ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა ვერონას წინააღმდეგ
სულ მალე დაიწყება 2016 წლის პირველი პრესსკონფერენცია ალეგრის მონაწილეობით. მანამდე კი ჟურნალისტები ხვალინდელი მატჩის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებენ. ტაქტიკური მოდული 3-5-2 იქნება.. კარს უცვლელად ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, ხოლო დაცვის ტრიოს არა ბარძალი-ბონუჩი-კიელინი, არამედ რუგანი-ბონუჩი-კიელინი შეადგენენ.. სხვათაშორის აპენინელი ჟურნალისტები გადაჭრით აცხადებენ, რომ ანდრეა ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ფლანგებზე გაურკვეველი სიტუაციაა, როგორც მარჯვნივ ასევე მარცხნივ.. ლიხტშტაინერი-კუადრადო და ალექს სანდრო-ევრა.. მოედნის ცენტრში სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ.. მარკიზიო-ხედირა-პოგბა.. თავდასხმაში კი მსგავსად დაცვისა, ჟურნალისტები გადაჭრით აცხადებენ, რომ ძირითად შემადგენლობაში მანჯუკიჩს ვერ ვიხილავთ.. შედეგად უნდა ველოდოთ დიბალა-მორატას ან დიბალა-ძაძას დუეტს. მეტი ინფორმაციას უშუალოდ პრესსკონფერენციის შემდეგ შევიტყობთ.
წყარო: tuttojuve
რომას და ინტერს რამხელა კუშები აქვთ ორიანებზე ვითომ ორივე წამოვა?
Zazas daayenebs albat
mორატა მინდა დირიტადსჰი