ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრიმ ძაძას ტრანსფერი დაბლოკა

სიმონე ძაძა მინიმუმ სეზონის ბოლოდე ტურინში რჩება. მისი ტრანსფერი ფაქტიურად თავად მასიმილიანო ალეგრიმ დაბლოკა, რომელმაც იტალიელი ფორვარდი გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად დაასახელა. მთავარი მწვრთნელის მოსაზრებით სრულიად გაუგებარია, რატომ ბეჭდავენ პრესის ფურცლებზე ინფორმაციას თითქოს ხელმძღვანელობა ვერ პოულობს კლუბში ძაძას ადგილს. შედეგად აქამდე გაჟღერებული ცნობები სიმონეს ტურინში დარჩენის შესახებ ფაქტიურად გამართლდა. ერთადერთი პრობლემა იყო თავად ფეხბურთელის სურვილი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე სურს ასპარეზობა 2016 წელს.. კონტეს დარწმუნება ასეთ მცირე სათამაშო დროის განმავლობაში კი ძალზედ რთულია. თუმცა, საქმეში ალეგრის ჩართვამ ვითარება განმუხტა და სასუოლოს ექს თავდამსხმელს წინ რამდენიმე თვე აქვს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენისთვის. სხვათაშორის მანჯუკიჩის არ ყოფნაში სწორედ ის ვიხილოთ ვერონას წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში.

წყარო: tuttojuve

2 thoughts on “ალეგრიმ ძაძას ტრანსფერი დაბლოკა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.