ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”იუვემ გამარჯვება მასწავლა”

გთავაზობთ პაულო დიბალას ძალზედ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა გამომცელობა La Repubblica-ს მისცა..

პაულო, მართალია რომ გატუზოსთან მუშაობის პერიოდში ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ გიწევდა თამაში?

“მასთან მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშავე.. ჯენარო გამთამაშებლის პოზიციაზე მაყენებდა, ხოლო თავად ნახევარდაცვაში ჩემს შეჩერებას ცდილობდა.. საკმარისი იყო მომეტყუებინა, რომ მომენტალურად მაქცევდა. ზუსტად ასე ვისწავლე თუ როგორ უნდა ამეცილებინა თავიდან ფიზიკური კონტაქტი და კორპუსით დამეცვა ბურთი. შემდგომ კი იაკინი მოვიდა.. მან ჩემში თავდამსხმელი დაინახა.. და ხომ წარმოგიდგენიათ მცველებისგან რა დარტყმები უნდა ამეტანა..”

მორალი: ტალანტს ესაჭიროება ძლიერი კუნთები..

“თუ ვარჯიშზე არ შეეგუე, რეალურად ძალზედ გაგიჭირდებათ.. შეხედეთ კუადრადოს, რომელიც თითქოს ფიზიკურად სუსტია, მაგრამ რაოდენ ძლიერ დარტყმებს უძლებს”..

მესი..

“აუცილებლად შევისწავლი.. საერთოდაც მასთან გაცნობა დარჩა ჩემს ერთ აუხდენელ ოცნებად.. როდესაც ნაკრებში მიხმეს იგი ამ დროს ტრავმირებული იყო. შესაძლოა მასთან ჯერ არ მისაუბრია და მითამაშია, მაგრამ თითოეულ მოძრაობას ვაკვირდები. სამშობლოში ლეო მისაბაძი მაგალითია”.

თუმცა, არცთუ ისე ახალგაზრდა არგენტინელებს მაინც და მაინც არ მოსწონთ იგი.. რატომ?

“იმიტომ, რომ განსხვავებულნი ვართ.. მარადონასგან განსხვავებით მას მსოფლიოს თასი არა აქვს მოპოვებული. სწორედ ამიტომაც არის კრიტიკის ობიექტი. თუმცა, მისი დაკნინება გაუაზრებელი რამ არის”.

ამბობენ, რომ მესის შემდეგ “ხვალ” იქნება დიბალა..

“ხვალ, არის მესი.. აუცილებლად უნდა დატკბეთ მისი, აგუეროს და დი მარიას თამაშით. მათთან ერთად ვარჯიში არის ენით აუღწერელი სიამოვნება”.

გიფიქრია, რომ ერთხელ მასთან ერთად მოგიწევს მოედანზე გამოსვლა?

“ბუნებრივია.. ვფიქრობ, სულ რომ ხუთი მცველის გარშემო იყოს მაინც მას გავუკეთებ გადაცემას”.

შეგეძლება მისი როგორც კოლეგის აღქმა და არა კუმირის?

“არასოდეს”.

არ ჯობდა ბაიერნის მაგივრად ბარსელონა, რომ შეგხვედროდათ?

“ამ დონეზე მაზოხისტიც არ ვარ, ეს რომ ვინატრო”.

საინტერესოა, მაგრამ შენ პოლონეთის და იტალიის პასპორტები გაქვს. რამდენად გრძნობ თავს არგენტინელად?

“100 %-ით.. მესმის, რომ იტალიის და პოლინეთის ნაკრებში კონკურენცია გაცილებით ნაკლება იქნებოდა, თუმცა ზუსტად იქ უნდა ითამაშო, სადაც გული მიგიწევს.. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოვიპოვებ არგენტინელთა რიგებ ადგილს, მაშინ კითხვით არა სხვას არამედ საკუთარ თავს მივმართავ.. არ ვიქნებოდი ბედნიერი ისეთ ნაკრებში თამაშით, რომლის ჰიმნიც, ქვეყანაც და ფერებიც ბოლომდე ჩემი არ იქნებოდა”.

ანუ ორიუნდი გამყიდველია?

