ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩელსი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია..

ლონდონიდან მოურინიოს წასვლამ სატრანსფერო ბაზარზე სიახლეების ახალი ტალღა გამოიწვია და იგი კვლავ დაუკავშირდა ტურინს. ამჯერად საუბარი არა პოგბაზე ან რომელიმე სხვა ფეხბურთელზეა, არამედ მასიმილიანო ალეგრიზე. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი თავკაცის პოსტზე აქტიურად განიხილავს ტოსკანელ სპეციალისტს, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ხელმძღვანელობს ბიანკონერის. სხვათაშორის ალტერნატიულ ვარიანტად ანტონიო კონტეც განიხილება. ინგლისური პრესის მტკიცებით აბრამოვიჩი ამ ეტაპზე აიყვანს მწვრთნელს, რომელსაც მიმდინარე სეზონს ჩაამთავრებინებს და უკვე ზაფხულში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ალეგრიზე მეტად კონტეს აქვს შანსი, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდი შანსია ექს იუვეს თავკაცმა დატოვოს ნაკრები და რომელიმე გუნდს ჩაუდგეს სათავეში.

წყარო: football-italia

8 thoughts on “ჩელსი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია..

  1. ნახევარ ბაიერნს ტრავმა აქვს :chuvak: ესე თუ მოვიდნენ უეჭველი მოვუგებთ მარა იუვეს ბედი რო ვიცი თამაშის წინ გამოჯანმრთელდება ყველა :blin:

  2. პადოინი აპირებს მწვრთნელობას,კონტეს ასისტენტად იყო რამდენი ხანი და ალეგრიმაც ბევრი ასწავლა.ასე რომ მშვენიერი კანდიდატურაა,არავინ დაგასწროს რომან! )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.