ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება (პერეირა, ნეტო, ვრსალკო, კასერესი)

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ჯუზეპე მაროტა მარტინ კასერესის ჩანაცვლებას სიმე ვრსალკოთი გეგმავს. ჟურნალისტების ინფორმაციით ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს შორის შედგა კონსულტაცია ურუგვაელი ფეხბურთელის თაობაზე. მოედანზე დანიელე რუგანის გამოჩენამ, როგორც ჩანს კასერეს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ცენტრალურ ზონაში, რადგან მარჯვენა ფლანგზე ლიხტშტაინერის ალტერნატივად სულ უფრო და უფრო ხშირად კუადრადოს ვხედავთ. შედეგად მისი ადგილი თითოელ პოზიციაზე პრაქტიკულად შევსებულია. რაც შეეხება ვრსალკოს, მისით ტურინელები უკვე დიდი ხანია რაც დაინტერესებულნი არიან და თუ ორ კლუბს შორის შექმნილ ჯანსაღ ურთიერთობას გავითვალისწინებთ ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს პერიოდში შედგეს. კულუარებში არსებული ცნობების თანახმად სასუოლოს ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს საქმის ამგვარ განვითარებას..

ამავე გამომცემლობის ინფორმაციით თითქოს ნეტო და პერეირა უკმაყოფილონი იყვნენ საკუთარი ყოფით არ არის დადასტურებული. ბრაზილიელი მეკარე ფლორენციული “ფიორენტინადან” სეზონის სტარტზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა ტურინში და მოედანზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ მატჩში მიიღო მონაწილეობა. იყო მოსაზრება თითქოს მაროტა მის ჩანაცვლებას ალისონით გეგმავდა, მაგრამ ზემოთხსენებული პრესის მტკიცებით ტურინში საქმის ამგვარ განვითარებას პრაქტიკულად გამორიცხავენ..

რაც შეეხება მეორე ვითომ და “უკმაყოფილოს”, აქ საერთოდ ჭორის გაჩენაც უცნაურია.. რობერტო მეტ ნაკლებად აქტიურად გამოიყენებოდა ალეგრის მიერ, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და დღევანდელ დღემდე ლაზარეთში რჩება. მისი ტურინიდან წასვლა ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მაქსი რობერტოს აქტიურად იყენებს 4-3-1-2 ტაქტიკურ სქემაში ტრეკუარტისტას პოზიციაზე. თუ გავითვლისწინებთ ანდერსონ ჰერნანეშის არადამაკმაყოფილებელ ფორმას, პერეირა ალეგრის ერთადერთ ალტერნატივად რჩება ზემოთხსენებული სქემისთვის..

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x