ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა:”აუცილებლად უნდა განვაგრძოთ წარმატებული სვლა”

სიმონე ძაძას თქმით მას აქამდე ტორინოს კარში გოლი არ გაუტანია:“მოხარული ვარ, რადგან თითოეულმა ჩვენთაგანმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. ჩვენთვის დღევანდელ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.. გვსურს წარმატებული სერია რაც შეიძლება დიდხანს და პროდუქტიულად გავაგრძელოთ. თან ყველაფერთან ერთად ეს დერბია.. იტალიის თასია თუ რაიმე სხვა რანგის მატჩი, დერბი ყოველთვის დერბია!”..

“გოლი? ალვარომ ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა და არ მიფიქრია ბევრი იმაზე დამერტყა თუ არა პირველი შეხებით.. მიყვარს როდესაც ყველაფერს ჩემში ვინახავ.. შემდგომ უკვე ველოდები წამს, თუ როდის დასრულდება შეხვედრა.. და ზუსტად მაშინ ვიწყებ მომხდარის განალიზებას.

ბუნებრვია ჩემიც და თანაგუნდელების სურვილი, გამარჯვებების სერიის გაგრძელებაა. სწორედ ასე შევძლებთ ლიდერებთან სხვაობის შემცირებას. თუმცა, კარპის პატივისცემით უნდა მოვეპყრათ და შეხვედრას შესაბამისი კონცენტრაციით მივუდგეთ”.

წყარო: Football Italia

5 thoughts on “ძაძა:”აუცილებლად უნდა განვაგრძოთ წარმატებული სვლა”

  1. ჯერ ვერ ვიტყვი ძაძა მომწონს თქო მარა ერთი არ მესმის მანძუკიჩი რითი ჯობია ამას :blin: 2 კომპონენტშია განსაკუთრებით კარგი მარიო ესენია დარტყმა და პოზიციის სწორად შერჩევა მე რაც ვნახე შარშან და წელს სიმონე არ ჩამოუვარდება მაგ 2 რამეში :chuvak: ანუ იმის თქმა მინდა რომ მსგავსი სტილის ფეხბურთელები არიან და საერთოდ არ გვინდოდა მანძუ რადგან ძაძა მასზე უკეთესი თუ არა არანაკლებია და შედარებით ახალგაზრდაცაა :chuvak: შემტევების სიმრავლის გამო მორატა დაიჩაგრა და მაგრად ტეხავს ყველაზე კლასნია იუვეს შეტევაში ჩემი სუბიექტური აზრით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.