ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა (08/01/16)


მოგესალმებით იუვენტინოებო, მოგილოცავთ ყველას შობა ახალ წელს. წარმატებული წელი ყოფილიყოს როგორც პირად, ასევე ტურინულ ცხოვრებაში…
განახლდა იტალიის ჩემპიონატი და ვაგრძელებ ჩვეულ მიმოხილვებს..

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში იუვენტუსი შინ დაუხვდა აუტსაიდერ ვერონას და ადვილი გამარჯვება იზეიმა 3-0.
აღსანიშნავია მორიგი საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი, რომელიც პაოლო დიბალას ანგარიშზეა. ასევე ძაძას გოლი მცირე სათამაშო დროში და ბონუჩის კომპენსაცია კარპისთან გატანილი ავტოგოლის შემდეგ.

რაც შეეხება თავად მატჩსა და ტაქტიკას. ალეგრიმ ჩვეულ 3-5-2ს მიმართა. ბარძალისა და მანჯუკიჩის არ ყოფნაში ძირითადში გამოჩნდნენ მორატა და კასერესი.. დანარჩენი 9 ფეხბურთელი უცვლელი იყო, როგორც ამას ბოლო თამაშებიდან მივეჩვიეთ.

მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე რთულია გადმოცე თუ რა ხდებოდა მთელი 90 წუთის განმავლობაში.. იყო შექმნილი საგოლე მომენტები მასპინძლების მხრიდან, რომელი მომენტებიდან 3 იქნა რეალიზებული.. რაც შეეხება სტუმართა გუნდს, მათ ერთი-ორჯერ შეასრულეს სტანდარტული მდგომარეობა და პაცინისგან ვიხილეთ იუვეს კარის მიმართულებით დარტყმა, ეს იყო და ეს.

ეხლა კი მინდა ჩემი გულისწყვეტა და კრიტიკა გამოვთქვა..

რატომ კასერესი და არა რუგანი?
შეიძლება მიპასუხოთ, რომ კასერესს ყიდიან და მაგიტომ ათამაშებენო, მაგრამ რას ნიშნავს ეს? კასერესი 1-2 მატჩს ისე მაგრად ჩაატარებს რომ მსურველები გამოუჩნდება? აბსურდია.. რუგანი კიდევ იჩაგრება, ის იუვეს მომავალი, ჯერ ბარძალი, შემდეგ კიდევ კიელინის შემცვლელი. ასე, რომ მაქსიმალურად უნდა დაეთმოს დრო და არა ფეხბურთელს, რომელიც უკვე წასასვლელადაა გამზადებული.

რატომ ხედირა და არა სტურარო?

გუნდში თამაშობს 3 ნახევარმცველი სადაც პოგბა და მარკიზიო ერთდროულად უტევს და ასევე შლის მეტოქის შეტევებს, ხედირა კი რას აკეთებს? ნელი მოძრაობებით გადაადგილდება და ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ ერიდება ბურთზე ბრძოლას და თუ შედის კონტაქტში 2-3 წუთი ,,წამოწოლილია მინდორზე”.. არ ვიცი სახელი აქვს და მაგიტომ აყენებენ ძირითადში? ხელფასს უხდიან დიდს და სკამზე ვერ სვამენ? ამ დროს კი რა ხდება? სტურარო ეწირება მას. ხედირას ათამაშებს, რომ ფორმაში შევიდესო, კი მაგრამ 2 თვე უნდა ფორმაში შესვლას?!

რატომ მორატა და არა ძაძა?

იგივე შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაშიც. მორატა ლიგის კაცია, მორატამ შარშან ბევრი გაუკეთა იუვეს და ასე შემდეგ. გავიგე!!! მაგრამ რა ხდება წელს??? რით იმსახურებს ძაძაზე მეტ სათამაშო დროს??? არ შეიძლება ერთი ფეხბურთელის ფომაში შეყვანის გამო მეორე იჩაგრებოდეს. ძაძამ მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლებ სათამაშო დროში 6 გოლი გაიტანა 3-ვე ტურნირზე და არცერთი გოლი არ გაუტანია ცარიელ კარში ან ადვილი პოზიციიდან! ძაძა და მისი ცაცია ფორმაშია!

