ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ვერონა” (ფეხბურთელების შეფასებები)

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსი”-ს ფეხბურთელების შეფასებებს “ვერონა”-სთან გამართული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 6.5 – შესანიშნავი რეაქცია პაცინის დარტყმულზე, რის შემდეგაც მთელი მატჩის განამვლობაში უსაქმოდ იყო.

კასერესი – 6.5 – ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ალეგრიმ ფსონი ვეტერანზე გააკეთა და მანაც არ გაუცრუა მწვრთნელს იმედები..

რუგანი – შეფასების გარეშე

ბონუჩი – 6.5 – საფირმო სტილში, თავური დარტყმით წერტილს უსვავს ვერონას ასპარეზობას.

კიელინი – 6.5 – სწორი გადაცემები და უზადო ართმევები.. შემდგომ შეხვეული თავი – სრულად შეასრულა საკუთარი რეპერტუარები.

ლიხტშტაინერი – 6.5 – სრულად აკონტროლებს საკუთარ ფლანგს და აქტიურად ერთვება შეტევებში.. ერთ ეპიზოდში გოლის გატანაც შეეძლო.

ხედირა – 6 – შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გადის ფონს.. მეორეს მხრივ არ ტოვებს საკუთარ ზონას, არადა რიგ შემთხვევებში ასეთი ძლიერი იუვეს და სუსტი ვერონას ფონზე ნამდვილად შეეძლო .

სტურარო – 6 – მოედანზე ჩნდება მაშინ, როდესაც ანგარიში არის 2-0.. პრაქტიკულად ამხანგურ რანგში გადასულ შეხვედრაში ნამდვილად არ იყო სიკვდილ-სიცოცხლის სტილშო ორთაბრძოლა.

მარკიზიო – 6.5 – ყველაზე სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ კლაუდიო გამოტოვებს სამპდორიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო. ვერონასთან კი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო.

პოგბა – 7 – სიცოცხლე შესძინა ბურთს.. ძალზედ აქტიური და მობილურია.. აქტიურად მონაწილეობს შემტევ მანევრირებებში და აკეთებს საგოლე გადაცემას.

ალექს სანდრო – 7 – როდესაც ბრაზილიური მატარებელი სწორად მოძრაობს რელსზე, მაშინ ევრას მოცდა უწევს..

მორატა – 6.5 – გატანილი გოლი არც ამჯერად შედგა, მაგრამ უხვად ურთიერთქმედებს პარტნიორთან.

ძაძა – 6.5 – განაახლა რეკორდი, გოლი/მოედანზე გატარებული წუთები..

დიბალა – 7.5 (საუკეთესო ფეხბურთელი) – პირლოს იტალიის ჩემპიონატში სათანადო შემცვლელი გამოუჩნდა. შესანიშნავი სტანდარტი, საგოლე გადაცემა ბონუჩიზე და 10-მდე მანევრი მეტოქის ზღუდეების გასარღვევად.

ალეგრი – 7 – შესანიშნავი სტარტი. წელიწადის პირველი მატჩები მისი სტიქიაა. სუსტი თუ ძლიერი, გამარჯვება, გამარჯვებაა და თან უკვე ზედიზედ მე-8-ე..

წყარო: La Gazzetta dello Sport

9 thoughts on ““იუვენტუსი” – “ვერონა” (ფეხბურთელების შეფასებები)

  1. ყველამ კარგად ითამაშა. ერთადერთი ხედირა არ მომწონს. შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ უფრო ეფექტურიც შეუძლია იყოს.

  2. დიბალამ საოცრად მოუმატა, მარკიზიო ჩვენი ჯილაა, პოგბა – შავი მარგალიტი. დაცვა და მეკარე – უზადო. ზაზა – ქილერი, მაგრამ ზედმეტად უხეში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.