ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო:”ბაიერნი? 200%-ით უნდა დავიხარჯოთ”

ხუან კუადრადოს ჟურნალისტებმა საინტერესო კითხვით მიმართეს, რომელიც ეხებოდა გოლის აღვნიშვის დროს მის და პოლ პოგბას საერთო ცეკვას:“ამ ხელოვნებას გასახდელში ან ოთახში ვხეწავთ. პოლს ძალზედ უყვარს მუსიკა და პირად საუბარში არაერთხელ გვიკითხავს, თუ როგორ აღვნიშნავდით ამა თუ იმ მატჩში გატანილ ბურთს. ვგეგმავთ თუ არა მომდევნოს? ჯერჯერობით არ დაგვიწყია მუშაობა. რა სტილი მოგვწონს? რეგი და სამხრეთ ამერიკული ჰანგები”.. თუმცა, საუბარი მხოლოდ ხელოვნებას როდი შეეხო.. კოლუმბიელს მოახლოებულ მატჩზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება:

“რთული დაპირისპირება გველის.. მიუხედავად ამისა სამი ქულისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.. პრინციპში ასეთი დავალება და მიზანი ყოველ მომდევნო შეხვედრაში გვაქვს დასახული.. სხვაგვარად იუვენტუსის ცხოვრება წარმოუდგენელია. ვიბრძვით დაუღალავათ ერთადერთი მიზნისთვის, რომლის სახელი არის გამარჯვება. სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.. ეს არის ტურნირები სადაც ბოლომდე გვსურს ყოფნა. შიდა ასპარეზზე საუკეთესო კუთხით თუ არ წარმოვაჩენთ თავს, მაშინ ძალზედ გაგვიჭირდება, რადგან ბოლო პერიოდში კონკურენტები საგრძნობლად მოძლიერდნენ.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და როგორც სიხარულს ვუზიარებთ ერთმანეთს, ასევე ცუდ პერიოდსაც ერთად ვლახავთ. წინ გადამწყვეტი ხუთი თვე გველის, რომლისთვისაც მუხლჩაუხრელად ვემზადებით.

ტორინოს კარში გატანილი გოლი? გამარჯვების გარდა პირადი მოტივირებაც გამოიწვია, რადგან უკვე დიდი დრო იყო გასული რაც თავი არ გამომიჩენია. ხოლო ფლორენციელებთან უბრალოდ გამიმართლა.. საბედნიეროდ ეს მალევე მოხდა და შემდგომ დამსახურებული გამარჯვება ვიზეიმეთ. მოედანზე იმ ფსიქოლოგიით უნდა გავიდეთ, თითქოს ყოველი მომდევნო დაპირისპირება არის ფინალი.. და რეალურად სატურნირო ცხრილსაც, რომ გადავხედოთ ეს ასეა.

ჩემპიონთა ლიგა? ნებისმიერი გუნდი შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ იქნება იოლი. მანამდე კიდევ არის დრო, თუმცა დიდი ინტელექტით უნდა მივუდგეთ.. თითქოს მსოფლიო თასის ფინალს ველით. თითოეული ჩვენთაგანი 200%-ით უნდა დაიხარჯოს”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
8 years ago

ეს დატოვონ უნდა მე მგონი ჯობია იქნებ ოსკარიც მოაყოლონ აბა ისკო გამოირიცხა უკვე

LB19
8 years ago

Xipata :lool:

d a v i d
8 years ago
Reply to  LB19

:lool: :up:

giorgi nefaridz
8 years ago

აბა შენ იცი კვადრატა :lool:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x