ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის ვრცელ მატჩის შემდგომ ინტერვიუს:

უკანასკნელ წუთებში თქვენ საკუთარ თავს არ ჰაგვდით.. საინტერესოა, როგორ მდგომარეობაშია თქვენი “პალტო”?

“მშვენიერ მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი გასახდელში დარჩა. თავდაპირველად აღვნიშნოთ პოზიტიური ნიშნები.. გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა უკანასკნელი ორი თვის მანძილზე. დღევანდელ მატჩშიც 90 წუთის მანძილზე ნაყოფიერად გამოვიყურებოდით და საუბედუროდ ორ წუთში გამაოგნებელი რამ დაგვემართა. კარგია, რომ მეტოქე ჩვენი უუნარობით ვერ ისარგებლა, არადა რეალურად შეგვეძლო ქარს უმნიშვნელოვანესი ქულები გაგვეტანებინა”.

პირველ 10-15 წუთზე რაღას იტყვით?

“ნუ გავიწყდებათ, რომ საშინელ მოედანზე გვიწევდა თამაში. ბურთი რიგ ეპიზოდებში გაუგებარი მიმართულებით მოძრაობდა. მიუხედავად ამისა ეს არ გვამართლებს.. 2-3 მწვავე კონტრიერიში და ბორიელომ მშვენივრად გამოიყენა ერთ-ერთი. საბედნიეროდ, საჭირო რეაქცია გამოვავლინეთ და შედეგს მივაღწიეთ”.

დაე, დასრულდა 2015 წელი..

“მზიანი ხედია.. ფანტასტიკური სეზონი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ტიტული მოვიპოვეთ და საუბედუროდ უკანასკნელ 10 წუთში დავმარცხდით ბარსელონასთან.. ბუნებრივია მან მძიმე ტკივილი დაგვიტოვა, თუმცა სხვადასხვა ჯილდოების მოპოვებამ, ხოლო შემდეგ უკანასკნელმა ორმა თვემ ისევ დაგვაბრუნა ბრძოლაში. დღევანდელ შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში კონკურენტებს კვლავ მივეცმდით გასწრების საშუალებას. 2016? ვხვდებით დიდი ენთუზიაზმით. წინ იტალიის თასის 1/4 ფინალი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი და სკუდეტოსთვის გრძელი მარათონი გველის.

როდესაც სიტუაცია აირია, იყო თუ არა ოცნება დღევანდელ პოზიციაზე ყოფნა? მაშინ ალბათ ასე ზემოთ ვერც კი წარმოიდგენდით თავს..

“ვფიქრობ აჭარბებთ.. მე არასოდეს დამიკარგავს რწმენა ჩემი ფეხბურთელების მიმართ. თქვენგან განსხვავებით მათ ყოველდღე რეალურ საქმეში ვხედავ და ვიცი რასაც წარმოადგენენ, რა შეუძლიათ და როგორ მიაღწიონ წარმატებას. უბრალოდ არ შეიძლებოდა იქ ყოფნა სადაც ვიყავით.. ზოგჯერ საქმე უცნაურად ვითარდება და ჩვენდა საუბედუროდ ამჯერად ჩვენი ჯერი დადგა.. რთულია მოიყვანო 9 ახალი ფეხბურთელი და უთხრა, რომ მომენტალურად დაიწყონ გადაცემების დარიგება, გოლების გატანა და მეტოქის ჩარაზვა მის საჯარიმოსთან. ნეგატიური პერიოდი წარსულშია და ჩვენ ახალ ეტაპზე ვიმყოფებით. ეხლა უკვე სრულყოფილებისთვის უნდა ვისწრაფვოდეთ.. ტრავმები? ბუნებრივია.. როდესაც შენს განკარგულებაში ხან ხედირა, ხან მარკიზიო და სხვა წამყვანი ფეხბურთელები არ არიან საქმე რთულდება..”

მანჯუკიჩი? ფორვარდი მუდამ მზად უნდა იყო თითოეული ეპიზოდის მაქსიმალურად გამოსაყენებლად. არის მატჩები სადაც შეიძლება სულ ერთხელ შეეხო ბურთს და თამაშის ბედი გადაწყვიტო. ხორვატი ზუსტად ამ ტიპის მოთამაშეა და ჩვენ მისი მუდამ გვწამდა. დღეს, იგი ჩინებულ ფორმაშია, ხოლო მორატას უბრალოდ გოლები აკლია.. საერთოდაც, თავდასხმაში პრობლემა არ არსებობს. ჩემს განკარგულებაში ოთხი მაღალი შემსრულებელია და თუ რომელიმე მათგანი ვერ ირჯება სათანადოთ, მეორე შესაფერის დონეზე ჩაანაცვლებს. ეხლა კი ბედნიერ შობას გისურვებთ და ერთმანეთს 2016 წელს შევხვდებით!”

წყარო: tuttojuve

24 thoughts on “ალეგრის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

  1. კანდრევასი რა გითხრათ მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ მოთამაშეებს იუვეს რიგებში
    ფლორენცი და ვერატი ასევე ძაპაკოსტაც კარგია + ბერარდი
    ამ სატრანსფეროზე ჩემი აზრით ყველაზე მეტად ლიგაზე მაჰრეზი, ბერარდი და საპონარა გამოგვადგება იმედია ამათგან თუნდაც ერთი მოიყვანონ.

  2. აქ ზოგიერთების ვერ გამიგია ალეგრის რო ლანძღავთ კაცმა ლიგის მოგების იმედი ჩაგვისახა ადრე 1/4 ფინალი ოცნებად გვქონდა.

    1. მე ლიჩნად მინდოდა ბავარიას რო შევხვედრილიყავით ერთი ვიდალის სახე დამანახა რო გავაგდებთ ბავარიას მე მაგრად მჯერა და ასეც იქნება ილაპარაკოს მერე უკეთესი გუნდიაო :forza: :forza: :juvee: :juvee:

  3. ყველაფერი ყველაფერი მარა ეს ხედირა ვისთანაა ვაბშე ან რატოა ან ვისკენაა? ) მე მაგის წინ გაკეთებული პასი არმინახია და უკან ბონუჩის მეც დაუგორებ ბურთს

  4. ერთი ფორვარდი კიდეა საჭირო და სავგარაუდოთ დაიმატებენ ვინმეს.
    ამ კაცის ვარგისიანობა კიდე ბაიერნთან გამოჩდება, იტალიაში ვისაც არ უნდა ეთამაშონ ყველას მოუგებენ თუ მოინდომეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.