ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“ხვალ ჩვენ ერთადერთი მიზანი გვექნება – გამარჯვება! დღევანდელ დღემდე გაწეული სამუშაო არავის დავიწყებია, მაგრამ ასევე საგულისხმოა ის ნეგატიური ეპიზოდები, როდესაც საჭირო ქულებს ვკარგავდით შედარებით სუსტ კლუბებთან. თუმცა, ჩემს ხელთ არსებული პროფესიონალების მწამს და დარწმუნებული ვარ კარპისთან შესაფერისი კონცენტრაციით ვიასპარეზებთ”..

“კრიზისი? სიმართლე გითხრათ ყოველთვის მწამდა ამ გუნდის.. და მომავალშიც ასე იქნება. როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა, დღის წესრიგში შედეგის გაუმჯობესების საკითხი დადგა. დღეისათვის კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით და ამისთვის სრულიად სამწვრთნელო შტაბი ქებას იმსახურებს. არანაირი საიდუმლო, ეს ყოველივე მუხლჩაუხრელი შრომის და ბალანსის დამსახურებაა. საერთოდაც კი, შესაძლოა შეცდომა თავდაპირველად ცუდ შეფასებაში დავუშვით ან შემდგომ ყოველგვარი დეპრესიის ან ეიფორიის გარეშე დავლაგდით.

რომა? იგი არ ჩამოშორებია მარათონს.. დედაქალაქელებმა წარმატებით დაძლიეს ჩემპიონთა ლიგის ეტაპი და კვლავ იბრძვიან სკუდეტოსთვის. იგი ისეთივე ძლიერია, როგორც ნაპოლი, რომელსაც ჩემპიონატში დავუპირისპირდებით. ბუნებრივია იუვეს დაბრუნებამ კონკურენტებში გარკვეული დისკომფორტი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერთან ერთად ბრწყინვალე სეზონს ატარებენ. ნერიაძური ქებას იმსახურებს.. მათ რიგებში ტექნიკური არსენალის და ფიზიკური სიძლიერის შესანიშნავი სინთეზია, ჰყავთ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი და ერთადერთნი არიან რომლებიც ევრო თასებზე არ ასპარეზობენ. ვფიქრობ, სკუდეტოს ბედი ბოლოსწინა ან საერთოდ უკანასკნელ ტურში გადაწყდება. ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვეცადოთ 2016 წელი იმაზე ბევრად უკეთ ჩავატაროთ ვიდრე 2015 წლის ბოლო თვეები.

2015 წელი პოზიტიური და წარმატებული იყო ჩვენთვის. ვფიქრობ, იგი ჩვენს ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი? ეპიზოდი, როდესაც ბერლინში საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი კარლოს ტევესთან მიგორდა.. შესაძლოა იგი გადამწყვეტიც კი გამხდარიყო..”– განაცხადა წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
8 years ago

ეგ მართლა მაგარი მომენტი იყო მეგონა რო გაიტანდა კარლიტოსი :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x