ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი:”იუვე აქტიურად მუშაობს გუნდოგანის ტრანსფერზე”

Sky Sport 24-ის პოპულარული ჟურნალისტის ლუკა მარკეტის განცხადებით, ტურინელები მაქსიმალურად ცდილობენ გუნდოგანის გაფორმებას, თუმცა დორტმუნდელთა სახით გადაულახავ ბარიერს აწყდებიან. პარალელურად მასმედიის წარმომადგენელმა რამდენიმე სხვა გარიგებაზეც ისაუბრა:

მანდრაგორას საკითხზე ჯერჯერობით, მხოლოდ პირადი კონტრაქტია შეთანხმებული, თუმცა მაროტა აღარ აპირებს ძველი შეცდომის განმეორებას.. დიახ, რა თქმა უნდა საუბარი ეხება მარკო ვერატის საგას. ამჯერად მოქმედი ჩემპიონები ახალგაზრდა ფეხბურთელში შედარებით დიდი ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მაროტა 5 მილიონს და დამატებით ბონუსებს გაიღებს ნახევარმცველისთვის. როლანდო სეზონს ამჟამინდელ კლუბში დაასრულებს, ხოლო შემდგომ გუნდები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს გარიგება რაღაცით სტურაროს ისტორიას წააგავს.. ჯენოას და იუვეს ხელმძღვანელებს შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობა ხელს უწყობს ამ გარიგებას.

გუნდოგანი? მაროტა და პარატიჩი აქტიურად მუშაობდნენ და კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მათ მოსწონთ დორტმუნდელთა შუახაზელი და მზად იყვნენ მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის, თუმცა გერმანელთა ჯიუტი ხასიათის გამო ტრანსფერი ივნისამდე შეუძლებელი ხდება. ტურინელებს ეს ესმით, მაგრამ ნიადაგის მომზადების თვალსაზრისით არ აგდებენ მუშაობის ტემპს. იუვეს საკუთარი სტრატეგია და გეგმა აქვს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მოწონებას, თუმცა მეორეს მხრივ არიან პრემიერ ლიგის ბინადრები, რომლებსაც საკუთარი უპირატესობები აქვთ.. შედეგად ამიტომაც ცდილობს მაროტა უშუალოდ ფეხბურთელთან გამონახოს საერთო ენა.. გუნდოგანი თავის მხრივ წასვლაზეა ორიენტირებული და არ აპირებს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.

ძაძასთან დაკავშირებით პრინციპში ყველაფერი გარკვეულია. იუვემ 30 მილიონიანი წინადადებაც, რომ მიიღოს მას მაინც უარით გაისტუმრებს.. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირედით ნაკლები შემოთავაზება მაროტამ ცოტახნის წინ უკვე უარყო. სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა, სიმონეს ძალზედ აფასებს და არავინ უკარგავს იმ მოტივაციას, რაც თავდამსხმელს გააჩნია. ამ ეტაპზე გუნდში მყოფი ფორვარდებიდან ძაძას ყველაზე მცირედი აქვს მინდორზე გატარებული, მაგრამ მიუხედავად ამისა 5 ბურთის გატანა მაინც მოახერხა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ფორვარდი ყოველ 73 წუთში ერთხელ იჩენს თავს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და ერთიანი ძალებით, კლუბმა დაიყოლია ძაძა კლუბში დარჩენაზე”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Juvem vigac natho iyidao da vin aris xoo ar icit

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თვითონ ვერც პსჯ_ს აირჩევდა და ვერც იუვეს, სერია ბ_ში მოთამაშე 20 წლის ღლაპი. უბრალოდ მისი კარიერის განსანვითარებლად რო პსჟ_ში მისვლა ჯობდა და არა რეალში მაგას მე ვხვდებოდი აქედან და ალბათ მის საქმეში რა უკეთესი იყო თვითონ ვერატიც მიხვდებოდა და მჯერა რო პსჟ_ში მისვლა თვითონაც ერჩივნა

LB19
8 years ago

Verati juveshi ver ganvitardeboda ise rogorc exla aris psgshi. Iqneboda erti rigiti pexburteli maroneze odnav magali donis

jjj jjj
8 years ago

აქ რომ კითხო სასტავს ვერატიმ თავად აირჩია პსჟ :lool:

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  jjj jjj

შენ რო იყო რომელ გუნდში გადახვალ? იმ გუნდში სადაც მარკიზიო, პირლო, ვიდალი, პოგბა თამაშობს თუ იმ გუნდში სადაც კონკურენტებად სისოკო მატუიდი და ტიაგო მოტა გეყოლება? ვერატი რო იუვეში მოსულიყო ან მაგი ვერ მივიდოდა იმ დონეზე რა დონეზეც დღესაა და ან პოგბა, იმიტორო ორივეს ადგილს ვერანაირად ვერ გამონახავდა კონტე სასტავში

forza bianconeri
8 years ago

ძაძა რატო არ გაყიდა ბრუცოტამ :blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გუარინს გაჩითავს ეხა მაროტა :blin: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x