მოკლედ იუვენტინოებო, არვიცი ვინ როგორ დამეთანხმება თუ შემედავება, მაგრამ ფაქტი ერთია ძაძა-სტურარო-რუგანი მეტია ამ დროს ვიდრე მორატა-ხედირა-კასერესი. რატომ ღებულობს ალეგრი ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიცი, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი..

ეხლა კი გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც პირადი მოსაზრებით შევადგინე:

ბუფონი – 6 (არც ჰქონია ბევრი საქმე)
კასერესი – 6 (სტაბილურად უმკლავდება მეტოქის იშვიათ შეტევებს)
ბონუჩი – 6.5 (გოლი)
კიელინი – 6.5 (იბრძვის ყველა ბურთს, ჩვეული თავგანწირვა მისი მხრიდან)
ლიხშტაინერი – 6 (აქტიურია პირველ ნახევარში, ჰქონდა გოლის გატანის შანსი, როდესაც ყველასათვის მოულოდნელად აღმოჩნდა მარცხენა ფლანგზე მეტოქის საჯარიმოში)
ალექს სანდრო – 6,5 (მისი ფლანგის ბატონ-პატრონია, აქტიურია ბრაზილიელი მე-12 ნომერი. აპლოდისმენებს იმსახურებს)
მარკიზიო – 6.5 (პრინციპინო როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, რაც ყველა იუვენტუსის გულშემატკივრისათვის სასიხარულოა)
პოგბა – 6,5 (შესამჩნევია მასში საკუთარი თავის რწმენა, დაფასება ატარებდე იუვენტუსის 10-ნომრიან მაისურს, მონდომებულია, ახდენს ტექნიკის დემონსტრირებას და საგოლე პასს ძაძაზე)
ხედირა – 6 (თანაგუნდელების სახრჯზე გადის ფონს, ზარ-ზეიმით მოყვანილი ხედირას ნახევარია)
დიბალა – 7 (გოლი, საგოლე გადაცემა და უამრავი აქტიურობაა მისი მხრიდან, ბრავო პაოლო, ყოველთამაშში ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებსა და მასში გადახდილ სატრანსფერო თანხას)
მორატა – 5 (უკომენტაროდ)
რუგანი – (შეფასების გარეშე მცირე სათამაშო დროის გამო)
სტურარო – 6 (სტაბილურად აქტიურობა და ბრძოლა მისი მხრიდან)
ძაძა – 6,5 (შემოვიდა, გაიხსნა პასზე, გაიტანა, ბრავო სიმონე!)

,,ბ რ ა ვ ი ს ი მ ო”
ალეგრი – 6,5 (აპლოდისმენტები ალეგრის, რომელმაც ასე კარგად შექმნა ერთიანი მექანიზმი, რომელიც 8 ტურია უმაღლეს დონეზე მუშაობს. ერთი წუნი ჩემი მხრიდან ძაძა-სტურარო-რუგანის ფაქტორიდან გამომდინარე, სხვა დანარჩენი 5+)

დიდი მადლობა ყველას, ვინც ინტერესით კითხულობთ ჩემს ყოველკვირეულ მიმოხილვას… თქვენი ერთგული იუვენტინო ,,QASRA

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

51 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato
dato
8 years ago

იგივე სიტუაციაა ხედირას შემთხვევაში ხედირა თუ ფორმაში შესვლას მოასწრებს ბაიერნთან შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც შეხება მორატას და ძაძას შემთხვევას იგივეა მორატას ფიზიკური ფორმა არ აქვს დაკარგული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ძაძას კი ყველაფერი რიგზე აქვს და უკეთესი იქნება რომ ყველა გყავდეს ფორმაში ვიდრე ვინც არაა ფორმაში ის საბოლოდ ჩაკლა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დიდი ბოდისჰით ასეთი შეფასებისთვის მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვნ ფეხბურთი არ გესმით, კიდევ ერთხელ ბოდიში; ახლა ჩემ მოსაზრებას გეტყვით 1) რუგანი მართალია მომავალია გუნდის მაგრამ ასაკიდან გამომდინარე არასაიმედოა, კასერას დიდი გამოცდილება აქვს და ნუ დაგვავიცყდება, რომ ბაიერთან მერვედ ფინალი ახლოვდება იმ შემთხვევაში ბარძალი, ბონუჩი, კიელინიდან ვინმე დაზიანდა ვინ უნდა ითამაშოს? რუგანის კი უამრავი დრო ექნება გასაზრდელად

