დელ პიერო:”იუვე კვლავინდებურად სიმბოლოს ძიებაშია”
La Gazzetta Dello Sport-თან საუბარში ბიანკონერის ყოფილმა 10-იანმა და ლეგენდარულმა ფიგურამ ალესანდრო დელ პიერომ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა:“წარსული? საკუთარი კარიერის განმავლობაში მრავალი საინტერესო ეპიზოდი იყო, მაგრამ მსურს ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოვარჩიო.. 2006 წლის თებერვალი, როდესაც ბოლო წამზე ინტერს, სან სიროზე ჯარიმა გავუტანეთ.. 2-1 და ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ასეთ დროს გემატება თავდაჯერებულობა და განაგრძობს სვლას წარმატებისკენ. ასევე პოზიტიურად ვიხსენებ რონალდოს წინააღმდეგ თამაშს. მატჩი და შედეგი ერთია, ხოლო მეორეა როგორი ფიგურების წინააღმდეგ გიწევს ასპარეზობა.. ეს ხომ ესთეტიკა და სიამოვნებაა.. იუვეს ახალი სიმბოლო? ვფიქრობ, კლუბი ისევ ძიებაშია.. ძველი გვარდია ბუფონის, ბარძალის, ბონუჩის, მარკიზიოს და კიელინის სახით რა თქმა უნდა კვლავინდებურად ამინდს ჰქმნიან თუმცა.. პოგბა? უდაოდ ნიჭიერია.. მასსზე ბევრი ითქვა და დაიწერა.. დიახ, მას ნამდვილად ყველა მონაცემი აქვს, რათა კლუბს გაუძღვეს, მაგრამ 10-იანი მხოლოდ ტექნიკის დემონსტრირება არ არის.. ეს უფრო მეტია ვიდრე მაისურზე ციფრები..”
წყარო: football-italia
Liderebis gamorchevashi mxecia aleqsa
Sul rcheuli iuventinoebi daasaxela 
Pogbas axvedrebs rom 10 nomeri tu aigo yvelaperi unda gaigos juvestvis da ar unda wavides 1 welshi
კაპიტანი
გუნდს ნამდვილად სჭირდება ახალი სიმბოლო და პოგბას შეუძლია გახდეს კიდეც,ის ხომ 22 წლისაა ჯერ)) ასევე შეიძლება ითქვას დიბალაზეც. სხვათა შორის ზოგიერთი ამბობდა,რომ პოგბა მხოლოდ იმიტომ წავა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მისთვის ერთერთი მთავარი მიზანია და იუვეში ამას ვერასდროს მიაღწევსო,ახლახან გამოქვეყნდა რომელი გუნდის მაისურით აიღეს ოქროს ბურთი ყველაზე მეტჯერ: ბარსა-10,იუვე-8,მილანი-8,რეალი-8,ბავარია-5… თუ გავითვალისწინებთ,რომ ბარსას 5 ტიტული მხოლოდ მესიმ მოუტანა და კიდევ,2006 წლის კანავაროს ტიტული იუვეს მაისურით ეკუთვნოდა,მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა რეალში! და რა გამოდის)) სწორ ადგილას არის მოხვედრილი პოგბა და იმედია იცის ეს)) საინტერესოა ვიდალი თუ გაეცნო ამ მონაცემებს)))