ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “ჯერ ყველაფერი წინ მაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ 2016 წელს პირველი ინტერვიუ ლა სტამპას მისცა : “ბოლო რამდენიმე თვე საინტერესო გამოვიდა, წინა წლებისგან განსხვავებით ჩვენ ამჯერად მივიწევდით მაღალი ადგილებისკენ, მანამდე კი ზამთრის არდადეგებს ლიდერის რანგში ვხვდებოდით.ყველაზე დიდი გულისტკივილი ? – ბარსელონასთან მარცხი, მაგრამ ჩვენ, ჩვენივე შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასს აუცილებლად მოვიგებ.ანდრეა პირლოს, კარლოს ტევესისა და არტურო ვიდალის გარეშე იუვე სულ სხვა გუნდია, მაგრამ ახლა პასუხისმგებლობა სხვა ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ, ეს მეც მეხება.როცა პირლო ჩვენთან თამაშობდა, მოწინააღმდეგე ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ მასზე ამახვილებდა, ახლა კი იგივე ობიექტი მე ვარ.მეტოქე ყოველთვის ეცდება შენს განეიტრალებას, თუმცა ზუსტი მომენტი უნდა დაიჭირო და გათავისუფლდე, ამისთვის ანდრეს ინიესტასგან ბევრს ვსწავლობ.კლასიკური ათიანი მე არ ვარ, ჩემი პოზიცია მოედნის ცენტრშია.როცა ჩემს მაისურს ვუყურებ, იქ ათიანს ან ჩემს სახელს კი არ ვხედავ, ვხედავ იუვენტუსს და გუნდს, რომელიც 100 პროცენტით იხარჯება გამარჯვებისთვის.ისე კი, მიხარია, რომ დიდი გუნდის მეათე ნომერი ვარ, ამ ნომრით მოთამაშე არაერთ ფეხბურთელს მოუგია ოქროს ბურთი.”

“იუვენტუსი” ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოსაგებად იბრძვის : “ვერავინ მეტყვის, რომ ჩვენ იმაზე ცუდად გამოვიყურებით, ვიდრე ეს გასულ წელს იყო, უბრალოდ სხვა გუნდები გაძლიერდნენ.მაგრამ ვიტყვი, რომ არცერთი მეტოქის არ გვეშინია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.დიბალა ? – მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, არგენტინელს R2 შევარქვი, საოცარ ჩახვეულ დარტყმას ასრულებს, როგორც პლეისტეიშენში.თამაშის დროსაც იგი ხშირად ასრულებს მსგავსს დარტყმებს.ბავარია ? – გასაგებია, რომ შეგვეძლო რთული მოწინააღმდეგე თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ უკვე ვერაფერს შევცვლით.კარგია, რომ ჩვენგან ყველა მარცხს ელის, ზუსტად ასე იყო შარშან 1/2 ფინალში, მადრიდის რეალის წინააღმდეგ, მაგრამ ვინ გავიდა ფინალში, ყველამ იხილეთ.ვიდალის წინააღმდეგ თამაში კი რა თქმა უნდა, რთული იქნება. რაც შემეხება მე, ჯერ არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი წინაა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
8 years ago

არანაირ ფასად არ უნდა გაყიდონ ეს

jek17
8 years ago

მიდი პოგბომ,ჯერ წინაა ყველაფერი,შენ იუვეში უნდა იყო 29 წლამდე და მერე უნდა გაგყიდოთ 150 მილიონად ან 200 მილიონად,მაგ დროისთვის ეგ ფასები იქნება :chuvak:

forza-iuve
8 years ago

Darchi da shenc moigeb okros burts ligasran erted

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x