Di Francesco # 1
8 years ago

ფანები ადგენენ და ფანს ვინც უხარია იმას წერს, ნახავერი მსოფლიო ბარსას და რეალის ფანია და არაა გასაკვირი რო მაგ კლუბის ფეხბურთელებითაა წლის გუნდი დაკომპლექტებული, ვინც მაგ ნაკრები შეადგინა იმას არაფერს არ ვერჩი, ვინც მაგ ხალხს მისცა წლის გუნდის შედგენის უფლება ის უფროა დამნაშავე. წლის გუნდი უნდა შეადგინონ ჟურნალისტებმა ან ტრეინერებმა

vaxo turqadze
8 years ago

უბრალოდ უნამუსობაა და მეტი არაფერი ჯიჯის არ მოხვედრა 2015 წლის გუნდში,ნაკრებშიც და კლუბშიც საოცრებებს სჩადიოდა,ასევე ვერ ვხვდები რა დამსახურებითაა წინა წლის გუნდში ხამეს როდრიგესი,ან რამოსი,ან რატომ არაა საერთოდ სუარესი,უეფა კი არა დაემსგავსა ყანამადრიდ.ჯი-ს ,რატომ მოხვდა რეალის 3 ფეხბურთელი წლის გუნდში,როცა არაფერი მოუგიათ და მესამე მწვრთნელი მოიყვანეს ცუდი შედეგების გამო,ანუ რა გამოდის,რეალი ცუდად თამაშობს როგორც კლუბი,მაგრამ ფეხბურთელები კარგად თამაშობენ :blin: :blin: :blin: :blin: ,სრული იდიოტიზმი :blin: :blin: :blin:

jjj jjj
8 years ago

ისე ის ინტერვიუ თუ გახსოვთ, რეალთან სტურარო რომ დავაყენე ძირითადში პერეირას ნაცვლადო ყველა მლანძღავდა და მაკრიტიკებდა, დაჟე ჩემი თანაშემწეებიცო და თამაშის მერე ყველა დუმდაო :yes: მილანის გულშემატკივრები ლანძღავენ ამას და ის კი არ იციან, რომ მწვრთნელში არაა მაგათი პრობლემა… :mrgreen: ალეგრი :up:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მადლობა თქვენ რო ჰემომიჰვით გაიხარე და ბედნიერად იყავიდ იუვესთან ერთად ცარმატება ყველა საქმეჰი.

jjj jjj
8 years ago

არ მინახავს რახანია იუვეს ცარიელ კარში გაეტანა გოლი… რაც შეეხება სტურარო-ხედირას სრულიად ვეთანხმები ავტორს, საერთოდაც რატო მოიყვანა ამ ბრუციანმა არ ვიცი!!! ისე მე ალეგრის ბოლომდე ვენდობი და რამდენჯერ გამოჩნდა, რომ კაი მწვრთნელია, ასე რომ მაქსთან არამგონია საფუძვლიანი პრეტენზიები არსებობდეს. ნუ მიწყენს ავტორი, მაგრამ ძალიან სუბიექტურადაა შეფასებული :vaime:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გამარჯობათ იუვეს გულჰემატკივრებო მადლობა ყველას კარგი სიახლეებით რო მახარებთ და ავტორიზაცის გარეჰე კუმენტარის ნება რო მაქ.ცელს გუნდი კარგად ტამაჰობს იმედია სეზონის ბოლოს ლიგის მოგებით დავასრულებთ ეს უვენტუსია დიდი კლუბი ეს ჰეუძლია გაიხარეთ ძმებო და იუვეს სულ გაეხარებიოს მისი ქომაგი, მოგვიანებით გილოცავთ ჰობა ახალ ცელს. :forza: :juvee:

Di Francesco # 1
8 years ago

უეფას წლის გუნდში იუვედან მარტო პოგბა მოხვდა, მაგარი არასერიოზული მიდგომაა, ვიღაცა ფეხბურთის უცოდინარი ფანების მიხედვით რო ადგენენ წლის გუნდს.

