა კიდევ უფრო მეტად მოუმატა.
ოსკარი? ბრიტანული გამომცემლობები სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ. ჩემი გუნდი ისედაც ფანტასტიკურად გამოიყურება, ხოლო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხელმძღვანელობა შეაფასებს სიტუაციას და მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას. არ შეიძლება უბრალოდ გახვიდე ბაზარზე და შენაძენი რაოდენობის კუთხით განახორციელო. ყველაფერი კარგად უნდა აწონ დაწონო.. შეაფასო ესა თუ ის მოთამაშე და მისი მახასიათებლები. უმჯობესი იქნება ეხლა თუ კარპისთან მატჩზე მოვახდენთ კონცენტრირებას. ვფიქრობ, მათ არასათანადოთ აფასებენ, რაც დაუშვებელია. კარპის რიგებში ასპარეზობენ მეტად გამოცდილი ფეხბურთელები როგორებიც არიან ბორიელო, გაბრიელ სილვა და ლუკა მარონე. მძიმე მატჩი იქნება დარწმუნებული ვარ და თან გაითვალისწინეთ, რომ შეხვედრა ჩვენთვის უჩვეულო დროს არის დაგეგმილი (დღის მატჩია). საერთოდაც, რომელი შეხვედრაა სერია ა-ში იოლი?..
წყარო: Football Italia
ამ ეტაპზე გუნდ გამთამაშებელი და ფლანგელი ნახევარ მცველები ჭირდება
მაგალითად ისკო, ვიტსელი, ალექს ტეიშერა, ოსკარი, ერიკსენი
ამათგან რომელიმე რომ ვიყიდოთ ძაან წაგვადგება + ფლორენცი ან ძაპაკოსტა ასევე ერთი კარგი ცენტრალური ნახევარ მცველი ასე მაგალითად გიუნდოგანი
გუნდიდან უნდა გაუშვან
ჰერნანეში, პადოინი, ლემინა, კასერესი, ევრა
ანუ ეს შემადგენლობა მინდა რომ გვყავდეს
მეკარეები: ბუფონი, ნეტო, აუდერო
მცველები: ბარძალი, კიელინი, ბონუჩი, ალექს სანდრო, რუგანი, ლიხშტაინერი, ასამოა, ფლორენცი, ძაპაკოსტა
ნახევარ მცველები: მარკიზიო, პოგბა, სტურარო, კვადრადო, პერეირა, ხედირა, ისკო, ბერარდი, მაქს მაიერი
თავდამსხმელები: დიბალა, მორატა, ძაძა, მანძუკიჩი.