ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა (08/01/16)


მოგესალმებით იუვენტინოებო, მოგილოცავთ ყველას შობა ახალ წელს. წარმატებული წელი ყოფილიყოს როგორც პირად, ასევე ტურინულ ცხოვრებაში…
განახლდა იტალიის ჩემპიონატი და ვაგრძელებ ჩვეულ მიმოხილვებს..

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში იუვენტუსი შინ დაუხვდა აუტსაიდერ ვერონას და ადვილი გამარჯვება იზეიმა 3-0.
აღსანიშნავია მორიგი საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი, რომელიც პაოლო დიბალას ანგარიშზეა. ასევე ძაძას გოლი მცირე სათამაშო დროში და ბონუჩის კომპენსაცია კარპისთან გატანილი ავტოგოლის შემდეგ.

რაც შეეხება თავად მატჩსა და ტაქტიკას. ალეგრიმ ჩვეულ 3-5-2ს მიმართა. ბარძალისა და მანჯუკიჩის არ ყოფნაში ძირითადში გამოჩნდნენ მორატა და კასერესი.. დანარჩენი 9 ფეხბურთელი უცვლელი იყო, როგორც ამას ბოლო თამაშებიდან მივეჩვიეთ.

მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე რთულია გადმოცე თუ რა ხდებოდა მთელი 90 წუთის განმავლობაში.. იყო შექმნილი საგოლე მომენტები მასპინძლების მხრიდან, რომელი მომენტებიდან 3 იქნა რეალიზებული.. რაც შეეხება სტუმართა გუნდს, მათ ერთი-ორჯერ შეასრულეს სტანდარტული მდგომარეობა და პაცინისგან ვიხილეთ იუვეს კარის მიმართულებით დარტყმა, ეს იყო და ეს.

ეხლა კი მინდა ჩემი გულისწყვეტა და კრიტიკა გამოვთქვა..

რატომ კასერესი და არა რუგანი?
შეიძლება მიპასუხოთ, რომ კასერესს ყიდიან და მაგიტომ ათამაშებენო, მაგრამ რას ნიშნავს ეს? კასერესი 1-2 მატჩს ისე მაგრად ჩაატარებს რომ მსურველები გამოუჩნდება? აბსურდია.. რუგანი კიდევ იჩაგრება, ის იუვეს მომავალი, ჯერ ბარძალი, შემდეგ კიდევ კიელინის შემცვლელი. ასე, რომ მაქსიმალურად უნდა დაეთმოს დრო და არა ფეხბურთელს, რომელიც უკვე წასასვლელადაა გამზადებული.

რატომ ხედირა და არა სტურარო?

გუნდში თამაშობს 3 ნახევარმცველი სადაც პოგბა და მარკიზიო ერთდროულად უტევს და ასევე შლის მეტოქის შეტევებს, ხედირა კი რას აკეთებს? ნელი მოძრაობებით გადაადგილდება და ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ ერიდება ბურთზე ბრძოლას და თუ შედის კონტაქტში 2-3 წუთი ,,წამოწოლილია მინდორზე”.. არ ვიცი სახელი აქვს და მაგიტომ აყენებენ ძირითადში? ხელფასს უხდიან დიდს და სკამზე ვერ სვამენ? ამ დროს კი რა ხდება? სტურარო ეწირება მას. ხედირას ათამაშებს, რომ ფორმაში შევიდესო, კი მაგრამ 2 თვე უნდა ფორმაში შესვლას?!

რატომ მორატა და არა ძაძა?

იგივე შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაშიც. მორატა ლიგის კაცია, მორატამ შარშან ბევრი გაუკეთა იუვეს და ასე შემდეგ. გავიგე!!! მაგრამ რა ხდება წელს??? რით იმსახურებს ძაძაზე მეტ სათამაშო დროს??? არ შეიძლება ერთი ფეხბურთელის ფომაში შეყვანის გამო მეორე იჩაგრებოდეს. ძაძამ მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლებ სათამაშო დროში 6 გოლი გაიტანა 3-ვე ტურნირზე და არცერთი გოლი არ გაუტანია ცარიელ კარში ან ადვილი პოზიციიდან! ძაძა და მისი ცაცია ფორმაშია!

მოკლედ იუვენტინოებო, არვიცი ვინ როგორ დამეთანხმება თუ შემედავება, მაგრამ ფაქტი ერთია ძაძა-სტურარო-რუგანი მეტია ამ დროს ვიდრე მორატა-ხედირა-კასერესი. რატომ ღებულობს ალეგრი ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიცი, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი..

