ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანდრაგორამ შესაძლოა სტურაროს გზა გაიაროს

როლანდო მანდრაგორას ტრანსფერი ტურინულ გრანდში ოფიციალურ დადასტურებს კვლავაც ელის.. ნახევარმცველი, რომელიც არენდის წესით ასპარეზობს პესკარაში, ამ ეტაპზე ჯენოას საკუთრებაშია. იტალიელი ჟურნალისტების მოსაზრებით კი სრულებითაც არ არის გამორიცხული ახალგაზრდა შუახაზელმა სტეფანო სტურაროს ბედი გაიზიაროს და ვადაზე ადრე მოირგოს შავ-თეთრი მაისური. ტურინში, ამ საკითხს რეალურად განიხილავენ, რადგან რამდენიმე სატრანსფერო მიზანზე მოლაპარაკებები გართულებულად მიმდინარეობს. გუნდოგანი, ისკო, ბანეგა.. მაროტას გარკვეული სირთულეები აქვს მათ გაფორმებასთან.. ძირითად ხარვეზს ბუნებრივია კლუბები ქმნიან, რომლებსაც არ სურთ იანვარში საკუთარ ფეხბურთელებთან დამშვიდობება. ამ შემთხვევაში კი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაძლოა ვინოვოზე ნიჭიერი როლანდო მოვიდეს, რომლის ტრანსფერი თუ ისევ და ისევ ჟურნალისტებს დავუჯერებთ ჯუზეპე მაროტას უკვე ჯიბეში აქვს.

წყარო: tuttojuve

1 thought on “მანდრაგორამ შესაძლოა სტურაროს გზა გაიაროს

  1. მოვიდეს მოვიდეს. სხვა თუ არაფერი სტიმული იქნება დიდი ამ ასაკში ამ დონის გუნდში მოხვედრა. თავიდანვე უნდა მოიწამლოს შავ თეთრი სენით, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.