ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ტრადიციული წინასამატჩო პრესსკონფერენცია მასიმილიანო ალეგრიმ სატრანსფერო თემატიკით დაიწყო და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობასთან ერთად გარკვეული კონსულტაციები გაიარა:

“შექმნილი პერიოდიდან გამომდინარე ამ თემაზე კითხვები ნამდვილად იქნება და უმჯობესია თუ თავიდანვე დავიწყებ საუბარს. გარკვეული კუთხით ძალზედ ნერვოზული და არასაიმედო პერიოდია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ფრიად არაპროგნოზირებად და სწრაფია. მსურს აღვნიშნო, რომ ძლიერ გუნდს ვუდგავარ სათავეში, რომელსაც ძალუძს დიდი მიზნების მიღწევა. კონკურენტუნარიანი და ტექნიკური კუთხით კარგად ვართ დაკომპლექტებულნი.. ასეთ შემადგენლობას კი ცოტა ვინმე თუ გააძლიერებდა. ხელმძღვანელობას ნამდვილად შევხვდი და ჩვენ რამდენიმე ფიგურა განვიხილეთ.. გვარების დასახელებისგან კი თავს შევიკავებთ და თქვენც გთხოვთ ამაზე დიდ დროს ნუ დაკარგავთ, რადგან არ გიპასუხებთ. კონკრეტული მიზნები დასახულია და ერთად ვიხილავთ რა მოხდება მომავალში.. საერთოდაც, სატრანსფერო საქმიანობა ჩემი პირდაპირი მოვალეობა არ არის.. მე უბრალოდ შემიძლია მივუთითო ამა თუ იმ მოთამაშის დადებით მხარეზე ჩემი გუნდისთვის. ეხლა კი უმჯობესია თუ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ვისაუბრეთ..

ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, თუ რომელი პოზიციიდან დავიწყეთ აღმასვლა.. ცხრილის ქვედა საფეხურებზე ყოფნისას მივხვდით, რომ დროა ეს კოშმარი დასრულდეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა კარპიმდე, სადაც უკანასკნელ 2-3 წუთში კინაღამ კატასტროფა არ დაფიქსირდა.. არ დაგიმალავთ და მეორე დღეს ბიჭებთან ერთად ვუყურებდი ჩანაწერს.. უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო, რომელიც შიშთან ასოცირდებოდა.. რატომღაც ვიფიქრე, რომ მეტოქე გაგვიტანდა და საშინელმა ემოციამ დაისადგურა ჩემში. ასეთი რამ დაუშვებელია და აღარ უნდა განმეორდეს.

რაც შეეხება სკუდეტოს, ყველაფერი წინ გვაქვს.. 63 ქულაა გასათამაშებელი, რომელიც ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს. რთული იყო რაიმეზე საუბარი, როდესაც მე-12 ადგილზე ვიმყოფებოდით, მაგრამ ეხლა.. როდესაც პირველ ადგილოსანი ჩვენს სუნთქვას გრძნობას უკვე შეგვიძლია კონკრეტული საუბარი. მეორეს მხრივ ამჯერად თითოეული შეცდომა მარცხის ტოლფასი იქნება და ამიტომ მაქსიმალური კონცენტრირება უნდა გამოვიჩინოთ.

ძაძა? საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მის გაშვებას წინასწარმეტყველებენ.. ვფიქრობ, მათ ავიწყდებათ ის თუ რა დონის კლუბზეა საუბარი. ძაძა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა და ჩემს გუნდს ასეთი ფეხბურთელი აუცილებლად ესაჭიროება. სხვაგვარად გამოდის, რომ უნდა გვყავდეს ორი სუპერ ფორვარდი და ორი შედარებით დაბალი დონის ფეხბურთელი.. ბოდიშით, მაგრამ იუვეს ასეთი რამ არ სჩვევია.. სუპერ კლუბში სუპერ კონკურენცია თუ არ იქნება, მაშინ მაღალი მიზნების დასახვას აზრი დაეკარგება. საჭირონი არიან როგორც სუპერ მცველები, ასევე სუპერ ნახევარმცველები და რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება სწორედ მას ექნება მოედანზე გამოსვლის საშუალება. ამიტომაც მიხარია, რომ ძაძა ჩვენს რიგებში დარჩება და გააგრძელებს საქმის პროდუქტიულად კეთებას.

ბარძალი და მანჯუკიჩი? ანდრეას მცირე მიკროტრავმა ჯერ კიდევ კარპისთან შეხვედრის დროს დაუფიქსირდა და ჯერჯერობით არ არის მზად მოედანზე გამოსასვლელად. მანჯუკიჩსაც ასევე უმნიშვნელო ხასიათის პრობლემა აქვს და ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ უნდა გავრისკოთ.. მითუმეტეს წინ უამრავი მატჩი გვაქვს გასამართი და საჭიროა თითოეული მათგანის მაქსიმალურად კარგ კონდიციებში ყოფნა”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იუვე
იუვე
8 years ago

მიკვარს ეს კაცი მომავალი ლიპპია დზაან მაგონებს ლიპის (პეს 2016 დიბალა ისა დზაან მაგარია ) :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ლიგაზე შარშან ძალინ კარგი კალენდარი შეგხვდა მაგრამ ბაერნი ისვებს კაი ხანს ჩვენ ვასწრებთ მანმდე რამდენი თამაშშ და იმედია ხოდზე ვიქნბIთ

იუვე 1996
იუვე 1996
8 years ago

იუვე წელსაც ჩემპიონია, ეს მისი სიძლიერის თუ ჩემპიონატის სისუსტის ხარჯზე, მარა მაინც მოხდება. მთავარი წელს არის ლიგაზე რას ვიზამთ. აქ გამოჩნდება ჩვენი რეალური დონე. შარშანდელი შემთხვევითობა იყო თუ კანონზომიერება.

osvaldo ardiles
8 years ago

ინტერი ხვალ ლიდერობას დაკარგავს. თუ ჭკვიანად იქნება, იუვე შეიძლება სულ პირველზე არა მარა ლიგის ზონაში შევიდეს.

ცოტნე
ცოტნე
8 years ago

ძაძას გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება. ჯერ კიდევ იტყვის თავის სიტყვას.

Gio Darja
8 years ago

რა კლასნი მწვრთნელი ხარ მაქს, კაი ჰანდიკაპით უნდა მოვუგოთ ხვალ ვერონას და წელი რიხიანად დავიწყოთ ))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x