ალეგრი: ” “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში დავბრუნდით “
2016 წელი “იუვენტუსმა” შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ჩემპიონატის აუთსაიდერი “ვერონა” დამაჯერებლად 3-0 დაამარცხეს. გასულ შეხვედრასა და თავის მიერ მატჩისწინ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მასიმილიანო ალეგრი საუბრობს…
” ბიჭებმა კარგი სამუშაო შეასრულეს, შეძლეს რა შესვენების შემდეგ ჩემპიონატზე გადმორთვა და არ მისცეს მეტოქეებს ერთი სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებაც კი, რომ არ ჩავთვალოთ ჯიჯი ბუფონის შესანიშნავი სეივი. “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში დავბრუნდით და ეს მნიშვნელოვანია. ზედიზედ რვა მატჩის მოგება შევძელით, ახლა გვმართებს სიმწიფეს მივაღწიოთ. ჩვენ მიზნად რჩება, ბოლო ექვს რაუნდს სახარბიელო პოზიციაში შევხვდეთ.”
” ძაძა? სიმონე კარგად ასპარეზობს და საშუალოდ თამაშში გატანილი გოლების მიხედვით, კარგი შედეგიც აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ სათადარიგოთა სკამი მნიშვნელოვანია, ძაძამ ყოველ ჯერზე მოედანზე გამოსვლისას კარგად წარმოაჩინა თავი. სამ ტურნირზე ვასპარეზობთ და მინდა, ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს. იყო თუ არა მორატა მოწყენილი? მას ამის მიზეზი არ გააჩნია. რაც უფრო ცუდ განწყობაზეა ადამიანი, მით უფრო ცუდად მიდის ყველაფერი. არ დაგვავიწყდეს, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე ალვარომ ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. “
“რატომ ითამაშა კასერესმა? ვიფიქრე, რომ ასეთ თამაშში ის რუგანიზე უფრო ეფექტური იქნებოდა. კასერესს რეაბილიტაცია სჭირდება, რუგანის კი მწვრთნელისა და გუნდის რწმენა აქვს. აუცილებლად იპოვის თავის ადგილს და სეზონის ბოლოსაც ჩვენს გვერდით დარჩება. ” -აცხადებს ალეგრი.
“ვიასპარეზებ თუ არა სამპდორიას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში? ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს.. თუმცა, ჩემი სურვილი რომ იყოს თითოეულ მატჩში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. ნებისმიერ შემთხვეაში მთავარი არის გამარჯვება. ჩემი შედეგიანობა მცირე სათამაშო დროის ფონზე? ყოველთვის მოხარული ვარ გატანილი ბურთით, მას დიდი ემოცია და თავდაჯერებულობა მოაქვს. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, შექმნილი კონკურენტუნარიანობის ფონზე ფაქტიურად არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. უნდა ვეცადოთ მსგავს სტილში გავაგრძელოთ თამაში და ქულათა მაქსიმუმს მოვუყაროთ თავი”– განაცხადა მატჩის შემდეგ სიმონე ძაძამ..
იუვენტუსი კიდე გახდება იტალიის ჩემპიონი
იუვენტუსს აუცილებლად დაუდგება დილემა თუ ბაიერნის ბარიერი გადალახა. ჩემპიონთა ლიგას მიანიჭოს უპირატესობა თუ სერია “ა”-ს? ამ შემადგენლობით ორივე ასპარაზზე ერთნაირად ვერ იბრძოლებს. შარშანდელი შემადგენლობა და პლიუს დიბალა მანჯუკიჩი 100% შეძლებდა ორივე ფრონტზე ბრძოლას. ამ შემადგენლობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ ჯერ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ აქვს (მომავალი სეზონი მათი იქნება). ასე რომ თუ ბაიერნი გავიარეთ ალბათ სერია “ა” შეეწირება ჩემპიონთა ლიგას.
Martlac kargat daviwyet gilocavt..ver gamigia am zazas rato lanzgaven kaci shemodis gaaq meti raqnas 10w.hetriki aketos?moratas rajirs ashkarad ar umartlebs ligaze gautans bavarias mjera.erti super transferi dados marotam da zlieri gundi vart..skudetos ar mogebit wels tragedia araa mtavaria liga
ინტერზე უფრო ნაპოლისი მეშინია მე შეკრული კოლექტივია მაგარი თორე ინტერი კი კარგად მიდის მაგრამ დაეწყებათ ჩავარდნა და მომენტალურად ჩამოცილდებიან სკუდეტოს
კარგია ჯუვე მასე გაანაგრდზეტ
დაიკიდეთ ინტერი! ის აუცილებლად ჩაიძირება, უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ფეხის დაცდენა და ფსიქოლოგიურად დაიშლებიან.. რაც შეეხება ძაძას, მგონია, რომ მისი გაბრწყინება შემდეგი სეზონიდან დაიწყება, როცა მანჯუკა ვეღარ გაქაჩავს.. თუ ბერარდიც მოვა, მაშინ ძალიან ათამაშდება..
ისე, პოგბას მაგრად გაეხსნა და ძალიან კარგი პასიც მიიღო..
ვერ დავწერე ავტორიზაციის გარესჰე და კარგია ესე
Sahool
მეც ეგრე მგონია. 1 – 0-ების რეკორდზე მიდიან მგონი, თუ უკვე არ მოხსნეს