“ჩემს მეგობარს ფრანკო ვასკეს დედა ჰყავს იტალიელი.. ხოლო მე არავინ. იტალიურიდან, მხოლოდ პასპორტი მაქვს და ისიც დიდი ბაბუისგან. შედეგად ფრანკო თავს აპენინელად მიიჩნევს, მე კი არა”.

სიმართლე ითქვას, შენ უფრო მეტად პოლონელი ხარ, ხომ ასეა?

“დიახ.. თუმცა, სანამ ბაბუაჩემის დას გავიცნობდი, ამაზე არც კი დავფიქრებულვარ. ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა ჩემზე დოკუმენტური ხასიათის ფილმი გადაიღო და ამისთვის მან დიბალების უკანასკნელი წევრები იპოვნა კრასნოვის დასახლებაში. სოციალური ქსელის მეშვეობით ვესაუბრე ბებიას.. ეხლა კი ურთიერთობა მაქვს ბიძაშვილთან, თუმცა იქ არასოდეს ვყოფილვარ. საერთოდაც ჩემი ძმა მარიანო უფრო ინტერესდებოდა ამ საკითხით და უამრავი წერილიც გააგზავნა, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიუღია”.

მამა, მაშინ გარდაიცვალა, როდესაც 15 წლის იყავი..

“წარმოიდგინეთ, იგი ყოველ ვარჯიშზე თავადვე მიმაცილებდა.. დიდხანს ებრძოდა დაავადებას და სანამ გარდაიცვლებოდა რამდენიმე თვით ადრე გავაცნობიერე ეს ტრაგედია. ბუნებრივია საოცრად მაკლია, მაგრამ ამ ფაქტმა მეტი ძალა შემმატა. საერთოდაც, ოჯახი ჩემთვის ყველაფერია.. ტურინში დედაჩემთან ერთად ვიმყოფები.. მიუხედავად ამისა იყო კარიერაში პერიოდი, როდესაც უნდა დავმშვიდობებოდი მცირე ხნით.. სხვაგვარად დიდი ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელი იყო”.

უკვე 18 წლისამ კი კონტინეტი შეიცვალე.. ადრე ხომ არ იყო?

“სიმართლე გითხრათ, სანამ ევროპაში გადავბარგდებოდი, მსურდა 2-3 წელი ბოკაში ან რივერში გამეტარებინა, მაგრამ.. მოულოდნელად გამოჩნდა ძამპარინი თავისი 12 მილიონით.. მაშინ დამარწმუნეს, რომ ჩემთვის ასე აჯობებდა.. თუმცა, გადაწყვეტილება უშუალოდ კლუბის გამო მივიღე.. მათ უჭირდათ და ეს იყო თანხა, რითაც გადავარჩენდი მომავალს. სამწუხაროდ მაშინდელი პრეზიდენტი ფულის შემდეგ გაქრა.. ხოლო ძველი თანაგუნდელები ეხლაც უხელფასოდ აგორებენ ბურთს და ძირითადათ გულშემატკივრების შესაწირით ირჩენენ თავს. წლების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ თავს გამოყენებულ ნივთად ვგრძნობ”.

პალერმო სწორი გადაწყვეტილება იყო?

“დიახ, რადგან სიცილიაში ისე დამხვდნენ თითქოს აქ უკვე 10 წელია ვყოფილიყავი. თუმცა, საწყისი ეტაპი რთული გამოდგა. ერთი პრობლემა ენის არ ცოდნა იყო, ხოლო მეორე მწვრთნელის ხშირი ცვლა.. ვერ ვიაზრებდი რა სჭირდა ძამპარინის, თუმცა მეგობრებმა ამიხსნეს, რომ ეს მისგან ნორმალური ქმედებაა.. სერია ა-ს დატოვება დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შემდგომ ბევრი რამ გავიაზრე.. დავიწყე ზუსტად იმის კეთება რაც ბოკაში ან რივერში მსურდა.. გამეგრძელებინა პროგრესი და გავზრდილიყავი გრანდისთვის. ჩემი წარმატების მარათონი სწორედ სიცილიიდან უნდა დაწყებულიყო”.

გახსოვს, თავდაპირველად ხშირად გიწევდა სათადარიგოთა სკამზე ყოფნა?

