იუვე და დიბალა..
მიუხედავად ცუდი სტარტისა, ტურინელებმა ჩემპიონატის ზამთრის ეტაპი მაინც პოზიტიურ ნოტაზე დაასრულეს.. სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ გუნდმა უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში 100%-იანი მაჩვენებელი მოიპოვა.. მე-14 ადგილიდან დაწყებული ალეგრის გუნდმა არნახული პროგრესი განიცადა. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი იყო და ერთ-ერთი ბუნებრივია მოთმინება და ალეგრის სწორი გადაწყვეტილებები..
მაშინ როდესაც ბუფონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ სტატუს, ალექს სანდროს და ხუან კუადრადოს ტრანსფერებია აღსანიშნავი. მათ ნაყოფიერად წარმოაჩინეს თავი და დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის საერთო შედეგის გაუმჯობესებაში. პირლოს წასვლის შემდეგ კი მისი ფუნქციების საკუთარ თავზე აღება მარკიზიოს დაეკისრა.. ბუნებრივია მაესტროს ოსტატობა იშვიათად თუ ვინმეს ექნება მომავალში, მაგრამ მარკიზიომ საკუთარი დაუაღალავი შრომისმოყვარულობით მეტ-ნაკლებად შეავსო დანაკლისი.. მისი მთავარი პლიუსი ზონების დროული ჩაკეტვა და დაუღალავი გადაადგილებაა.. თუმცა, აგერ უკვე კარპისთან შეხვედრაში პირლოს სტილში 40 მეტრიანი დიაგონალიც “გაჭიმა”..
სხვათაშორის იმავე კარპისთან მანჯუკიჩიც გამოსარჩევია.. ნუ არა მარტო კარპისთან, საერთოდაც ხორვატი უკანასკნელ ხანებში შესაშურ ფორმაში შევიდა და უკანასკნელ ტურშიც განაგრძო გოლების გატანა.. დიახ, ზუსტად რომ გოლები, რადგან მარიომ დუბლი შეასრულა. ზუსტად ისე როგორც ცენტრ ფორვარდს ეკადრება. სხვათაშორის მანჯუს პროდუქტიულობის ერთ-ერთი მიზეზი ნიჭიერი პარტნიორია..
10 გატანილი გოლი და სამი საგოლე გადაცემა.. ჩვენი 21-ის ფენომენალური თამაში პრაქტიკულად შეუცვლელს ხდის პაულო დიბალას. ფეხბურთელი, რომელიც პალერმოდან დიდი თანხის სანაცვლოდ გამობარგდა ტურინში თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე ატარებდა უმეტეს დროს.. თუმცა, ბოძებულ წუთებს ყოველთვის მაქსიმალურად იყენებდა. რამდენიმე გავლენიანი სტატისტიკური გვერდის მონაცემებით, სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 34 საგოლე იერიშს დაუდო სათავე.
აქვე გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი ფაქტი.. იუვეში მოსვლისას ფეხბურთელმა ახალ პოზიციასთან დაიწყო მორგება.. ალეგრი მას როგორც მეორე ფორვარდს ისე უყურებს და ამიტომაც დიბალას ადაპტაციის გარკვეული დრო დასჭირდა. საბედნიეროდ, ადაპტაცია და შედეგი ერთდროულად ხორციელდებოდა, რაც ბუნებრივია ყველა მხარისთვის პოზიტიური აღმოჩნდა:
“სიცილიაზე ჩემში ცენტრალურ თავდამსხმელს ხედავდნენ, მაშინ როდესაც ტურინში პოზიციის შეცვლა მომიწია. ალეგრიმ მთხოვა სიღრმიდან მეასპარეზა და ბურთთან გაცილებით დიდხანს ვყოფილიყავი”.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლაციოსთან შეხვედრა.. პრაქტიკულად ეს იყო დიბალას პერსონალური შედეგი, რადგან ბილიას საკუთარ კარში გატანილი გოლი დიდწილად არგენტინელის დამსახურებაა, რომლის აქტიურობასაც მოჰყვა მცველის მხრიდან უხეში შეცდომა. მეორე ბურთი კი ალბათ დიდხანს დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში, რადგან ესთეტიური კუთხით ნამდვილად უნაკლოდ შესრულდა.
მისი ასეთი ფეერიულ ასპარეზობას წარსულში არგენტინის ნაკრების წევრი ხუან სებასტიან ვერონიც გამოეხმაურა:
“ტევესთან შედარებით მას მეტად უკეთესი ტექსნიკური მონაცემები აქვს. მას უბრალოდ განვითარებისთვის მცირე დრო უნდა მივცეთ.. არანაირი ხმაური, ქაოსი და წნეხი.. მშვიდი გარემო, რათა პროგრესი განაგრძოს”..
მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით კი პაულოს გაცილებით მეტი შეუძლია:“იცით ამას რატომ ვამტკიცებ მუდმივად? ყოველდღიურად ვხედავ მის ვარჯიშს.. ვხედავ თუ რას აკეთებს.. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული საკუთარ შეფასებაში. ფანტასტიკური მახასიათებლები და ხასიათი აქვს, რის დემონსტრირებასაც მოედანზე ახდენს”.
