ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”ტურინელები მთავარი ფავორიტები არიან”

ნეაპოლიტანელთა თავკაცის მაურისიო სარის განცხადებით ტურინელები სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად რჩებიან:”სიმართლე გითხრათ, არც არასოდეს მიფიქრია, რომ ალეგრის გუნდი ვეღარ იბრძოლებდა ტიტულისთვის. მიუხედავად საკმაოდ მწვავე პრობლემებისა, გუნდს აღმოაჩნდა ძალა ყველაფერი თავიდან დაეწყო. დღეს კი, თავადაც ხედავთ, რომ კვლავ ბრძოლაში არიან და მორიგ ტიტულზე აცხადებენ პრეტენზიას. ვფიქრობ, ისინი გამოცდილების და გუნდში არსებული ფეხბურთელების გათვალისწინებით, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. ინტერი? ვფიქრობ, მათი მარცხი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონი ძალზედ დაბალანსებულია. ჩვენ? საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ევროპაში მოგზაურობა გრძელდება, ხოლო კალჩოში რამდენიმე მძიმე მატჩის ფონზე თავი არსად შეგვირცხვენია. წინ კიდევ უამრავი შეხვედრა გველის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
8 years ago

Dzaan kai treneria sari :chuvak:

nino gvimradze
8 years ago

მერიდება იმის დაწერა რასაც ვფიქრობ ნაპოლიზე და მის მეპატრონე დე ლაურენტისზე..არ მიყვარს ეს გუნდი პლატინი/იუვე-მარადონა/ნაპოლის დაპირისპირებიდან ..საშინლად არმიყვარს..
ეს კაცი ბევრს რომ ლაპარაკობს, არის დე ლაურენტისის სარი :-D და იუვე მის გუნდს ტურინში მოუგებს, ძალიან თან…უხს–ი/მერდა არაფერი გუნდი არაა, ეს ფიორეც არაა პრობლემა..მთავარია იუვემ თვისი მოსაგებები მოიგოს..სხვა გამოსავალი არ გვაქვს…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x