პსჟ არ გეგმავს რაბიოსთან განშორებას
ცოტახნის წინ პსჟ-ს ნახევარმცველმა რაბიომ გუნდიდან წასვლის შესახებ გამოთქვა სურვილი, რასაც პარიზელთაგან შესაბამისი აჟიოტაჟი მოჰყვა.. თუმცა ფრანგული კლუბის არაბი პრეზიდენტი გამორიცხავს მის ტრანსფერს იანვრის თვეში:“სიმართლე გითხრათ იმედგაცრუებული ვარ.. არ ველოდი მისგან ასეთი სახის განცხადებებს. ეს არის დიდი უპატივცემლობა კლუბის მიმართ. რაბიო უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და ვიმედოვნებ ერთ დღეს პსჟ-ს კაპიტანიც კი გახდება. უბრალოდ, მეტი პატივისცემაა საჭირო. მან ჩემგან უკვე მიიღო შეტყობინება, რომ იანვარში არც არენდით და არც სრული გასხვისებით არ დატოვებს ჩვენს რიგებს“.. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელით რამდენიმე იტალიური კლუბი იყო დაინტერესებული და მათ შორის ჩვენი “იუვენტუსი”-ც..
წყარო: football-italia
ეს არის განსხვავება კაცს წასვლა რომ უნდა გაუშვი ძალად დატოვებული საქმეს გულიანად არ გააკეტებს