ბუფონი – ალვეში პიკე ბონუჩი ალაბა – ინიესტა მარკიზიო პოგბა – მესი მორატა ნეიმარი ეს იყო რეალური ნაკრები

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ შეიძლება იმის გამო რომ ძაძა მოგწონს და არ მოგწონს მორატა…უკომენტაროდ, ასეთი შეფასება გაუკეთო მორატას გუშინდელ თამაშს…ჩემი აზრით ძალიან კარგად ითამაშა

Q A S R A
Q A S R A
8 years ago

:forza: :forza: :forza:

osvaldo ardiles
8 years ago

ალეგრი ყოველ უქმეებზე ამტკიცებს რო მაგარი მწვრთნელია. აქ იყო მისი ინტერვიუ, ცუდად რო თამაშობდა გუნდი, სადაც თქვა რო ზამთრის შესვენებისთვის გუნდი იქნებოდა ასული ფორმის პიკზე, ასე აგვიხდეს ყველაფერი კარგი. რაც შეეხება ძაძას და რუგანის, დიდად არ მწყდება გული მათ უთამაშებლობაზე, რა ვქნა მევასება ეა კასერესი და მორატა და მომკალით თუ გინდათ. :lool: :lool:

8 years ago

ალეგრი ნოუ ჰის ჯობ სასტავ :D თქვა კიდევაც ინტერვიუშI რომ რუგანის მომავლისტVის ამზადებს და სჭირდება . კასერესი გასაყიდად ემზადება . ხედირა კიდე სტურაროსთან პატივისცემის მიუხედავად ბაიერნთან ფორმაში შესული ხედირა იდგეს მირჩევნია …

ყველაფერი ყველაფერი მაგრანმ დიბალაააააა! :forza: ეს და პოგბა მალე ოქროს ბუღტზე გაიბრძოლებენ . მანამდე კი ნოას უნდა გათხარონ ყველა კუთხიდან

vaxo turqadze
8 years ago

soni 10 : კაი კაცი ხარ,სწორად ბაზრობ ყოველთვის,აშკარად გეტყობა რომ კაკ მინიმუმ 1995-96 წლებიდან ხარ იუვეს გულშემატკივარი :) ,თან მაშინდელი sony-ს რეკლამა როგორ მევასებოდა,ნეტავ კიდევ დაასპონსორებდეს იუვეს….ალეგრის რაც შეეხება არ მესმის ვინმე რატომ უნდა აგინებდეს მას,გარდა იუვეს მოწინააღმდეგეებისა,მე მაგრად მომწონს მისი სტილი და აზროვნება,პლიუს დასტოინი მწვრთნელია და არ დახტის ქაჯივით მთელი თამაში(ნუ იმ ცნობილ მომენტს თუ არ ჩავთვლით :D ) :forza: :forza: :forza: :forza:

soni 10
8 years ago

Imis miuxedavad ro kaseresi bevrs ar evaseba araa dabali donis pegburteli rodesac ar xar reali barsa rtulia iseti kargi pegburteli naxo romelic pretenziis gareshe ijdeba tan axalgazda amis gashvebit vin mova ager naxavt da risi maqnsi iqneba am etapze ruganis ro jobia paqtia rugani axalgazdaa da gamoucdeli tan tu ushveben pativiscemacaa da sxva gundmac unda naxos misi porma.tore ruganis ro dziritadistvis amzadeben faqria rasac etapobrivad gavla unda da misma agents ar aqvs magis laparakis upleba. Rac sheexeba alegris gadawyvetilebebs sruliad swori iyo 100% tundac zaza ro pormashia da morata ara da ro moratas atamashebs da ara zazas tore am gadmosaxedidan… Read more »

soni 10
8 years ago
Reply to  soni 10

Ise chemi azrit am momentze ar vambob radgan gunds alegri ligistvis ayenebs mara aset gundebtan tan mitumetes boloze ro arian gunds da mwvrtnels meti moetxovebat sworad gamiget))) :forza:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
8 years ago

