ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”ტურინელები ჰერერათი დაინტერესდნენ”

Tuttosport-ის მტკიცებით ბიანკონერი აქტიურად განაგრძობს მაღალკვალიფიციური ცენტრალური ნახევარმცველის ძიებას და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. გუშინდელ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ალეგრიმაც განაცხადა, რომ მაროტასთან კონსულტაციისას რამდენიმე ფეხბურთელის მახასიათებლები განიხილეს.. გუნდი კონკრეტულ ფიგურას ეძებს, ვინც ცენტრალურ ზონაში მეტ კრეატივს შექმნის. არავისთვის არის სიახლე, რომ გუნდოგანი არის ნომერ პირველი არჩევანი, თუმცა იტალიელებს დორტმუნდელთა სახით გადაულახავი ბარაიერი შეხვდათ და ამიტომაც გამოჩნდა ალტერნატიული ვარიანტები. ერთ-ერთი ასეთი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ანდრე ჰერერაა. აპენინელი ჟურნალისტების ინფორმაციით პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი ბრიტანეთში ვიზიტს გეგმავენ, სადაც მანჩესტერი-სოუნსის დაპირისპირებას დაესწრებიან და წითელი ეშმაკების ნახევარმცველს საქმეში იხილავენ.

წყარო: Tuttosport

5 thoughts on “Tuttosport:”ტურინელები ჰერერათი დაინტერესდნენ”

  1. დაანებეთ ამ ჟანგიან ფეხბურთელებს თავი. ისკო გიოტცე გუნდოგანი. სამივეს აცრუებული აქვს გული თავიანთ გუნდებზე და გაისროლეთ და მოიყვანეთ რაა მაროტა ხარ თუ პარიტიჩი. ერთი ხმაურიანი ტრანსფერი ნუთუ არ გვეკუთვნის 10 წელიწადში ერთხელ ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.