ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: ” “იუვენტუსმა” შემცვალა “

კიდევ ერთი გოლი, კიდევ ერთი საგოლე გადაცემა და კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში პაულო დიბალასგან. “იუვენტუსის” ახალგაზრდა 21 ნომერი “ვერონასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რასაკვირველია, ყურადღების ცენტრში იყო: “ “იუვენტუსის” მაისური მნიშვნელოვანია, მისი ტარებისას 11 ლომივით თამაში გვმართებს. ვერონელებთან კარგი შეხვედრა მოვიგეთ, მართალია, მეორე გატანილი გოლის შემდეგ მეტოქეებს მცირედის უფლება მივეცით, მაგრამ, ლეონარდოს წყალობით, ბევრი არ გაგვირისკავს. ჯარიმა? განმეორების ყურების შემდეგ უნდა ვთქვა, კარგად გამომივიდა, მეკარეს შანსი არ ჰქონდა, ბურთს მისწვდომოდა. ვარჯიშებზე ჯარიმების დარტყმას ხშირად ვამუშავებ ხოლმე, თანაგუნდელები ბევრს ვეცილებით სტანდარტულების შესრულებაში ერთმანეთს. მოვიგე თუ არა ეს რბოლა მე? არა, ასე არაა, მაგრამ მიხარია, რომ გოლი გატანა შევძელი. თავს ლიდერად არ ვგრძნობ, აქ ბევრი მნიშვნელოვანი და გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. როცა “იუვენტუსში” მოვედი, შევიცვალე, მივხვდი, რომ ხასიათი ყველაფერია. ახლა როცა ბურთს ვკარგავ, მაშინვე მის დასაბრუნებლად ვიწყებ ბრძოლას. ” -აცხადებს დიბალა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

64 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 means ALLE
10 means ALLE
8 years ago

დიდი მოწონების და აღფრთოვანების მიუხედავად ნაადრევი მგონია დიბალას ალექსასთან ან მესისთან შედარება.წარმატებებს ვუსურვებ.

ისე დღეიდან მალიორკას ფანი გავხდი :) მაგარია ბავშვობა გამახსენდა :D

ნეტა როდის მოვა დრო როცა ალექსას გავრთნილი იუვე ზიდანის რეალს ჩაუტარებს მასტერკლასს :forza: :forza: :forza:

DeL_PieRoOo
8 years ago

:forza:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

BURATINO

გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის :juvee:

| Newsphere by AF themes.
64
0
Would love your thoughts, please comment.x