ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერონი:”იუვე მუდამ დარჩება ტევესის გულში”

ხუან სებასტიან ვერონმა საკმაოდ დადებითად დაახასიათა პაულო დიბალა, თუმცა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა:“ვფიქრობ, არ ღირს მასსზე დიდი იმედების დამყარება ასეთ ადრეულ პერიოდში. იშვიათად, მისი წლოვანების ფეხბურთელმა უმალვე მოიკიდოს იუვეს ძირითადში ფეხი და ლიდერი გახდეს. საჭიროა სიმშვიდე და ეტაპობრივი განვითარება. დიბალა მარტო უნდა დავტოვოთ და მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ. თუ მესის მიაჩნია, რომ იგი მომავალია, როგორც არგენტინელს ბედნიერების საბაბი ნამდვილად გამაჩნია. საერთოდაც, თუ ყველაფერი წარმატებით განვითარდა, მაშინ ვგონებ მესის ნეიმარის და დიბალას სახით ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტები ეყოლება. ტევესი? პაულოსთან შედარებით ფიზიკურად აღემატება, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა ახალგაზრდას უფრო მეტი აქვს. რაც შეეხება ტევესს.. მას შევხვდი და ჩვენ სხავდასხვა საკითხზე დიდხანს ვისაუბრეთ.. იუვე, მუდამ მის გულში დარჩება, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რაოდენ ბედნიერია იგი შინ დაბრუნებით. კარლიტოსი განვითარების სხვა ეტაპზეა და ამჯერად ნამდვილად გახდა მისაბაძი სპორტსმენი”..

ვერონმა სკუდეტოს შესახებაც ისაუბრა..

“მიმდინარე სეზონში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიზეზი მარტივია, იუვე ისეთივე ხელშეუხელები და დომინანტი აღარ არ არის, როგორც გასულ წლებში.. მანჩინი? იუვეს დაბრუნებით ვერცერთი კონკურენტი ვეღარ იქნება მშვიდად. თუმცა, მაჩიომ დაამტკიცა საკუთარი პროფესიონალიზმი და წელს ნერიაძური მეტად ჰგავს გუნდს. სხვათაშორის მისი ხილვით თავს ახალგაზრდად მივიჩნევ. რობერტი საკუთარი საქმის გარანტი და რწმენაა. მეორეს მხრივ, მშვიდად ვერასოდეს იქნები, რადგან ისეთ ჩემპიონს როგორც მოურინიოა უკვე კარისკენ მიუთითეს”.

იცოდით, რომ არგენტინელის ფავორიტი შუახაზელი პოლ პოგბაა?..

“იშვიათი ნახევარმცველია.. პრაქტიკულად ყველაფერი აქვს, რათა მოედანზე ასევე ყველაფერი გააკეთოს. ფიზიკური კონდიციები, ტექნიკური არსენალი და მოედნის ხედვა. კარგია როგორც ართმევაზე, ასევე გოლების გატანაშიც და თუ ჭკუით განაგრძობს განვითარებას, მაშინ მისი შემჩერებელი არავინ იქნება. კალჩოში, სწორედაც რომ ფრანგია ჩემი ფავორიტი. რატომ? იმიტომ რომ გუნდის სული და გული ნახევარდაცვაა და როდესაც შენს გუნდში ასეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, შედეგის მიღწევა უფრო იოლდება. მისი ჯარიმა ტორინოსთან? პირლოს სახით ფანტასტიკური მასწავლებელი ჰყავდა. თუმცა, ამ მხრივ არც მე ვუჩიოდი დამრიგლებლებს.. მარადონა, მიხაელოვიჩი, მესი..”

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
8 years ago

კიდევ კარგი დიბალა ყურადღებას არ აქცევს პრესას და არც ინტერნეტსივრცე იზიდავს)) მაგარი შრომისმოყვარე და პრინციპული ადამიანია… მისი ყიდვისას მის ისტორიას რომ გავეცანი,რაც მან გამოიარა და იბრძოლა,დავრწმუნდი რომ ის აუცილებლად მიაღწევს დიდ მიზნებს და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენ :juvee:

vakhtang karchava
8 years ago

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გახდება.იმედია იუვეს მაისურით)) :juvee:

Vecchia_Signora
8 years ago

ძაან მაგრად მევასებოდა ეს ფეხბურთელი და სულ მინდოდა, იუვეს მაისურით მეხილა. მაგრამ მაშინ რატომღაც არ წყალობდნენ იუვეში არგენტინელებს :loool:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x