“მესმოდა, რომ უნდა მომეთმინა. წნეხი სრულიად ბუნებრივი იყო თუ გავითვალისწინებთ ჩემს სანაცვლოდ გადახდილ თანხას. თუმცა, პირადად ჩემთვის მას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია”.

გიფიქრია, რომ იუვე შენთვის მიუღწეველი იქნებოდა?

“არა, რადგან ასეთ შემთხვევაში სიცილიას არც კი დავტოვებდი. მეორეს მხრივ ჩემგან პირველ ექვს შეხვედრაში 15 გოლს არც არავინ ითხოვდა. ხოლო ალეგრის თუ ჩემი სკამზე დატოვება უნდოდა, იმას ნამდვილად არ ნიშნავდა, რომ წაგება სურდა”.

იმის თქმა გინდა, რომ არასოდეს გაბრაზებულხარ სკამზე დატოვებით?

“პალერმოში რამდენჯერაც გინდათ, ხოლო ტურინში არასოდეს. ალეგრიმ გასულ სეზონში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო და არანაირი უფლება არ მაქვს მასსზე გავბრაზდე”.

რა გაგაჩნია ისეთი დღეს, რაც გასულ პერიოდში არ გქონდა..

“გამიჩნდა მუდმივი გამარჯვების სურვილი.. რაც უცნაური და რთულია. ბერლინში გამართული ფინალის შემდეგ გუნდთთან ერთად თვითმფრინავით დავბრუნდი.. ჩემთან მარკიზიო მოვიდა, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მომმართ:”მაქსიმალურად მოემზადე, რადგან მომავალ სეზონში ყველაფერი უნდა მოვიგოთ!”. ეს იყო წარმოუდგენელი და ძალზედ ემოციური წამები… მათ სულ რამდენიმე საათის წინ დაასრულეს ფინალი და უკვე მოედანზე გასვლას ელიან.. გამარჯვებისთვის. ზუსტად მაშინ მივხვდი განსხვავებას იუვეს და პალერმოს შორის..”

ტექნიკური კუთხით რა განსხვავებაა?

“იაკინის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სურდა ჩემი თამაში, ხოლო ალეგრი მეტად უკან დახეულის როლში მხედავს. ბურთი გაცილებით ხშირად ხვდება ჩემთან, რასაც პალერმოში ვასკესი აკეთებდა.. აქ კი ამ საქმეს მე და მორატა ვასრულებთ”.

გარკვეულწილად მესის სტილში..

“ლეოს სადაც სურს იქ თამაშობს. მას არ ზღუდავენ და არაფერს არ ავალდებულებენ. მე კი მაშინ მაქვს თავისუფლება, როდესაც ვუტევთ, ხოლო მეტოქის შეტევისას დაცვისთვის მიწევს დახმარების გაწევა. მესის კი ასეთი აუცილებლობა არ უდგას წინ”.

ელოდი, რომ ასე სწრაფად წარმოაჩენდი თავს?

“ვფიქრობდი, რომ 15 გოლს გავიტანდი, მაგრამ დღეს უკვე 10-ზე ვარ ასული.. შედეგად მომიწევს თავდაპირველი ციფრი გავზარდო. პროგნოზს ყველანაირი პარამეტრით გავასწარი”.

ვინ გეხმარება ასე პროდუქტიულად? კარიერა წარმატებით და რაც მთავარია სწრაფად ვითარდება.. ვინ არის შენი მოტივატორი?

“ოჯახი.. სწორედ მათგან მესმის ის, რასაც სხვა არ გამოხატავს, თუმცა თავადაც კრიტიკული ვარ და ყველაზე უკეთ ვაცნობიერებ, თუ როდის, რას ვაკეთებ არასწორად.. როდესაც თავში წამორტყმაა აუცილებელი ამისთვის ძმები მყვანან. გუსტავო 35 წლისაა, ხოლო მარიანო 32-ის. ამბობენ, რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა ის გამბედაობა რაც მე.. სურვილი:”დატოვო ყველაფერი და მიჰყვე ოცნებას”..

წყარო: La Repubblica

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
8 years ago

ვისაც არ ესმის რატომ ვართ იუვეს ქომაგები,მარკიზიოს სიტყვები უნდა წააკითხო. ეს იუვეს ჰიმნია! :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x