ეხლა კი გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც პირადი მოსაზრებით შევადგინე:

ბუფონი – 6 (არც ჰქონია ბევრი საქმე)
კასერესი – 6 (სტაბილურად უმკლავდება მეტოქის იშვიათ შეტევებს)
ბონუჩი – 6.5 (გოლი)
კიელინი – 6.5 (იბრძვის ყველა ბურთს, ჩვეული თავგანწირვა მისი მხრიდან)
ლიხშტაინერი – 6 (აქტიურია პირველ ნახევარში, ჰქონდა გოლის გატანის შანსი, როდესაც ყველასათვის მოულოდნელად აღმოჩნდა მარცხენა ფლანგზე მეტოქის საჯარიმოში)
ალექს სანდრო – 6,5 (მისი ფლანგის ბატონ-პატრონია, აქტიურია ბრაზილიელი მე-12 ნომერი. აპლოდისმენებს იმსახურებს)
მარკიზიო – 6.5 (პრინციპინო როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, რაც ყველა იუვენტუსის გულშემატკივრისათვის სასიხარულოა)
პოგბა – 6,5 (შესამჩნევია მასში საკუთარი თავის რწმენა, დაფასება ატარებდე იუვენტუსის 10-ნომრიან მაისურს, მონდომებულია, ახდენს ტექნიკის დემონსტრირებას და საგოლე პასს ძაძაზე)
ხედირა – 6 (თანაგუნდელების სახრჯზე გადის ფონს, ზარ-ზეიმით მოყვანილი ხედირას ნახევარია)
დიბალა – 7 (გოლი, საგოლე გადაცემა და უამრავი აქტიურობაა მისი მხრიდან, ბრავო პაოლო, ყოველთამაშში ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებსა და მასში გადახდილ სატრანსფერო თანხას)
მორატა – 5 (უკომენტაროდ)
რუგანი – (შეფასების გარეშე მცირე სათამაშო დროის გამო)
სტურარო – 6 (სტაბილურად აქტიურობა და ბრძოლა მისი მხრიდან)
ძაძა – 6,5 (შემოვიდა, გაიხსნა პასზე, გაიტანა, ბრავო სიმონე!)

,,ბ რ ა ვ ი ს ი მ ო”
ალეგრი – 6,5 (აპლოდისმენტები ალეგრის, რომელმაც ასე კარგად შექმნა ერთიანი მექანიზმი, რომელიც 8 ტურია უმაღლეს დონეზე მუშაობს. ერთი წუნი ჩემი მხრიდან ძაძა-სტურარო-რუგანის ფაქტორიდან გამომდინარე, სხვა დანარჩენი 5+)

დიდი მადლობა ყველას, ვინც ინტერესით კითხულობთ ჩემს ყოველკვირეულ მიმოხილვას… თქვენი ერთგული იუვენტინო ,,QASRA

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

51 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Q A S R A
Q A S R A
8 years ago

დიბალა ძაძას შედარება :lool: :lool: :lool:

1juve
1juve
8 years ago

Chgen martivad vuyurebt tuara ise Zan rtulia gvardiolas + bavariis gagdeba tan mervedfinalshi. Ragaca originaluri unda moifiqros alegrim, iseti rasac gvardiola AR elodeba, 3-5-2 magari gashifruli eqneba gvardiolas

1juve
1juve
8 years ago

ARA ukan daxeuli forvardi is iqneba mag tamashshi vinc centrforvardi iqneba, dibala da manjuka ro daayenos ertad an orivem ertidaigive saqme unda aketos an manjuka 90 Dan 80 wuti usaqmod unda idges moedanze, usaqmod mdgar cenrforvards kide jobia naxevardacvashi davamatot 1 Kaci, manjukas ukan flangebze kvadrado da sandro Tu dadge erterti minimum 1 sagole pass gaaketebs, dacvashi vafshe kedlebi gveyoleba flangebze, flangebia gavariasi sashishi tuara centrshi shevwamt

jjj jjj
8 years ago

რატო არ მიაკარებენ ერთი ბურთთან დიბალას გამაგებინეთ ვინმემ :mrgreen: მოდი რაა ძაძამ რო გოლი გაუტანა სევილიას ისეთი შეუქმნან დიბალას (განსაკუთრებით ძაძამ) და მერე იძახეთ ძაძა ჯობია დადგეს ლიგაზე ვიდრე დიბალაო :mrgreen: ის რაც დიბალამ ქნა ძაძას გოლზე, ჩვენი თავდამსხმელებიდან ვერცეთი ვერ იზამს და ის რაც ძაძამ ქნა (გაიგდო ბურთი, გაიქცა დაღლილ მცველებთან და გაიტანა) პ.ს არ ვაკნინებ ძაძას დამსახურებას მაგ თამაშში ან რამე… ყველა თავდამსხმელს შეუძლია ქნას. ძუნძულიჩა დიბალაა ძირითადი თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი, აგერ ნახეთ და თუ არ მოგწონთ გადით აქციებზე და მოითხოვეთ ალეგრის გადადგომა :mrgreen:

1juve
1juve
8 years ago

Xo meore forvardi sxva AR gvyavs Mara, bavariastan me magis rols ver vxedav moedanze, kvadrado da sandro ufro gamogvadgeba ukan daxeul shemtevebad

snuff-juve
8 years ago
Reply to  1juve

რატომღაც მგონია ევრას დააყენებს პირველ ტამაშში არადა მე სანდრო უფრო მინდა და კუადრადოს უკან დახეულ შემტევად თამაშს დიბალა აღარ ჯობია?სწრაფი და ტექნიკური კია კუადრადო მარა მაინც ბევრ შეცდომებს უშვებს და გოლის გატანასთანაც პრობლემა აქ მე რასაც წელს ვუყურებ:D

snuff-juve
8 years ago

რა შუაშია დიბალამ რა ქნა ლიგაზე?ეგ ერთადერთი ფეხბურტელია რომელიც ნახ დაცვას აკავშირებს თავდასხმასთან და ყველა ვარიანტში უნდა იტამაშოს ან რომელი ბავარიის ნახევარმცველი არ მიაკარებს ბურთთან?

Lb19
Lb19
8 years ago

Dybalam miuxedavad imisa rom goli ver gaitana jer ligaze yvela tamashshi erterti sauketeso iyo

1juve
1juve
8 years ago

Bufoni – lixshtaieri bonuchi kielini evra – kvadrado sturaro markizio pogba sandro – manjuka
am sastavit seriozul winaagmdegobas gavuwevt bavarias

1juve
1juve
8 years ago

Dibalam Ra qna ligaze? Bavariis naxevarmcvelebi magas burttan AR miakareben, vafshe eti shemtevit unda vitamashot, manjukchit an zazati

snuff-juve
8 years ago

პირველ თამაშში სავარაუდოდ მანჯუკიჩი ითამაშებს დიბალასთან ერთად და განმეორებითში ეორე ნომრად მოგვიწევს თამაში და მანდ კონტრშეტევებზე მორატა უნდა იყოს.რაც შეეხება ძაძას მაგი სერია აში შეიძლება კიდე დააყენო ძირითადში ლიგაზე და ესეთ ძლიერ გუნდთან არავინ იცის რას იზამს ასე რომ მორატა-მარიო იქნება მტავარი ძალა ბავარიასთან ნუ დიბალასთან ერთად რა ტქმა უნდა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მე მაინც მჯერა ამ თამაჰი მანჯუ მოგვიტანს იმასაც რასაც ასე ველოდებით ის ბაიერს კარგად იცნობს და ამიტო მაქ მაგის იმედი. აქ იტყვის თავის სიტყვას, და რაქმაუნდა ჯიჯის არ მეჰინა ბაიერნის კარჰი სუპერ მეკარე გვყას. ცარმატება ჯუვე. ცარმატება იუვეს ბალეჰიკებო. :juvee: :forza:

Lb19
Lb19
8 years ago

Didi albatobit madridshic dabrundeba :chuvak: mandzukac araa patara egec wava male da gvrcheba mkvleli dueti zaza da dybala :forza: :forza: :lool:

Lb19
Lb19
8 years ago

Me morataze rac movida magis mere vambob rom ar mevaseba :chuvak: ra vqna tipi uklasoa chemi azrit ai eg aris uklaso da ara zaza romelic amoichemet ratomgac aq bevrma :chuvak: uklasoeba aris is rom moratas gamo pirvel adgilze ver gavedit jguphsi :chuvak: araa pormashi da pormashi myopic ar wyvitavs varskvlavebs eg morata da isev zaza iyos mandzukas shemcvleli an dziritadi mirchevnia :chuvak: exla realtan da barsastan golebs gamaxsenebt mara egec gamartleba iyo chveulebrivi tevezis dartymulebs cariel karshi agorebda da eg iyo :chuvak: nu 1-2 kargi golic gaitana mara me mainc uklaso mgonia jerjerobit :lool:

giorgi nefaridz
8 years ago

ბაიერნთან ჯობია ფორმაში შესული ხედირა იყოს ვიდრე სტურარო. სრურაროს კიდევ ექნება შანსები. ასევე ძალიან დიდი ძალა იქნება ასამოა მანაც უნდა მოასწროს ფორმაში შრსვლა. რაც შეეხება მორატას მისი სისწრაფე და ტექნიკა უფრო გაზრდის ჩვენს შანსებს ვიდრე ზაზას ბრძოლისუნარიანობა

dato
dato
8 years ago

გეთანხმებით, თუ გახსოვთ ფერგუსონი რონალდოს პირველ ცელს იშვიათად ათამაშებდა, რაიკაარდი მესის

| Newsphere by AF themes.
51
0
Would love your thoughts, please comment.x