ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე:”იუვეს მორიგ სკუდეტოს ტურინში ყოფილ თანაკლუბელებთან ერთად ვიზეიმებ”

ფერნანდო ლორენტე იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, რომელიც მუდამ იქნება დაფასებული ბიანკონერის ტიფოზერიის მხრიდან. მართალია თავის უკანასკნელი სეზონი ნანდოს ჩვეულად აქტიურად არ ჩაუტარებია და სწორედ ამის შემდეგ დატოვა ტურინი, თუმცა ნეგატიურად ყოფილ კლუბზე არასოდეს უსაუბრია.. პირიქით, ყოველთვის თბილად და პოზიტიურად იხსენებს იუვეში გატარებულ დროს.. ამჯერადაც ისარგებლა შემთხვევით და მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა იტალიის მოქმედი ჩემპიონები..

“2015 წლის საუკეთესო მომენტი? სკუდეტო.. თუმცა არც იტალიის თასის და სუპერ თასის მოპოვება იყო ნაკლები. ჩემპიონთა ლიგა? ბუნებრივია თავგადასავალი უნიკალური და საინტერესო გამოდგა. ბევრი დასამახსოვრებელი წამი განვიცადეთ, მაგრამ ფინალი.. მიუხედავად ბარსელონასთან დაპირისპირებისა ეს იყო ძალზედ მტკივნეული გადასატანი. უმჯობესია ასეთ დროს მომავალ მიზნებზე და ფინალზე იფიქრო”..

გადის დრო და უკვე სევილიას რიგებში უტან იუვეს..

“გოლის შემდეგ წამით საკუთარი თავის გამო ვიყავი ბედნიერი.. არ დაგიმალავთ და თავდაპირველად ძალზედ გამიჭირდა ადაპტირება. შემდგომ კი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.. რეაქციას სახეზეც შეამჩნევდით, რადგან გატანილ გოლს სხვაგვარად აღვნიშნავ.. მატჩის შემდეგ მათთან ერთად ვიყავი გასახდელში.. საბედნიეროდ მათგან მხოლოდ იუმორი ისმოდა, თუმცა აშკარად ვგრძნობდი იმედგაცრუებას მეორე ადგილის გამო”.

იუვე დაბრუნდა..

“გიჟური შემოტრიალება! ვიცი თუ რაოდენ ძლიერნი არიან ჩემი ყოფილი თანაკლუბელები ისინი ამაზე არ შეჩერდებიან. მათ უკვე მოახერხეს და ნაპოლის, ინტერს, ფიორენტინას შიში გაუჩინეს. მათი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან იუვე გამარჯვებისთვის არის შექმნილი. ვფიქრობ, ისინი სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოიგებენ.. და თუ ეს მართლა მოხდა, მაშინ ტურინში ჩავალ და მათთან ერთად ვიზეიმებ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
8 years ago

:love:

forza-iuve
8 years ago

Wels ligis zeimic shegvidzlia Bavaria Tu gavagdet

snuff-juve
8 years ago

ნანდო :love: არც ისე დიდი ხანი იყო ჩვენთან მარა ძაან უყვარს იუვე ცუდია რო ესეთ ფეხბურთელებს უწევთ წასვლა არადა ამ სეზონშიც დარჩებოდა ძირითადის ფეხბურთელი რო არ ყოფილიყო მაინც :love: :blin:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x