ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ ნერი: ” “იუვენტუსი” ჩემთვის უძლიერესია “

ტურინის “იუვენტუსის” მომავალი მეტოქის “ვერონას” მთავარი მწვრთნელის აზრით, “სერია ა” -ს უძლიერესი გუნდი, სწორედ “ბებერი ქალბატონია”. ვერონელებმა მოქმედ სეზონში ჯერ ვერცერთი გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს და ამდენად, გასაკვირიც არაა, რომ დელ ნერის შეგირდები 8 ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ: “ მათ დაამტკიცეს, რომ ყველანაირი რეაბილიტაცია შესაძლებელია. ორი თვის წინ ყველა ფიქრობდა, რომ “ინტერი” ფავორიტი იყო, შემდეგ “იუვენტუსმა” შვიდი თამაში მიჯრიდ მოიგო. ჩემთვის, “ბიანკონერი” ჩემპიონატის უძლიერესი გუნდია, მაგრამ ზამთრის შესვენებიდან დაბრუნება ყოველთვის რთულია და იმედს ვიტოვებ, ჩემპიონებს რაიმეს გამოვტყუებთ. რა თქმა უნდა ისინი თამაშის კონტროლს შეეცდებიან, ჩვენ ჩვენი ხასიათის თვისებები უნდა ვაჩვენოთ: ტემპერამენტი, მოტივაცია და აგრესია. ფანებს ჩვენი სჯერათ და ის ფაქტი, რომ ამდენი გულშემატკივარი მოგვყვება ტურინში ამას ამტკიცებს. ” -აცხადებს დელ ნერი.

წყარო: football italia

4 thoughts on “დელ ნერი: ” “იუვენტუსი” ჩემთვის უძლიერესია “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.