რა ალეგრის ბრავისიმო ჩვენი ბიუჯეტი და ვერონასი შეადარე

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ავტორ :up:

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  Dutch

რეალთან სტურარომ გადაგვარჩინა და ბავარიასთანაც შეიძლება მაგის ნდობა, თუმცა ხედირა მაინც უფრო საიმედოა, შეტევის აზრზე არაა მარა მაინც არ გვექნება შესატევი ბაიერნთან :chuvak:

vaxo turqadze
8 years ago
Reply to  Dutch

ბაზარი არაა,მორატაც,კასერესიც და ხედირაც ბევრად დიდი ფეხბურთელები არიან ვიდრე ხსენებული იტალიელები,უბრალოდ ამ ეტაპზე ჩემი აზრით უკეთეს ფორმაში სტურარო-ძაძა-რუგანი არიან,ნუ ისიც სწორია რომ ფორმაში ჩადგომა ჭირდებათ ხედირა-მორატას,მაგრამ აქეთ ესენი იჩაგრებიან რა…საბოლოო ჯამში კი ის არის რასაც ვამბობდი სეზონის წინ რომ შემადგენლობა უფრო დაბალანსდა,შარშან არ გვქონდა იმის ფუფუნება რომ ამას რატომ არ ათამაშებს ან იმას,ვინმე შესაცვლელი იქნებოდა ან დაიმტვრეოდა პადოინის იმედად ვიყავით,მაჯვენა მცველი გინდა-პადოინი,მარცხენა-პადოინი,ცენტრალური ნახევარმცველი-პადოინი,საყრდენი-პადოინი,გამთამაშებელი-პადოინი,გარემარბი-პადოინი :D :D :D

vaxo turqadze
8 years ago
Reply to  vaxo turqadze

შეგინება მოგინდა ვინმეზე?პადოინი :D

Di Francesco # 1
8 years ago

ტრეზეგეს საუკეთეო 11 კაცში 5 იუვენტინო მოხვდა, ბუფონი პოგბა თავისთავად, დანარჩენი 3_დან 2 ბონუჩი – კიელინია, ბევრს მათ შორის იუყვეს ფანებსაც რო გონია რო საშუალო დონის მცველები გვყავს და ვიღაცა ნაკრებიდან გამოგდებული და კაპიტნობა ჩამორთმეული სილვა რო ჯობია, მესამეა მარკიზიო 17 წლის ასაკში ვნახე პირველადო და ახლა იუვეს ერთერთი კაპიტანიაო.

DP10
DP10
8 years ago

ყველაფერი სწორია: 1. კასერესი გაყიდვაზეა და პოტენციურმა მყიდველმა უნდა ნახოს მისი თამაში. მე მაგრად მესიმპატიურება ეგ ფეხბურთელი. 2-ჯერ იჩალიჩა იუვეში დაბრუნება. ლათინებისთვის დამახასიათებელმა თავქარიანობამ დაღუპა (ვიდალის მსგავსად). რუგანი განიხილება, როგორც ბარძალის შემცვლელი, რადგან ბარძალი ბოლო დროს ტრავმებმა შეაწუხა. როცა ჯანმრთელადაა კონკურენტი არ ყავს. მაგის აგენტი ახურებს, იმიტომ რომ უნდა, რომ რუგანიმ ევროზე ითამაშოს ზაფხულში. ცოტა უზრდელურად გამოუვიდა ინტერვიუ, ისევ რუგანის ავნო. 2. ხედირა ეხლა გამოჯანმრთელდა და პრაქტიკა ჭირდება, რომ ფორმა აკრიფოს. ბოლო ადგილოსანთან რისკი არ იყო მისი გამოყვანის. 3. ალეგრიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მორატას თავდაჯერილობა ჭირდება. ამიტომ გამოიყვანა ბოლოადგილოსან გუნდთან, რომელსას ამ სეზონში თამაში არ მოუგია. მორატას რომ… Read more »

