ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”მანჯუკიჩმა სასიამოვნოდ გამაკვირვა”

ტურინელი ჟურნალისტების ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორს ლუჩიანო მოჯის დაუკავშირდნენ და მასთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერეს..

თქვენი აზრით, 2015 წელი წარმატებული იყო იუვესთვის?

“ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გამოდგა. გუნდმა რამდენიმე ტიტულიც მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა. შესაძლოა მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, მაგრამ ალეგრიმ მაინც მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და დღეისათვის გუნდი ინარჩუნებს პოზიტიურ პოზიციას. ვფიქრობ, ისინი ბოლომდე დარჩებიან ბრძოლაში”.

რომელმა ფეხბურთელმა გაგაოცათ დადებითი კუთხით?

“რა თქმა უნდა მარიო მანჯუკიჩმა.. მასსზე აქამდეც კარგი შთაბეჭდილება მქონდა ბრძოლისუნარიანობის კუთხით. თუმცა, ტურინში თავი წარმოაჩინა, როგორც ცივ-სისხლიანმა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის მქონე ფორვარდმა. ვიმედოვნებ, იგი მომავალშიც განაგრძობს პროდუქტიულ ასპარეზობს”.

მიმდინარე სეზონი განსხვავებულია.. კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა..

“დიახ, წელს საგრძნობი კონკურენციაა რაც ბუნებრივია დადებითად აისახება იტალიური ფეხბურთზე. ინტერი ერთი შეხედვით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან ევროპაში არ ასპარეზობს და გადაღლის კუთხით პრობლემა ნაკლებად ექნება. ტურინელები ამ მხრივ დიდ მსხვერპლს გაიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბრძოლას არ ჩამოშორდებიან”.

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იაქტიურებენ თუ არა მოქმედი ჩემპიონები?

“ზამთარში რაიმე ხმაურიანი ტრანსფერი გამორიცხულია.. ასე თუ ისე ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებულია და ასეთ დროს მეტად ძლიერ ფეხბურთელს არავინ მოგცემს.. ასეთ ფიგურას ყველა უფრთხილდება და მინიმუმ სეზონის ბოლომდე არავინ გაუშვებს”.

წყარო: TuttoJuve

6 thoughts on “მოჯი:”მანჯუკიჩმა სასიამოვნოდ გამაკვირვა”

  1. ამ ზამთარს იქნებ როგორმე ერთი მაღალი კლასის ნახევარ მცველი მოვიყვანოთ უფრო ბურთის დამჭერი გვჭირდება ჩემი აზრით არც ძაპაკოსტას მოყვანა იქნება რთული და არც საპონარასი მთავარია რომ ნაბიჯები გადაიდგას
    ამ მოთამაშეებიდან შეიძლება რომ 2-3 კაცი მოიყვანონ
    საპანარა, ძაპაკოსტა, ბერარდი, ბაზელი, გიუნდოგანი, ვიტსელი

  2. იუვეს ყველა ფეხბურთელი იმსახურებს ასეულში შესვლას,ულაპარაკოთ მაგრამ ამას რა კრიტერიუმით ავსებენ არ ვიცი.იქნებ ვინმემ იცოდეთ და დაწერეთ.გუნდმა თითქმის ყველაფერი მოიგო წინა წელს და 4 წელია სკუდეტოს იგებს,მთვარეზე ვერ გაფრინდებიან და სხვა რა უნდა გააკეთონ.მარკიზიო არის უძაანმაგრესი ნახევარმცველი მსოფლიოში,რომელ გრანდს არ უნდოდა მაგის ყიდვა მარა ტიპი იუვენტინოა და რა ქნას,არც პიარი უყვარს და არც ზოგიერთივით პიჟონია,არც ხმაურობს,იმენა საქმეს აკეთებს მოედანზე და არა სარკესთან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.