ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ასამოა:”მძიმე პერიოდში გუნდი მუდამ გვერდით მედგა”

“დღეისათვის თავს მშვენივრად ვგრძნობ.. საბედნიეროდ რთულ მომენტში ჩემთან ოჯახის წევრები იყვნენ და არამარტო.. გუნდი სრული შემადგენლობით მეხმარებოდა.. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გვერდიდან არ მომშორებია. ყოველთვის მამხნევებდნენ და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდნენ.. მერწმუნეთ ასეთი რამ მსგავს ნეგატიურ პერიოდში არის საოცრება”– საუბრობს ბიანკონერის ოფიციალურ არხთან იუვეს განელი შუახაზელი კვადვო ასამოა.

“სეზონის სტარტი არასარბიელოდ დავიწყეთ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მალევე შეიცვალა. გვაქვს მიზანი, რომელიც გვიბიძგებს ვიფიქროთ მხოლოდ გამარჯვებაზე. ბუნებრივია კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ იოლი არ იქნება, მაგრამ მზად ვართ ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდოთ და მათ შორის ახალწვეულებს.

სატურნირო ცხრილი? ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, როგორ ასპარეზობენ კონკურენტები. მთავარი არის შედეგი, რომელსაც კონკრეტულ მატჩში მივაღწევთ. სამპას წინააღმდეგ მძიმე შეხვედრა გველის, მითუმეტეს მომავალმა მეტოქემ გენუურ დერბიში თავი კარგი კუთხით წარმოაჩინა.. მიუხედავად ამისა გვაქვს მიზანი, რომლისთვისაც მივიღწევთ და ვიცით, როგორ უნდა მოვიპოვოთ წარმატება. გავემგზავრეთ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებისთვის”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x