ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში მატრის დაბრუნებას ისევ განიხილავენ..

სიმონე ძაძას პრემიერ ლიგიდან, მსურველები მოუმრავლდნენ და მცირე სათამაშო დროიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული მან მაინც დატოვოს ტურინი. ასეთ შემთხვევაში კი მაროტას და ალეგრის ნომერ პირველი არჩევანი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი ალესანდრო მატრი. იუვეს ექს ფორვარდი რომელიც ჯერ კიდევ დელ ნერის პერიოდიდან ასპარეზობდა შავ-თეთრთა რიგებში, კარგად იცნობს ტურინულ ატმოსფეროსაც და თავად მაქს ალეგრისაც. ეს ყოველივე იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ მოქმედი ჩემპიონები საბოლოოდ გადაწყვეტენ სასუოლოს ექს თავდამსხმელთან განშორებას, რომელიც მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, მაინც ახერხებს თავის გამოჩენას და ჯამში უკვე 5 გოლი დაუგროვდა.

წყარო: tuttomercatoweb

5 thoughts on “ტურინში მატრის დაბრუნებას ისევ განიხილავენ..

  1. აამუშავეს იტალიელმა ჟურნალისტებმა ფანტაზიები. ჩემი რჩევაა, ნუ ხარჯავთ დროს ჭორების თარგმნაზე. :)

  2. ჯერ ერთი ამ ძაძას რატო გადაეკიდნენ და მეორეც, ყოველ წელს თუ უნდა აბრუნონ ეს კაცი დაიტოვონ და არ იქნება პრობლემა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.