შედეგად, ასეთი მონაცემები, ციფრები და სტატისტიკა უდაოდ შემაშფოთებელია კონკურენტებისთვის, რადგან დიბალა უკვე დღეს არის შეუცვლელი ფიგურა მოქმედი ჩემპიონებისთვის..
წყარო: Bleacherreport
imereli
ჩვენ რომელიც გვქონდა გამოქვეყნებული იყო სულ სხვა დაჯილდოვების :)
ხო ვიცი,მე სულ სხვა რამე ვიგულისხმე,ვერ გამიგე :D ,მე ის ვიგულისხმე რომ თუ რომელიმე ვერსიით ბუფონი იმსახურებს სამეულში ყოფნას,რატომ არ უნდა იყოს 10-ში მაინც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე,ან იმ ნებისმიერი გამოკითხვით რომელიც ტარდება,არასწორად თარგმნიანთქო ეგ ბრჭყალებში უნდა ჩამესვა :D ,თქვენ არაფერ შუაში ხართ თან,უფრო “მსოფლიო სპორტი” ვიგულისხმე…
დაამახინჯეს ხო იმათმა? მოკლედ ამ სპორტულ საიტებს რომ ვუყურებ და ფეისბუქზე, რომ მხვდება ისეთი სათაურებით აქვეყნებენ თითქოს ქვეყანა ინგრევა )) განსაკუთრებით რეალის საიტია უნიკალური.. სათაურების მამები არიან
რასაც მე ვცერ იმის სცორად ცაკიტხვა უნდა გესმოდეს, ზაზა და დიბალა სხვადასხვა ტიპის ფეხ, რომარიან მიტიომ დავცერე. ზაზა მე მანდზუკიცჰს მირცჰევნია, ზაზას კონკურეტები მორატა და მანდზუკიცია. ხოლო მორატა მე მაგარ ფორვადად მიმაცჰნია ეგაა რომ ალეგრი ტავის პოაიციაზე არ ატამაშებ. როგორც კომანს. და არგამიკვირდება ეგ ბიცჰი რომ ცავიდეს, ხოლო დიბალა სადაც ტამაშობს მეორე ფორვადადა იკ უდზლიერესია ამცუტას. ცოტა საერტაშორისო გამოცდილება და ტევასს კიარა ბევრს ადჯობებს
რა ტევესი,ტევესივით თუ ითამაშა ზოგადად ფეხბურთი(მიუხედავად ჩემი კარლიტოსადმი პატივისცემისა) ჯობია გაუშვან,ვერავინ იტყვის ტევესი ფეხბურთის ლეგენდააო,ან რომელიმე კლუბის,მე კი მინდა,რომ ეს ბიჭი ლეგენდა გახდეს იუვესი,თან ძალიან მომწონს ამის სწორი აზროვნება,იტალიის ნაკრებში თამაშზე რომ უარი თქვა,თან როგორ ახსნა,აი ეგრე უნდა ფიქრობდეს ყველა ნორმალური ადამიანი,ჯერ შენი ქვეყანა და მერე სხვა დანარჩენი ….
ვახ,ეს უეფა გვეღადავება თუ ჩვენი საიტები თარგმნიან არასწორად???ჯიჯი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე სულ არ არის წარდგენილი,გუშინ კიდევ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში მესამეზე გავიდა მესის და კრისწინას მერე,ეს Glob Soccer Awars-ის გამოკითხვით,რაღაც წინა გამოკითხვით კიდევ 34-ზე გავიდა,ვერაფერი ვერ გავიგე ,ხო,პირლო კიდევ განვლილი კარიერისთვის დააჯილდოვეს
Totenhemi 34 milions ixdis berardishio da martalia
Zaza west hems unda 27 milionado gayidvit ar unda gayidon arendas araushavs evropis chempionatis pontshi
vinc zazas da dibalas ertmanets adarebs iman pegburtiii ar icis an ar unda rom gaigos es ori ertmanetisgan sxvadaxva tipis porvardebiii arian da kidev moratas rom lanzgavct aq dibalas komantari naxet da yvelam naxavt rom alegri moratas avalebs avalebs meore porvardobas romelic moratas ar sheepereba mara es martooo am cels moxdeba momdevno cvels morata supta 9 anat mogvelvineba da mere vnaxavt dzvel moratas
მოკლედ სადაც დიბალას სტატია გაეძრობა იქ ეგრევე ძაძას ლანძღვა რატო მიდის?! სად დიბალა და სად ძაძა ორივე განსხვავებული სტილის ფორვარდები არიან და ერთმანეთს რარო ადარებთ მიკვირს, ან რო შეჯდებიტ ამ ძაძას კიდო რა გააკეტა ცუდი სადაც მას სათამაშო დრო მიეცა? ტიპი ყველა დროს მაქსიმალურად იყენებს და ტქვენ კიდო მაინც უკმაყოფილო ხართ
..sandro kaneSna kaia.
Dibala momaval wlevshi ufro mounatebs da sandro momcons kide
დიბალა მაგარია მას კველაფერიაკ რომ დიდი ფეხბურტელი გახდეს, აქ ბევრს არ მოსცონდა, მაგრამ დაამტკიცა რომ მაგარია. ზაზას რომ ადარებტ მიკვირს, პოგბა დიბალა აი იუვეს მომავალი