იმერელი
იმერელი
8 years ago
Reply to  Dutch

კი,მაგას მივხვდი,მაგრამ ძველი ნიკით მინდა ვიყო,ინგლისური შრიფტით ეწერა იმერელი და სურათი კიდევ და ეგ ვეღარ გავიგე,რეგისტრირებული ვარ,მაგრამ ავტორიზაცია როგორ გავიარო?ვერ ვნახე :)

იმერელი
იმერელი
8 years ago
Reply to  Dutch

აჰა,ოკ გაიხარე :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
8 years ago

რუგანიზე ვერ დავეთანხმები მარა სტურარო აშკარად იმსახურებდა სასტავი ყოფნას, თუმცა ჯერჯერობით მაგის გამო ცუდს არ ვიტყვი ალეგრიზე, იმიტორო მაგ თამაშში ხედირას დაყენებამ გვანახა რო სტურარო ჯობია, ხოდა სემდეგ თამაშში თუ სტურარო არ დააყენა მერე ვიტყვი რო არასწორად იქცევა. (იმაზე არაფერს არ ვიტყვი რო ტრეინერმა იმაზე ადრე უნდა შეამჩნიოს ვის რისი თავი აქ მოედანზე სანამ ყველა გუშემატკივარი სეამჩნევს, მე და ალეგრი ერთ დროს რო დავინახავთ რო სტურარო ხედირას ჯობია უკვე ვერაა მთლად კარგად საქმე :chuvak: )

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ქასრა ეს რა დაწერე?იტალიის ნაკრების ფან-კლუბი ხომ არ არის აქ?ეს “კვერცხი” იტალიელები რად გინდა სასტავში?მერე რა,რომ ჯობნიან ამ ეტაპზე?ისინი მაინც “უცხოელები” არიან და უკეთ იციან ფეხბურთის თამაში,ანდა რა თხა კიელინი,ან დირკა ბონუჩი,ან საშუალოზე დაბალი დონის მარკიზიო???….ბრუნო ალვეში,ბუმსონგი,იტურბე,კომანი,დრაქსლერი,მიტროღლუ და ძმანნი მათნი გადაარჩენენ იუვეს და იტალიურ ფეხბურთს :blin: :blin: :blin: …იცი რა განსხვავებაა ჩვენს(ვისაც იტალიელები უფრო მოგვწონს) და სხვა გულშემატკივრებს შორის??? ჩვენ იმ კარგ უცხოელსაც ისევე ვაფასებთ,როგორც იტალიელებს,მაგრამ ბევრი იმ იტალიელებს ვერ აფასებს ვინც ყავს გუნდში,ძირითადი ბირთვი ანუ,გარდა ბუფონისა,მაგის დაუფასებლობა კიდევ ზოგადად ფეხბურთის უპატივცემულობა და დაუნახაობაა და მაგიტომ ეგეც :blin: :blin: :blin: …კაი კაცი ხარ და სწორი სტატიაა კონკრეტულად ამ თამაშისთვის :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აუ ანონიმური კი არა “იმერელი” ვარ :D ,ვერ გავუგე ამას რა :blin: :blin: :blin:

თოკო
თოკო
8 years ago

Kargia madlob qasra,me subieqturad caseresi momwons :forza:

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  თოკო

სუბიექტურად რატო? კასერესი იმსახურებს იუვეს ფანებისგან მხარდაჭერას და გუშინ გუშინწინ სასტავში რო იყო მაგიც არ იყო გასაკვირი, ზოგჯერ ლიხშტაინერის მაგივრადაც თუ დადგება სასტავში არაფერი არ უჭირს. ცოტა ლოთია :chuvak: მარა საიმედო ფეხბუთელია და ასეთუისე იუვენტინოც

| Newsphere by AF themes.
51
0
Would love your thoughts, please comment.x