ფაბრეგასისთვის იუვე და ინტერი იბრძვიან
იტალიური პრესის ცნობით ინტერი და იუვე ერთმანეთში არამარტო სკუდეტოსთვის იბრძოლებენ.. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია სესკ ფაბრეგასის თაობაზე.. ესპანელი ფეხბურთელი არ გრძნობს კომოფრტულად თავს პრემიერ ლიგაში და მზად არის საინტერესო წინადადების მოსასმენად. სიტუაცია ჯერ კიდევ გასულ სეზონში აირია, როდესაც ნახევარმცველს მოურინიოსთან ერთად უწევდა მუშაობა. უკეთესი ვითარება არც ეხლა არის და ამიტომაც გაჩნდა ჭორები მისი ტრანსფერის თაობაზე. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ფაბრეგასის წლიური ანაზღაურება არის 8-10 მილიონი ჩელსი თავის დროზე 33 მილიონად გაფორმებულ ფეხბურთელს 25 მილიონადაც შეელევა.. თავის მხრივ ინტერიც და იუვეც ისეთი შუახაზელის ძიებაში არიან, რომელიც ცენტრალურ ზონაში გუნდს რიტმს და კრეატიულობას შესძენს.
წყარო: Corsport
აუ არც მე მევასება. ტექნიკა და პასი აქვს, მაგრამ რაღაცნაირი უჟილკო და უგულო ფეხბურთელია. იუვეს არ გამოადგება.
აი ეს ფეხბურთელი არ მევასება რა