ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანი:”იუვე, შენ საოცარი ხარ”

გთავაზობთ დანიელე რუგანის ინტერვიუს, რომელიც მან იტალიელ ჟურნალისტს ენრიკო ძამბინოს მისცა:

რა იყო რამაც იუვეში გადმოსვლისას თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა?

“ჩვენი გამარჯვებული მენტალიტეტის შესახებ ბევრი იწერება.. თავადაც არაერთხელ მომისმენია, მაგრამ როდესაც საკუთარი თვალით ვიხილე მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა. საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და ორგანიზაცია უმაღლეს დონეზეა.. ეს არის დაუვიწყარი ემოცია, რომელიც გიჩნდება და აგრძელებს განვითარებას.

ახალ წელს ფანტასტიკური გრძნობით ხვდებით.. იტალიის ჩემპიონატში მოწინავე პოზიციაზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე და იტალიის თასის 1/4-ში..

“სეზონი უცნაურად დაიწყო.. თუმცა, გუნდმა საჭირო დროს მოახდინა რეაგირება და დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მიუხედავად ამისა, რეალურად ჩვენ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია და საჭირო იმავე სულისკვეთებით თამაში. უნდა იგრძნობოდეს, რომ მოწყურებულნი ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ. კარპისთან მატჩი კიდევ ერთი ფინალია, რომელიც 2015 წელს დაასრულებს.. გამარჯვება იქნება მორიგი შეტყობინება ჩვენი კონკურენტებისთვის”.

“საერთოდაც.. კვირას მძიმე მატჩს ველი. მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს, ხოლო იტალიაში აუტსაიდერის და ლიდერის ბრძოლა ყოველთვის დიდ ვნებათაღელვასთან არის დაკავშირებული. 100%-ით უნდა დაიხარჯოს თითოეული ჩვენთაგანი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს გადავაწყდებით. კარპისთვის თითოეული ქულა ოქროდ ფასობს და შედეგად გახსნილი თამაში ნაკლებად არის მოსალოდნელი. მათგანი დაცვით ფეხბურთს ველი, ხოლო ჩვენი ფორვარდებისგან მცირეოდენი მომენტის ნაყოფიერად გამოყენებას”.

ბაიერნი?

“რთულია.. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვხვდებით. მეორეს მხრივ ნაკლებად ვფიქრობ, რომ მათაც გაუხარდათ ჩვენთან შეხვედრა.. დაველოდოთ, წინ ერთი თვე გვაქვს და საბოლოო ჯამში ყველაფერს მაინც კონკრეტული გუნდის ფორმა გადაწყვეტს. ჩვენის მხრივ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ აღებულ ტემპს სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ”.

მიმდინარე სეზონის ოცნება?

“რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო. ახალწვეულისთვის იუვეში გადმოსვლა დიდ მუშაობასთან ასოცირდება. დღითი-დღე უნდა დაუმტკიცო მწვრთნელს, რომ მას შეუძლია შენზე დაყრდნობა”.

და ბოლო კითხვა.. წინ საფრანგეთში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი გველის..

“ეს კი ნამდვილად არის ჩემი სანუკვარი მიზანი და ოცნება. მესმის, რომ იოლი არ იქნება. ამისთვის საჭიროა ჯერ კლუბში იასპარეზო შესაფერის დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში იუვენტუსსზე ვარ კონცენტრირებული. ახალგაზრდა ვარ და ჯერჯერობით მთელი წლები წინ მაქვს. ვიმედოვნებ, მომავალში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ასეთ ასაკში მყოფმა ფეხბურთელმა, ეტაპობრივად უნდა დაისახოს მიზანი და მისთვის ნაბიჯ ნაბიჯ იმოძრაოს.. სწორედ ესაა წარმატების მთავარი საიდუმლო”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
8 years ago

Chkviani bichia dzaan shromismoyvare da gawonasworebuli :forza: yvelaperi aqvs imistvis rom chveni udidesi legenda gaxdes :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x