ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ მანდრაგორასთან 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური პრესის უკანასკნელი ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი რამდენიმე საათის წინ მილანში როლანდო მანდრაგორას საფეხბურთო აგენტს შეხვდა და შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები. ეხლა კი ჯერი თავად კლუბებზეა, რომლებმაც თითქოს უკვე გამონახეს საერთო ენა.. მაროტა 5 მილიონს და პლიუს სხვადასხვა სახის ბონუსებს გადაუხდის ჯენოას ნიჭიერი შუახაზელის სანაცვლოდ. როლანდო სეზონს პესკარაში დაასრულებს, რის შემდეგაც გეზს ტურინისკენ აიღებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ პარატიჩიმ 5 წლიან ხელშეკრულებაზე დაითანხმა მანდრაგორა.. აქვე მცირედი ინფორმაცია სიმონე ძაძაზე.. ფეხბურთელს ტურინიდან წასვლა სურდა, თუმცა მას შემდეგ რაც სასუოლოს ექს ფორვარდს იუვეს ხელმძღვანელობა დაელაპარაკა სიტუაცია შეიცვალა. კლუბის მთავარ პირებს არ სურთ მასთან დამშვიდობება და ჯერჯერობით იგი კლუბში რჩება.. თუმცა, პრემიერ ლიგის გუნდები არ აპირებენ შეჩერებას და საგრძნობლად ზრდიან სატრანსფერო თანხას..

წყარო: tuttojuve

25 thoughts on “იუვემ მანდრაგორასთან 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

  1. + bernandeski, Zan magari shemtevebi yavs iuves, gabiadinic gamomrcha. 4-3-3 shi jdeba yvela

    berardi – zaza – seba

    Gabi – pele – insinie

    kandreva – balo – el shaaravi

    cherchi – imobile – bernandeski

    borini – destro – sansone

    diamanti – kvaliarela – jakerini

    18 kacidan Ari asarchevi 3 sauketeso

  2. აძურას წინა ხაზი მართლაც საცოდაობაა :blin: ბოლო 5 წლის მანძილზე ერთი ბალო გვყვავდა კარგი და ისიც 0-ია დღეს. მე ევრას და პოგბას ვგულშემატკივრობ იტალიის მერე და იმედი მაქვს ეგენი მაინც მოიგებენ

  3. რომა

    დიდი მადლობა და ასევე გილოცავ, გისურუვებ ყოველივე საუკეთესოს :)

    პ.ს. რაც შეეხება ავტორიზაციის გარეშე კომენტარის დატოვებას, იმედი მაქვს სხვებსაც მოეწონებათ :forza:

  4. მოგესალმებით,
    პირველად ვწერ აქ… ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ საიტს და მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ავტორიზაციის გარეშე კომენტირება.

    გილოცავთ ახალ წელს და მრავალს დაესწარით :)

    აქვე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას:

    გუნდმა განიცადა ძალიან სერიოზული ცვლილებები, მაგრამ აზრზე მოდის ნელ-ნელა.. ეს ცვლილებები გარდაუვალი და აუცილებელიც კი იყო.
    იუვე არის პირველ რიგში იტალიური გუნდი, და მილიონჯერ მირჩევნია ცენტრში სტურარო იდგეს ვიდრე თუნდაც ვდალი. ამასი იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მჯერა მაგ ბიჭის პოტენციალის და დარწმუნებული ვარ არანაკლები ფეხბურთელი გახდება.
    ასევე მირჩევნია მომავალ წელს ბერარდი მოვიდეს და კომანი იყოს სადაც არის.
    ზოგიერთს რომ ყოველი წაგების მერე ნახევარი გუნდის (ან სულაც მთელი გუნდის) შეცვლა უნდა არაა ეგრე.. დრო უნდა ყველაფერს და სწორი მენეჯმენტი… ფულის მხარჯველი სიტი და ჩელსი სადაც არიან კი ვხედავთ..
    და არანაირად არაა საჭირო “დებრუენები, ლაზარ მარკოვიჩები, პრაეტები” და ა.შ… რომლებშიც ფული უნდა დაიხარჯოს და რას იზამენ კაცმა არ იცის.. ისევ იტალიელი ახალგაზრდები ჯობია.. მოტივაციაც მეტი ექნებათ ბევრად.

    და არც ისკოს იმედი მაქ მაინდამაინც… იშვიათად რომ ესპანეთიდან მოსულმა იტალიაში გაამართლოს.. ძალიან იშვიათად.. მითუმეტეს ძვირია :)

  5. თორნიკე ისე იძახი იტალიის ნაკრების ფოევარდიო თითქოს ბოლო მუნდიალის გამარჯვებული იყოს. ზაზები და პელეები რომ არიან ნაკრების ფორვარდები მიტომ ახოხიალეს იტალია ჯგუფში ზედიზედ ორჯერ

  6. ისე რეალს პოგბაში ისკო და კროოსი რომ შევთავაზოთ მემგონი ურიგო არ იქნება თან ორივე გამოცდილია ახალგაზრდაა და გუნდსაც წაადგებიან + ვერატიც თუ დავითრიეთ უმაგრესი ნახევარ დაცვა გვეყოლება.

  7. მომდევნო სეზონში ეს შემადგენლობა მინდა

    ————————–ბუფონი————————–

    ბარძალი———–ბონუჩი———-კიელინი———–სანდრო

    ———–ფლორენცი———ვერატი——–მარკიზიო——–

    ——-დიბალა———————————-ისკო——–

    —————————-მორატა————————-

    სათადარიგო მოთამაშეები
    მეკარეები: ლეალი, ნეტო
    მცველები: რუგანი, ასამოა, ძაპაკოსტა, ვიტალე, დრაგოვიჩი
    ნახევარ მცველები: სტურარო, მაქს მაიერი, პრაეტი, ვადალა
    თავდამსხმელები: ბერარდი, მანძუკიჩი, ძაძა.

  8. ძაძა 24-ის რო არ იყოს ვიტყოდი ნიჭიერი ახალგაზრდაა თქო. ფაქტია მაგარი მებრძოლი ფეხბურთელია მარა კლასი აკლია. 25-ს თუ შემოგვთავაზებენ უნდა გავყიდოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.