ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები ახლოს არიან მანდრაგორას გაფორმებასთან

იტალიური პრესის მტკიცებით როლანდო მონდრაგორას ტრანსფერი ტურინულ გრანდში პრაქტიკულად შემდგარია. თავდაპირველად პარატიჩიმ 1997 წელს დაბადებულ შუახაზელთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის თანახმადაც იგი 2021 წლამდე ტურინელთა საკუთრებაში იქნება. რაც შეეხება უშუალოდ კლუბებს შორის შეთანხმებას, ჟურნალისტების მტკიცებით ეს უკვე მოგვარებულია და ბიანკონერი 6 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს გაიღებს ნახევარმცველის სანაცვლოდ. საერთო ჯამში ციფრი 8-9 მილიონს უტოლდება. უშუალოდ ფეხბურთელზე კი რა უნდა ითქვას.. მან ნაყოფიერად წარმოაჩინა თავი და დი ბიაჯოს ყურადღებაც კი მიიპყრო, რომელმაც როლანდო ახალგაზრდულ გუნდში იახლა. საგულისხმოა ერთი გარემობა.. მონდრაგორათი ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.. ერთ-ერთი უკანასკნელი არის მადრიდის ატლეტიკო, რომელმაც ინფორმაცია მოითხოვა ნიჭიერ აპენინელზე.. თუმცა, როგორც უკვე გითხარით ფინიშის ხაზი მკაფიოდ ჩანს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა იუვე მორიგ ტალანტს გაიფორმებს.

წყარო: tuttosport

7 thoughts on “ტურინელები ახლოს არიან მანდრაგორას გაფორმებასთან

  1. არ ვიცი ვინ არის რა არის სასწრაფოდ ხარისხიანი ნახევარმცველი გვინდა გ უნდში ძაძა კიდე წავიდეს არ მიყვარს უკლასო მოთამაშე სუ რო იფრინოს უკლასოს ვერასდროს ავიტან იუვეში სკამზე მატრი ჯობია გვყავდეს :forza:

  2. მაროტა ბარემ მცჰედლიდზე მიიკვანე და კარტველი მაიმნც იკნება იუვეში. ჯენოა სასუელო უდინეზე. აი ტკვენი მაროტა მერე რაგაცა იკნება ალბატ. ტოფიც ვარდებაო ტაისტვისო ერხელო ხო გაგიგონიატ.

  3. ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. ახლოს არიან გაფორმებასთან. გუშინ დაიწერა, რომ პირადი კონტრაქტი შეთანხმდა და დღეს უკვე ჯენოასთანაც აგვარებენო.. თუმცა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

  4. საგოლ საგოლ უბრალოდ გადახედეათ მაროტას საკმიანობას რუგანი/სტურარო/ზაზა/ ბერარდი/ მანდრაგორა/ჩერი კალიარის რო კავს ნათხოვარი ეხლა ჩეზენადან ახალ პირლოს სენსის კიდულობენ ნახეთ რამდენი რა მაგარი და რა ახალგაზდა იტალიელი გვკავს და პლოუს პოგბა და დიბალა საოცარი თაობა ბრავო ბრავო :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.